ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარეი (ამჟამად რეიტინგის 832-ე ნომერი) ჰარდი კორტს დაუბრუნდა. ამერიკაში მიმდინარე ვაშინგტონის ტურნირზე ენდიმ პირველი გამარჯვება იზეიმა. მძიმე ბრძოლაში მაკენზი მაკდონალდსი 3:6, 6:4, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. მარეიმ ექვსი მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა და მატჩის მოგება მეშვიდეზე მოახერხა.
მომდევნო ეტაპზე თავის თანამემამულეს კაილ ედმუნდს შეხვდება. წელს ედმუნდმა მარეის ისტბურნის ტურნირზე იოლად 6:4, 6:4 მოუგო. ურთიერთშეხვედრებში კი მარეი ედმუნდს 3:2-ს უგებს.