ფეხბურთი

12:49 | 16.07.2018 | ნანახია 4180 - ჯერ

გაიქეცი კილიან, გაიქეცი

კილიან მბაპე მომავალია. ფეხბურთის. საფრანგეთის. სპორტის. მაგარი ბიჭი მაგარი ფეხებით.

კილიან მბაპეს ფეხბურთი უყვარს და დეშამის იტალიურ, შედეგზე გათვლილ ფეხბურთში ის ანათებს.

მბაპე ჯერ პატარაა. უნდა ისწავლოს ზეწოლის ქვეშ თამაში და თუ 4 წლის შემდეგ არ იქნება მესივით უიმედო და ნეიმარივით კმაყოფილი, ბიჭი მართლა დიდი ფეხბურთელი გახდება.

პატარა კაცი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეც პოპულარული იყო და დღეს, ყველასთვის საოცნებო ახალგაზრდაა. მხოლოდ 19 წლის და უკვე მსოფლიოს ჩემპიონი.

მბაპე არ იყო დამოკიდებული პოგბას ელემენტარულ და ზუსტ პასზე. არც გრიზმანის სტანდარტულ ფეხბურთზე. არც დეშამის ჭადრაკზე. მბაპე საფრანგეთში ცალკე გუნდი იყო.

მბაპე გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა. კილიანი 19 წლის და 207 დღის იყო. მასზე ახალგაზრდა? 17 წლის და 249 დღის მარგალიტი, რომელიც მეფე გახდა. პელე.

მბაპე იღებს ბურთს და მის წინ დიდი სივრცე იხსნება. რომელსაც ბავშვი სხვაზე სწრაფად, სხვაზე ელეგანტურად, სხვაზე მოქნილად დაფარავს და ათიდან ცხრა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩება. მბაპემ ჯერ ვერ დაამუღამა წაგება. დეშამთან ერთად გაუჭირდება.

ფეხბურთის უსაინ ბოლტი. ფეხბურთის დონოვან მიტჩელი. ფეხბურთის მაიკლ ფელპსი.

და რა უხერხულია, როდესაც მპაბეს და გრიზმანს ადარებენ. „ატლეტიკოს“ ფორვარდი არის ძალიან კარგი თავდამსხმელი, რომელიც იზრდებოდა კონსპექტებით და თამაშობს სქემებით. მბაპე თამაშობს ემოციით, ლტოლვით, ღიმილით. გრიზმანი დაძაბული და კონცენტრირებულია. მბაპე - ბედნიერი.

რუსეთში მბაპე იყო ბობ მარლის გასული ჰანგები. რუსეთში მბაპემ ახალი ფეხბურთი ითამაშა. იდგა, იდგა ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ, არგენტინასთან გაიქცა. სამპაოლი ვერ მიხვდა, რა უნდოდა ამ ონავარ ბიჭუნას. და მესის გული ეტკინა, რომ კილიანი არ არის არგენტინელი.

კრიშტიანო და მესი. მესი და კრიშტიანო. ორი ტიტანი. და მხოლოდ ერთი სანაკრებო ჯეკპოტი. რონალდუს ევრობონუსი 2 წლის წინ, როდესაც კრიშტიანუმ ფინალში ვერ იყომარა და ჩემპიონი მაინც პორტუგალია გახდა. საფრანგეთთან. კრიშტიანუ ეგრევე აილეწა. და იმ ფინალში მბაპე ჯერ არ იყო. პატარა გენისოსი ლეგოთი თამაშობდა. და ახალ ფიგურას აწყობდა.

რუსეთში მბაპემ 4 გოლი გაიტანა. რუსეთში მბაპე ცივი და მეტრონომივით სწორი საფრანგეთის სასიამოვნო არითმია იყო. ბურთს იღებს მპაბე და დეშამიც ეგრევე დავს ამბობდა. და სხვები წვებოდნენ. ან - მბაპე აწვენდა.

ბიჭი 160 მილიონ ევროდ „მონაკოდან“ პსჟ-ში გადავიდა. დიდი კუშია. დიდი ბიჭისთვის. მბაპეს გუნდში არის ყველაზე ელეგანტური პანკი-მსახიობი ნეიმარი. მბაპეს გუნდში არიან მოედანს მიღმა საკუთარ თავში დარწმუნებული და მოედანზე აჭრილი სხვა მილიონერებიც. და პსჟ-ს მაგრად გაუჭირდება პატარა ფრანგის შენარჩუნება. „რეალმა“ უკვე გახსნა საფულე. იუდაც მალე დაიწყებს მოლაპარაკებას.

რიო ფერდინანდმა მბაპეში მესის და რონალდუს შემცვლელი დაინახა. რიო ჭკვიანი კაცია. საოცარი მცველი გახდა კარგი ანალიტიკოსი და თამაშს ზუსტად და ლაკონურად არჩევს. რიოს ვენდობით. მბაპესაც.

ეს საფრანგეთი ჯერ მხოლოდ იწყებს. გრიზმანი ამ გუნდის ვეტერანია და ის 27 წლის არის. სხვები დასაპურებელი ბალღები არიან. რომლებსაც დეშამი სხვის პატივისცემას ასწავლის და სხვის რიდს წაართმევს. დეშამმა ეს იცის. „იუვენტუსის“ სკოლაში მარჩელო ლიპისთან დადიოდა.

საფრანგეთის ნაკრები ოჯახია. სადაც პოგბა უფროსი ძმის ფუნქციებს ასრულებს. ჩავა, სათქმელს იტყვის, ყველას დაელაპარაკება და ახალგაზრდებს ჭკუას დაარიგებს. სადაც ლორისმა ერთი მაგარი იაღლიში ყოველთვის უნდა დაუშვას, რომ ახალი მოტივაციით დაბრუნდეს. სადაც ჟირუ ყოველთვის ზედმეტია და მაინც თამაშობს. სადაც კილიან მბაპე დარბის.

საფრანგეთი 8 წლის წინ მსოფლიოზე დაიშალა. დეშამმა შეკრა ეს ნაკრები. საფრანგეთზე ახალგაზრდა ჩემპიონი მხოლოდ 1958 წლის ბრაზილია იყო. საფრანგეთი შეიძლება ახალი ესპანეთი გახდეს და ინერციით, კიდევ რამდენიმე დიდი ტურნირი წამოიღოს. პოგბა მხოლოდ 25 წლის არის. დემბელე, ლემარი, პავარი, ერნანდესი დამწყებ ოციანებში ზიან. გუნდი-მომავალი. გუნდი-მოსნტრი.

ამ გუნდში არის კილიან მბაპე.

ბავშვი, რომელიც გარბის. როგორც ფორესტ გამპი.

გაიქეცი, კილიან, გაიქეცი. შენი ფეხებით ჩემს ფეხებს დაგეწევიან.

ეს მბაპეა.

ზურა თალაკვაძე

Loading...

კომენტარები (32)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:45 | 16.07.2018
mjgiri (3567)

ნესვს არ ვიცი,მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს ვერასდროს აჯობებს. რონალდუს არადამიანური მონაცემები ჰქონდა.ყველაფერთან ერთად ძალიან ძნელია იმდენივე იმუშავო,რამდებიც პორტუგალიელმა

00:15 | 17.07.2018
sabonis (8626)

ნესვი რაც არ უნდა იყოს აბრიხინებულ კიტრს ყო ელთვის ჯობია.

00:24 | 17.07.2018
mjgiri (3567)

კიტრი-კიტრია ნესვი-ნესვია

12:00 | 17.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (13073)

ლპება ნესვი მგონი

20:49 | 16.07.2018
diadimaestro (1883)

ანუ რონალდოს მესიზე მაღალი დონის ფეხბურთი აქ ნათამაშები? ტიპმა მთავარ დიდებას ბოლო 3 წელში მიაღწია.სადაც რეალურად საუკეთესო კონდიციებიდან შორს იყო.მესიმ მტავრა დიდება პრაიმში ყოფნის დროს მიაღწია რონალდოც პრაიმში იყო ისე იმ პერიოდში.

20:52 | 16.07.2018
mjgiri (3567)

მთლიანობაში მე რონალდუს ვამჯობინებ

20:33 | 16.07.2018
diadimaestro (1883)

უდიდესი ტალანტია.მაგრამ მაინც სპრინტს აწვება.მეეჭვება ამან ოდესმე ლეოს დონეზე ითამაშას.პიკ ლეოზე მაქ საუბარი.რონალდოსავით სტაბილური 50 გოლიანი სეზონები და ოქროს ბურთები შეიძლება.მაგრამ იმას რასაც მესი აკეთებდა.მარადონაზე მაღალი დონის დრიბლინგი რონალდოზე მაგარი შესრულება ზიდანზე მაღალი დონის პასი.ეს მეეჭვება კიდევ ვინმესგან ვიხილოთ.ძაან საწყენია რომ მესი პიკ ფრომაში მხოლოდ 2010 წლის მუნდიალს შეხვდა სადაც მარადონამ ჩაუ.ვა.იმედი მაქ ერთი სეზონი კიდევ ვიხილავთ ისეტ მესის რომელსაც ნებისმიერ წამს შეეძლო სამი ოთხი კაცო მოტყუება და თამაშის გადაწყვეტა.და არა ბოლო ფორმაციის მესის რომელიც უგრო პლეიმეკერია და ტავის მთავარ ნიჭს დრიბლინგს.40 პროცენტითაც ვერ იყენებს.

19:24 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

როცა ნანახი მაქვს ბაჯო როგორ ლიდერობდა გუნდს ნანახი მაქვს ზიდანი რონალდო როგორ ლიდერობდნენ ნანახი მაქვს ისნიეტა როგორ ლიდერობდა ნანახი მაქვს რობენი როგორ ლიდერობდა გუნდს მინახია რონალდოს ლიდერობა ნაკრებში მინახია დიეგო ფორლანის ლიდერობა მსოფლიოზე მაგრამ გრიზმნანის ლიდერობა ამათააან აუ ჩმეი კაი პრიკოლია მეტი არაფერი :

22:51 | 16.07.2018
Tochinoshin (143)

The King of Grass - ჩოგბურთს მიაწექი. სასვენი ნიშნებიც ისწავლე, გამოგადგება შიგადაშიგ

10:10 | 17.07.2018
The King of Grass (9879)

შენი ტრ...კის საქმე არაააა მე რას მივაწვები

20:08 | 16.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (10021)

კაი რა არი პრიკოლი ვერ ვხვდები.შენ თუ არ შეგიძლია რონალდო და გრიზმანი ერთად ახსენო ეს სხვა საქმეა.მოცემულ მომენტში მოცემულ დროს გრიზმანი იყო უნაკლო იდეალურად შეასრულა ყველა დავალება.პრესინგი,კრეატივი,ზონები,გოლები,საგოლე მომენტები,დაცვის დახმარება რომელში არ იყო უნაკლო გრიზმანი არ ვიძახი რო კიჭას დონეა და რაღაცა მარა ამ მსოფლიოზე იყო საუკეთესოთა შორის.როცა გუნდს ჭირდებოდა გრიზმანი თავის ფუნქციას იდეალურად ასრულებდა

10:11 | 17.07.2018
The King of Grass (9879)

და კრეატივი იცი რააა არი რომელი გოლები ან საგოლე მომენტები ჯობია ლებრონ ჯეიმსზე ილაპარაკო ისევ.

11:54 | 17.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (10021)

დდდდ კაი კაი არ მესმის ფეხბურთი ლებრონა ხო ყ ეა საერთოდ

12:09 | 17.07.2018
The King of Grass (9879)

ნორმალური კაცი ლეიკერსში არ წავა:

19:14 | 16.07.2018
sport faza (246)

მოსაწყენს--რაც შეეხება: ეს გამოიწვია სახელიანი გუნდების გამოთიშვამ ადრეულ სტადიაზევე და პლიუს საზ. მაუწყებალმა რომელიც ასე გაშმაგებული უწევდა რეკლამას კაზინო-ტოტალიზატორებს!!!!! სუდიას ჩასტვენილი არ ქონდა ეგრევე ამთავრებდენ და ტოტალიზატორების რეკლამას გვატენიდენ, ითარსებოდენ და რავიცი ...ვინც უცხოურ არხებზე უყურა ჩემპიონატს ბევრად ნასიამოვნები ხართ დარწმუნებული ვარ!!!!

19:07 | 16.07.2018
sport faza (246)

.....ახალგაზრდა და"მშიერი" ბიჭები. ყველაზე გაუმაძღარი მბაპე გამოდგა და კიდევაც აღიარეს!!! ასე რო მთელი გუნდი აკეთებდა და მუშაობდა ერთმანეთზე!! ჩემპიონატი გრძელი ტურნირია და შედეგი არ მოვიდოდა ყველა თამაშში შემთხვევით!! გრიზმანიც და მბაპეც და ჟირუც და სხვებიც თანაბარი მნიშვნელობის იყვნენ გუნდის წარმატებისთვის და კიც დადეს შედეგი!!!!!!

19:13 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

ბაზარი არააააა ერთის კაცის იმედად მყოფი გუნდები არცერთი არ დარჩენილა მსოფლიოზე

19:07 | 16.07.2018
mjgiri (3567)

The King of Grass
გინდა ღრმად ჩავუწვდეთ საკითხს კაი მბაპე მიუხედავად იმისა,რომ მემარჯვენეა,ნომინალურად მარჯვენა შემტევის პოზიციით იწყებს..ამასთან არის ერთი მაგრამ,გოლები რომლებიც მას გააქვს,გააქვს ცენტრალური ზონიდან,ანუ სადაც ცენტრ ფორვარდი თამაშობს...შენი აზრით რატომ ხდება ესე?

19:16 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

ცნეტრალური ზინიდან გაიტანა ხომ გუშინ ტიპმა ეფილის კოშკიდან დაურტყა გუშინ სუბაშიც სადაც ცენტფორვარდები არასდროს დგანან მაგდენი უნდა იცოდე ალბათ შენ ისე მე რომ შეკითხვა დაგისვი მაგას რატომღაც თავი არიდეეეე გრიზმანის გარღვევები ფინტები სოლო რეიდები სლლომები კაცი შეტევას კლავს ბურთს რომ მიიღებს თვალებით ეძებს დამხმარეს იმის მაგივრად სუპერ გუნდის სუპერ ფორვარდი დაგეშილი და თავქუდმოგლეჯილი რომ მიდიოდეს კაისკენ იმის მაგივრად

19:18 | 16.07.2018
mjgiri (3567)

ეგ არაა პასუხი

19:21 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

ზისტად რომ ლოგიკური პასუხია რაც გკითხე მაგაზე მიპასუზე თუ არადა შემშვი სხვებს დაუციტირე იქნებ გაგიოს ვინმემ

19:00 | 16.07.2018
sport faza (246)

არაფერი არ არის აქ საკამათო!!!! ამ ჩემპიონატზე ვინც ნორმალურათ აკეთა თავისი საქმე ყველამ გაქაჩა ასე თუ ისე და სიურპრიზებიც შემოგვთავზა...."ერთი კაცის " გუნდები ადრეულად დაგვემშვიდობენ, გადაღლილ-
გამოფიტული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ფავორიტებიც იოლად წავიდნენ.....საფრანგეთმა კი როგორც ერთერთმა ფავორიტმა ჩემპიონატის საწყის შეხვედრებიდანვე დაგვანახა,რომ შემადგენლობა ყავდა კარგი და სწორად დაკომპლექტებული: აშკარად არავის ატენიდენ ბურთს არიქა ლიდერი ხარ და გააკეთე რამეო....ასაკით პატარა მაგრამ გამოცდილ ხალხს შეუწყვილა კიდე უფრო ახალგაზრდა

19:01 | 16.07.2018
mjgiri (3567)

+.ერთი კაცის გუნდი ჩემპიონატს ვერ იგებს

18:46 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

mjgiri გადანაშაულებ არა კიდე განჩენი უნდა გამოგიტანო სასამართლოზე გრიზმანი სული და გულია ნაკრების რომელმაც რელურად ერთI თამაში ითამაშა მაგრად ბელგიასთან დანრჩენი კიდე ძალიან კონკრეტულ ეპიზოდებში მბაეს გარდა სხვების ჩრდილში იყო სად იყო საფრანგეთან გრიზმანი კითხვა მაქვს მიპასუხე სად იყო და რას აკეთებდა საერთოდ მოდენაზე სად იყო ჯგუფურ ეტაპზე სული და გულია იზახი გრიზმანი და ეტყობა სული და გულის მნიშვნელობა აშკარად არ გესმის ერთი სოლო რეიდი ერთI დრიბლინგი დადე სული და გული თუ იყო ერთი საგოლე გარღვეა მანხე ამ მსოფლიოზე გრიზმანის გრიზმანის მოტყუებული კაცი ვერ დავინახე ამ ჩემპიონატზე და შენ თუ მზე და მთვარე ამოგდის ეგ იმას არ ნიშნავს რომ გრიზმანია მარტო საფრანგეთი კაცი რომელიც მესის ნესვად მოიხსენიებს ჩოგბურთის ცოდნაზე სერიოზული ამბიციები არ უნდა გაააჩნდეს

19:00 | 16.07.2018
mjgiri (3567)

შენი აზრით მბაპე რო თავისუფალ ზონებში გარბის,ის ზონები საიდან მოდის

19:04 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

სულ გრიზმანი უქმნის აბაბაა საკუთარი საჯარიმოდან რომ გარბის და მოედნის ნახევრიდან სულ გრიზმანი უქნის არგენიტათან საკუთარი კარიდან რომ წამოიხია ათრია მთლიანად არგენტინა სამპაოლის მეთურობით სულ გრიზმანა შუქმნა

18:34 | 16.07.2018
sul2 (198)

არ ვიცი ვინაა უფრო ნიჭიერი მბაპე თუ გრიზმანი, მაგრამ ვიცი რომ საფრანგეთის სული და გული ანტუან გრიზმანია. ჩემი აზრით თანამედროვე ფეხბურთის ერთერთი ინტელექტუალი. მბაპეს ფიზიკური მონაცემები პლუს გრიზმანის ინტელექტი ეს უდრის ტიერი ანრის.

20:37 | 16.07.2018
ogafa (7768)

+

18:20 | 16.07.2018
mjgiri (3567)

სანამ The King of Grass ფეხბურთის უცოდინლობაში მადანაშაულებს და ხალხი მოსაწყენ მსოფლიო ჩემპიონატს უჩივის,მინდა 2014 წლის მუნდიალი გავიხსენო.უფრო კონკრეტულად კი,ერთი დიადი სირცხვილის ისტორია..
მსოფლიო ჩემპიონატების გრძელვადიან ისტორიაში,შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი შესანიშნავი მატჩი.მაგალითად 1970-წლის ნახევარფინალი,იტალიასა და გერმანიის შორის,აგრეთვე ბრაზილიელთა ბრძოლა სკუადრა აძურასთან 1982-წლის ფორუმზე და ამავე წლის ნახევარფინალური დაპირისპირება გერმანიის და საფრანგეთის ნაკრებებს შორის,რომელიც ხალხს დაამახსოვდა შუმახერის და ბატისტონის შეჯახებით.ყველა ამ შეხვედრას აერთიანებს არა მხოლოდ ლამაზი ფეხბურთი,არამედ დაძაბული ბრძოლაც.მაგრამ ერთი შეხვედრა საფეხბურთო მუნდიალის,სამუდამოდ შევიდა ისტორიაში სულ სხვა მიზეზით.იქ გერმანისს ნაკრებმა უბრალოდ გაანადგურა ბრაზილია,ანგარიშით 7-1.ამ მიმიხილვაში ჩვენ გავარკვევთ,თუ რის ხარჯზე მიაღწიეს გერმანელებმა ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას.
უშუალოდ მატჩის წინ,ექსპერტთა უმეტესობა ძალთა მიახლოვებით თანაფარდობაზე საუბრობდა.რათქმაუნდა,სელესაო-ბუნდესტიმზე ოდნავ უფრო სუსტად მიიჩნეოდა,ტიაგო სილვას და ნეიმარის არყოფნაში,მაგრამ მათ მხარეს შინაური კედლების ფაქტორი გახლდა.ამასთან,სკოლარიმ გადაწყვიტა ლიდერთა შეცვლა დანტე და ბერნარდზე.ამ უკანასკნელის გამოჩენა ბევრისთვის ნამდვილი მოულოდნელობა გახდა.მანნშაფტს ამ მხრივ ყველაფერი სტაბილურად ჰქონდა:იოაჰიმ ლიოვმა ნახევარფინალში გამოუშვა იგივე შემადგენლობა,რაც მეოდხედფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთთან.შედეგად,ყველა ვარაუდის მიუხედავად,გერმანიამა დაჯობნა მოწინააღმდეგე აბსოლიტურად ყველა კომპონენტში.არ ყოფილა თამაშის არც ერთი ასპექტი,რომელშიც სელესაოს თავი გერმანიის დონეზე გამოევლინა.
განსაკუთრებით ,ბრაზილიის ნაკრებში,ჩავარდა დაცვის მარცხენა ფლანგი,სადაც მარსელო ირჯებოდა.თამაშის პირველი 30-წუთი გერმანელებმა ძირითადათ საკუთარ მარჯვენა ფლანგზე გააკეთეს აქცენტი.ამათან გასაკვირია,მაგრამ გაშვებული გოლების მიუხედავად,მარსელო აგრძელებდა ძალიან მაღლა თამაშს,რითაც კიდევ უფრო ღრმად მარხავდა საკუთარ ნაკრებს.უკვე მეშვიდე წუთზე,მარსელო შეყოვნდა მეტოქის ნახევარზე და ბურთის დაკარგვისას მისი ზონა აბსოლიტურად ცარიელი დარჩა,სადაც შეირბინა ტომას მიულერმა და დიდი წინააღმდეგობის გარეშე გააკეთა გადაცემა საჯარიმოში,რასაც ჟულიო სეზარის კარში,დარტყმა მოჰყვა.ეს იყო პირველი სიგნალი ბრაზილიელთათვის,მაგრამ დასკვნები გამოტანილი არ იქნა.ეს ბრაზილიელებს ძვირათ დაუჯდათ:რამოდენიმე წუთში ,მარსელომ ისევ დაჰკარგა ბურთი მეტოქის ნახევარზე,გერმანელებმა კი წამოიწყეს კონტრშეტევა,თითქოს და მარცხენა მცველმა კი მოასწრო პოზიციაზე დაბრუნება და ბურთიც მოიგერია კუთხურზე,თუმცა სტანდარტს გოლი მოჰყვა.ანგარიში მიულერმა გახსნა.ამით მარსელოს წარუმატებლობა არ დასრულებულა,23-წუთზე ბრაზილიელმა ვერ შეუშალა კლოზეს ხელი გოლის გატანაში.ორიოდე წუთში კი ბრაზილიელთა დაცვის მარცხენა ფლანგიდან გაკეთდა კიდევ ერთი გადაცემა,რომელიც ტონი კროოსმა გოლად აქცია.სწორედ ესე,სულ რაღაც ნახევარ ტაიმში,გერმანელებმა პრაქტიკულად გადაწყვიტეს მატჩის ბედი,ერთი ზონის დატვირთვით.
კიდევ ერთი ასპექტი,რაშიც გერმანელები უთუოდ უკეთესი იყვნენ,გახლდათ პრესინგი.ფრედის პასიურობამ შეტევის ფრონტზე,საშუალება მისცა ბუნდესნაკრებს,ძალიან მაღლა განეთავსებინა დაცვის ხაზი.ამან კი,თავის მხრივ,საშუალება მისცა კროოსს და ხედირას წარემართათ პრესინგი მეტოქის საჯარიმოსთან მაქსიმალურად ახლოს;რამაც ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.ამის დასტური მეოთხე გოლია,როდესაც კროოსმა მეტოქის საჯარიმოსთან ფერნანდინიოს ბურთი მოპარა
და ხედირასთან მარტივი კომბინაცია გაითამაშა.4-0.შემდეგი გოლი ბრაზილიელთა კარში,გახდა გერნალეთა მაღალი დაცვის დამსახურება:გერმანელი მცველები თამაშობდნენ ფაქტობრივად მოედნის ცენტრში,ამან საშუალება მისცა ჰუმელსს მიეღო დავიდ ლუსის მიერ გამოტანილი ბურთი და დაეწყო საკუთარი გუნდის საგოლე შეტევა.სიტყვისთვის,დავიდ ლუისი კიდევ ერთი მოთამაშეა პენტაკამპიონეს რიგებში,ვინც სრულიად ჩააგდო ის თამაში.საკუთარი სტატუსიდან გამომდინარე მას დაცვაზე უნდა ეხელმძღვანელა და მაქსიმალურად საიმედოდ ემოქმედა,მაგრამ რეალობაში მიახლოვებითაც ვერ გაართვა ამოცანას თავი.მეექვსე გოლისას,ლუისი თითქოს გამოერთო თამაშიდან:შეტევის განვითარების და დასრულების ფაზაში,ის პასიურად მოქმედებდა და უბრალოდ დაკარგა ოპონენტი.და ბოლოს,როდესაც შურლეს გაჰქონდა მეშვიდე გოლი,ბრზილიელთა კაპიტანი მის ზურგს უკან აღმოჩნდა და ვერაფრით შეუშალა ხელი.
რათქმაუნდა,ნეიმარისა და სილვას არყოფნა სერიოზული არგუმენტი გახდა გერმანელთა სასარგებლოდ,მაგრამ ამის გარეშეც სკოლარიმ გაგვაოცა სქემის შერჩევით.მიუხედავად გერმანიის მძლავრი ნახევარდაცვისა,მან მოედანზე განათავსა მხოლოდ ორი ცენტრალური ჰავბეკი.ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი,ვინაიდან ფერნანდინიო და გუსტავო უბრალოდ ვერ უმკლავდებოდნენ მეტოქის რიცხობრივ უპირატესობას.შესვენებისას სკოლარიმ გააცნობიერა საკუთარი შეცდომა,რამირესი და პოულინოც კი გამოუშვა მოედანზე.მაგრამ უკვე გვიან იყო.გარდა ამისა,ბრაზილია წარსდგა ნაკრება,რომელსაც საერთოდ არ ძალუწს გაუმკლავდეს დარტყმას.გაუშვა ოთხი გოლი ექვსი წუთის განმავლობაში,ეს უკვე მეტისმეტია.
ესეთი სამარცხვინო მარცხი დიდ ლაქად რჩება ბრაზილიურ ფეხბურთზე.საშინაო მუნდიალზე,სელესაოსგან ელოდნენ ბრძოლას ჩემპიონობისთვის,თუმცა მიიღეს ყველაზე დიდი ფიასკო საკუთარ ისტორიაში.ესეთი მარცხი სამუდამოდ რჩება გულშემატკივართა მეხსიერებაში,ხოლო მისი კომპენსირება შეიძლება მხოლოდ დიდი ტრიუმფებით.

17:30 | 16.07.2018
armenakich13 (525)

"ფეხბურთი არის ყველაზე რასისტული თამაში, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება იყიდო ზანგები და ისე არბენინო, რომ მსოფლიო მოიგო."

დიდიე დეშამი


: D: D: : D ვაააახხხხ ჩემიიიიიიიიიიიიიი : D: :

16:55 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

ზურა ძაან მოიკოჭლებს შენი სტატია დღეს რაღაც ვერააა შენ რომ გეკადრება ისეთი

16:47 | 16.07.2018
O. Mertskhali (3091)

სასიამოვნოდ წასაკითხი სტატიაა, თუმცა იაღლიშებიც არ აკლია ..რიო ფერდინანდი, რა შუაშია, საერთოდ? DDDD

16:48 | 16.07.2018
O. Mertskhali (3091)

ან იუდა DDDDD

16:34 | 16.07.2018
mjgiri (3567)

The King of Grass
შენ ძალიან სერიოზულად ხარ განწყობილი,ამიტომ თუ გინდა მბაპე ყველას ჯობია და გრიზმანი მაგარი სლეა

16:54 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

შენ რაღაც მაგრად ვერ გაიგე ვინემ თქვა რომ სლეა მაგრამ გრინზმაზე ვინც იტყვის საფრანგეთის ლიდერი და სული და გულია მაგას ალბათ სტადიონი კარები და ბურთი თვალით არასდროს არ აქვს ნანახი

16:58 | 16.07.2018
mjgiri (3567)

წარმოდგენაც არ მაქ რაა საერთოდ ფეხბურთი,ჰოკეის საიტზე შევდიოდი და მისამართი შემეშალა

17:10 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

კი გეტყობა აშკარად

15:40 | 16.07.2018
ბარსა La Albiceleste (5204)

ბოლოს 2006-ში ვნახე გუნდი რომელსაც საჩემპიონო თამაში არ უჩვენებია და მეორე ეს საფრანგეთი, თუმცა განსხვავებით იმ იტალიისგან ამათ ჰქონდათ ამის ფუფუნება გამომდინარე თავიანთი არანორმალურად ძლიერი შემადგენლობისა.
გუშინ სკაისპორტზე მოვისმინე და ვეთანხმები ამ ნაკრებს არ ყავს ესე ხელ-აღებით ლიდერი. პაიე რო არ დამტვრეულიყო ისიც ისე შეასრულებდა გრიზმანის ფუნქციას რასაც მთელი მუნდიალი აკეთებდა. ნახევარდაცვაშიც ჰქონდა ის ფუფუნება რომ რაბიო არ წაეყვანათ და სკამზე ნზოზი, ფეკირი, ტოლისო და ა.შ ყოლოდა.
კილიანი კი უდაოდ იმ პოტენციულ სიაშია რომელშიც მხოლოდ რჩეულები ეწერებიან, ვნახოთ სად გაჩერდება დაწყება კაიაა )))))

15:35 | 16.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (13073)

მაინც მაგრად გამიტყდა, რომ ბრაზილიამ ოთხეულში ვერ შეაღწია და 7 თამაში არ ითამაშა. ნაღდად ღირსეული გუნდი იყო, საუკეთესო ფრანგებთან და ბელგიელებთან ერთად.

15:32 | 16.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (13073)

მარცხენა მცველებმა მაგრად ჩაისვარეს ამ მუნდიალზე. დაჟე ურუგვაელი ლაქსალტიც კი შეიძლებოდა სიმბოლურში დასახელებულიყო.

15:22 | 16.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (13073)

ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებზე რას ფიქრობთ ? ისეთი წარიმართა მუნდიალი, რომ ბევრნაირი ვერსია გაიჩითება. ჩემი ვარიანტი ესაა:

----------------კურტუა----------------
პავარი------გოდინი----უმტიტი-----იანგი
----------მოდრიჩი-----კანტე-----------
---მბაპე-------გრიზმანი--------აზარი---
----------------კეინი------------------

ზაპასნოები: შმეიხელი, პიკფორდი; მარიო ფერნანდესი, იერი მინა, გრანკვისტი, კუტინიო, პერიშიჩი, კაზემირო, ჩერიშევი, მანჯუკიჩი, დე ბრეინე, ლუკაკუ.

მწვრთნელი: ჩერჩესოვი (ოღონდ მართლა )

20:14 | 17.07.2018
didier_drogba (12468)

Iangi ))) mus xatrit sheiyvane

15:28 | 16.07.2018
mjgiri (3567)

მე ცენტრ-ფორვარდად მოდრიჩს დავაყენებდი,ეგ გაცილებით სასარგებლო იქნებოდა კეინზე

15:31 | 16.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (13073)

ნუ, ჰარიზე არც მე გავგიჟდი ამ ჩემპიონატზე, მაგრამ ეს სიმბოლურია და მაგან ყველაზე მეტი შეაგდო (სიმბოლურად )

15:28 | 16.07.2018
mjgiri (3567)

მანჯუკიჩს რათქმაუნდა

15:10 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

თურმე გრიზმანი არის საფრანგეთის ლიდერი ტიპმა თამაშიდან ბურთი ვერ გაიტანა მუსლერამ უფეშქაშა ხელიდან რომ გაუვარდა პენლებს ურტყამდა მთელი მსოფლიო ჩემპიონატი მაგისთვის ლიდერობის იარლიყს ვერ მიაკერებ

15:58 | 16.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (10021)

თამაშიდან გატანილი გოლის დედაც რა აზრი აქ.ტიპი ცენტრიდან შლიდა შეტევებს მბაპემ რო ასე კარგად ითამაშა პირველ რიგში გრიზმანის დამსახურებაა.საინტერესო იქნება სტატისტიკა რამდენი ირბინა გრიზმანმა მსოფლიოზე ყველგან იყი ტიპი

16:29 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

აუუუ ჩემი შენ ფეხბურთI ისე გესმის ძმაო როგორც კალათბურთი რას ქვია თამაშIდან გატნილი გოლის დედაც რა ფუნქცია აკისრია გუნდის ფორვარდს აბა მითხარი გარომზე და აკარდენზე დაკვრა ხომ არა ესე საოცრება გაააძრე გრიზმანის დმასახურება არის მბაპემ რომ ითამაშაო კიდე კალათბურთს მიაწექი ბრატ ჯობია:

20:03 | 16.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (10021)

რაღაცაში რო არ მეთანხმები არ ნიშნავს იმას რო მე რაღაც არ ვიცი და შენ იცი.ჩართე ლივერპულის თამაშები და უყურე ფირმინოს მთელი სეზონი 15 გოლი გაიტანა მარა შეტევის ხაზში პირველი კაცია და მის გარეშე უბრალოდ იქ არაფერი ხდება.სალაჰის გოლების წვიმაც მისი დამსახურებაა და ლივერპულის ნახევარდაცვის პროგრესიც.თავდამსახმელმა მარტო გოლები არ უნდა გაიტანოს და მაინცდამაინც თუ გოლები გინდა გრიზმანი 4 თუ 5 გოლი გაიტანა ამ მუნდიალზე რა აზრი აქ პენალტი თუ რა საჭირო მომენტში ლიდერი ლიდერი იყო

15:25 | 16.07.2018
mjgiri (3567)

შენ ალბათ ისიც არ გესმის ჟირუ მოედანზე რა საჭირო იყო

16:27 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

და ჯირუ ვინმემ ახსენა საერთოდ არამგონია შენ ჯირუ ჯემზე მეტად გევასებოდეს და და ჩმეზე მეტად აქბდე მსოფლიო რომ დაიწყო სულ დეშამს დედისმ მუ....ლს იმიტომ ვაგინებდი რომ ჟირუ არ ყავდა ძირითაში და ბოლოს მიხვდა რომ დედისმისას მირთმევდა და დააყნეა ძირითადში როგორც იქნა

15:09 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

უბრალოდ ვხარხარებ და მეტი არაფერი როცა გრიზმანის გუნდის ლიდერობაზე საუბრობენ: ფრანგების 7 თამში ვნახე ამ მსოფლიოზე გრიზმანი ყველაზე მეტად ბელგიასთან მომეწონა და გუშინაც არა უშავდა ჯგუფურ ეტაპზე ხო საერთოდ კოშმარი იყო ამის თამაში რომ ვნახე ავსტრალიასთან და პერუსთან მეთქი დეშამი გა....ვინე გუნდიდან თკო კილიან მბაპე რომ არა დღეს საფრანგეთი გრიზმანის იმედად სახლში იქნებოდა არგენტინასთან მბაპე რომ არა ვნახავდი გრიზმანს აეროპორტში ჩემოდნებზე შემომჯდარ ტიპი თავდამსხმელია და სწრაფ შეტევაში ვერ მიდის თამაშს ანელებს და კლავს რასაც ქვია ეძებს ვინმე თუ მომყვება გვერდზე რომ დაეხმაროსმ მბაპეს კი ფეხზე კიდია ბურთს რომ მიიღებს მის წინ 3 კაცი დგას 4 თუ ტროას ლაშქარი და გრიზმანიო :D:

16:44 | 16.07.2018
O. Mertskhali (3091)

+ არცეთ თამაშში არ გომოუჩენია თავი, როგორც ასეთი

15:09 | 16.07.2018
sabonis (8626)

19 წლისა და უკვე სოციალისტური შრომის გმირი(კ/ფ ჭრიჭინა)დდდდ

14:26 | 16.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (10021)

სალაჰი მბაპეს ჩართვა დიდ გიგანტთა ბრძოლაში სასიამოვნოა იმედია გრიზმანი ნეიმარიც მოუმატებენ კეინიც უკეთესი იქნება ბევრად

14:25 | 16.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (10021)

ძალიან საინტერესო უნდა იყოს ნეიმარი მბაპეს დუეტი.ძალიან.გრიზმანს რაც შეეხება გუნდის კრეატივს ის ლიდერობდა და არა მბაპე მიუხედავად იმისა კილიანს დიდი წილი აქ ჩემპიონობის.ეს ალბათ ასაკიც ბრალია ჯერ 3-4 წლის შემდეგ თუ მბაპემ ასე გააგრძელა დომინანტი იქნება

14:15 | 16.07.2018
# KoRBeN DaLLaS # (13073)

ეს ბიჭი თავქუდმოგლეჯილი შემოვარდა მსოფლიო ფეხბურთში და ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მისდის. სანაკრებო მწვერვალი უკვე დაიპყრო, თან თავადაც უდიდესი როლი ითამაშა საფრანგეთის გაჩემპიონებაში. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. "მამლებს" ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ და არაა გამორიცხული, უახლოეს 10 წელიწადში კიდევ მოიგონ ან ევროპა, ან მსოფლიო. მბაპე იქაც დიდ წვლილს შეიტანს და ყველაფერ ამას თუ სტაბილური საკლუბო კარიერაც დაურთო, ბომბარდირის ტიტულებით და "ოქროს ბურთებით", ნამდვილად თავის ადგილს დაიკავებს მსოფლიო ფეხბურთის ზელეგენდების "ელიტარულ რაზმში"
პ.ს. ნამდვილად არ ვეთანხმები პატივცემულ ავტორს შეფასებაში "ჟირუ ყოველთვის ზედმეტია". დეშამს რო სწორი რეაქცია არ ჰქონოდა პირველ მატჩზე ავსტრალიასთან და შემდეგშიც დემბელეთი გაეგრძელებინა თამაში, ვფიქრობ მეოთხედფინალამდეც ვერ მიაღწევდა. ჟირუ ბუნებით ლიდერია სიმტკიცე შემატა სამფეროვნებს.

15:11 | 16.07.2018
sabonis (8626)

პირველ მატჩში ჟირუს ტრამვა ჰქონდა და იმიტომ არ იყო.თორემ დეშამს თავიდან ეგ ტაქტიკა ჰქონდა არჩეული.

14:22 | 16.07.2018
federerjamesliverpooldelpotro (10021)

გეთანხმები კორბენ.ჟირუმ ვერ გაიტანა მარა ძალიან საჭირო კაცი იყო გუნდში

14:04 | 16.07.2018
Ramms (106)

დღეს იასნია გრიზმანი უფრო მნიშვნელოვანი ტიპია ვიდრე მბაპე პროსტა რავი ლეოს და რონის დონემდე ვინმეს თუ შეუძლია ასვლა ეს მბაპეა და არა გრიზმანი.

პ.ს მომოსაც აქვს შანსები, ამაღლების...

13:43 | 16.07.2018
N O D (822)

ძაან მაგარი ბიჭია და იმედია მოირგებს თეთრ ფორმას. რეალს მართლა ჭირდება ეფექტური/ტექნიკური ფეხბურთელი და ამაზე უკეთესს ვერც ინატრებ...

13:30 | 16.07.2018
salazar (1467)

მუნდიალის დაწყების წინ ერთი მცოდნე ადამიანი აქ მეხიპიშებოდა მბაპე ერთი სეზონის ფეხბურთელია დემბელე 10 თავით ჯობიაო.
აი შენი ჭირიმე რა : )))))

13:30 | 16.07.2018
Juventino Per Sempre (157)

გრიზმანი რას დირიჟორობს ეგ ბევრმა თქვა გრიზმანიო ტიპის ყველა თამაშებს ვუყურე წინ ვერ გარბის ჩერდბა შეტევას ანელებს და ბოლოს უკან პასს აკეთებს და გრიზმანი წამყვანი გახადეს

13:21 | 16.07.2018
shakooo7 (2444)

მბაპე უფრო ისპალნიტელია, გრიზმანი უფრო მარვალფეროვანია და ნამდვილი ფანტაზისტაა საფრანგეთის ნაკრებში

13:19 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

აშკარად მბაპეს ეკუთნოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა სილამზეს და მრავალფეროვნებას ქმნიდა მინდორზე და რა მოდრიჩი რის მოდრიჩი რომელმაც დანიასთან კინაღამ დაღუპა ხორვატია

13:30 | 16.07.2018
mjgiri (3567)

ხუმრობ ალბათ

15:03 | 16.07.2018
The King of Grass (9879)

საერთოდ არ მეხუმრება მოდრიჩზე მეტად აზარს ეკუთვნოდა მბაპეს გარდა

13:06 | 16.07.2018
mjgiri (3567)

სტატია რეალობას მოწყვეტილია
"მბაპე არ იყო დამოკიდებული პოგბას ელემენტარულ და ზუსტ პასზე. არც გრიზმანის სტანდარტულ ფეხბურთზე. არც დეშამის ჭადრაკზე. მბაპე საფრანგეთში ცალკე გუნდი იყო."

13:01 | 16.07.2018
mjgiri (3567)

გრიზმანი არის ამ საფრანგეთის ნაკრების მთავარი ფიგურა,სწორედ გრიზმანი დირიჟირებს საფრანგეთის შეტევას.მბაპე ძალიან სწრაფია და კარგია თავისუფალ სივრცეებზე,მაგრამ ეს არაა ფეხბურთელი ვინც თამაშს უხელმძღვანელებს. მბაპე ოუენის ახალი რეინკარნაცია უფროა,ვიდრე რონალდოსი,რომელსაც ჩემდა გასაკვირად ხშირად ადარებენ.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.105512