სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:49 | 16.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გაიქეცი კილიან, გაიქეცი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

კილიან მბაპე მომავალია. ფეხბურთის. საფრანგეთის. სპორტის. მაგარი ბიჭი მაგარი ფეხებით.

კილიან მბაპეს ფეხბურთი უყვარს და დეშამის იტალიურ, შედეგზე გათვლილ ფეხბურთში ის ანათებს.

მბაპე ჯერ პატარაა. უნდა ისწავლოს ზეწოლის ქვეშ თამაში და თუ 4 წლის შემდეგ არ იქნება მესივით უიმედო და ნეიმარივით კმაყოფილი, ბიჭი მართლა დიდი ფეხბურთელი გახდება.

პატარა კაცი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეც პოპულარული იყო და დღეს, ყველასთვის საოცნებო ახალგაზრდაა. მხოლოდ 19 წლის და უკვე მსოფლიოს ჩემპიონი.

მბაპე არ იყო დამოკიდებული პოგბას ელემენტარულ და ზუსტ პასზე. არც გრიზმანის სტანდარტულ ფეხბურთზე. არც დეშამის ჭადრაკზე. მბაპე საფრანგეთში ცალკე გუნდი იყო.

მბაპე გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა. კილიანი 19 წლის და 207 დღის იყო. მასზე ახალგაზრდა? 17 წლის და 249 დღის მარგალიტი, რომელიც მეფე გახდა. პელე.

მბაპე იღებს ბურთს და მის წინ დიდი სივრცე იხსნება. რომელსაც ბავშვი სხვაზე სწრაფად, სხვაზე ელეგანტურად, სხვაზე მოქნილად დაფარავს და ათიდან ცხრა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩება. მბაპემ ჯერ ვერ დაამუღამა წაგება. დეშამთან ერთად გაუჭირდება.

ფეხბურთის უსაინ ბოლტი. ფეხბურთის დონოვან მიტჩელი. ფეხბურთის მაიკლ ფელპსი.

და რა უხერხულია, როდესაც მპაბეს და გრიზმანს ადარებენ. „ატლეტიკოს“ ფორვარდი არის ძალიან კარგი თავდამსხმელი, რომელიც იზრდებოდა კონსპექტებით და თამაშობს სქემებით. მბაპე თამაშობს ემოციით, ლტოლვით, ღიმილით. გრიზმანი დაძაბული და კონცენტრირებულია. მბაპე - ბედნიერი.

რუსეთში მბაპე იყო ბობ მარლის გასული ჰანგები. რუსეთში მბაპემ ახალი ფეხბურთი ითამაშა. იდგა, იდგა ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ, არგენტინასთან გაიქცა. სამპაოლი ვერ მიხვდა, რა უნდოდა ამ ონავარ ბიჭუნას. და მესის გული ეტკინა, რომ კილიანი არ არის არგენტინელი.

კრიშტიანო და მესი. მესი და კრიშტიანო. ორი ტიტანი. და მხოლოდ ერთი სანაკრებო ჯეკპოტი. რონალდუს ევრობონუსი 2 წლის წინ, როდესაც კრიშტიანუმ ფინალში ვერ იყომარა და ჩემპიონი მაინც პორტუგალია გახდა. საფრანგეთთან. კრიშტიანუ ეგრევე აილეწა. და იმ ფინალში მბაპე ჯერ არ იყო. პატარა გენისოსი ლეგოთი თამაშობდა. და ახალ ფიგურას აწყობდა.

რუსეთში მბაპემ 4 გოლი გაიტანა. რუსეთში მბაპე ცივი და მეტრონომივით სწორი საფრანგეთის სასიამოვნო არითმია იყო. ბურთს იღებს მპაბე და დეშამიც ეგრევე დავს ამბობდა. და სხვები წვებოდნენ. ან - მბაპე აწვენდა.

ბიჭი 160 მილიონ ევროდ „მონაკოდან“ პსჟ-ში გადავიდა. დიდი კუშია. დიდი ბიჭისთვის. მბაპეს გუნდში არის ყველაზე ელეგანტური პანკი-მსახიობი ნეიმარი. მბაპეს გუნდში არიან მოედანს მიღმა საკუთარ თავში დარწმუნებული და მოედანზე აჭრილი სხვა მილიონერებიც. და პსჟ-ს მაგრად გაუჭირდება პატარა ფრანგის შენარჩუნება. „რეალმა“ უკვე გახსნა საფულე. იუდაც მალე დაიწყებს მოლაპარაკებას.

რიო ფერდინანდმა მბაპეში მესის და რონალდუს შემცვლელი დაინახა. რიო ჭკვიანი კაცია. საოცარი მცველი გახდა კარგი ანალიტიკოსი და თამაშს ზუსტად და ლაკონურად არჩევს. რიოს ვენდობით. მბაპესაც.

ეს საფრანგეთი ჯერ მხოლოდ იწყებს. გრიზმანი ამ გუნდის ვეტერანია და ის 27 წლის არის. სხვები დასაპურებელი ბალღები არიან. რომლებსაც დეშამი სხვის პატივისცემას ასწავლის და სხვის რიდს წაართმევს. დეშამმა ეს იცის. „იუვენტუსის“ სკოლაში მარჩელო ლიპისთან დადიოდა.

საფრანგეთის ნაკრები ოჯახია. სადაც პოგბა უფროსი ძმის ფუნქციებს ასრულებს. ჩავა, სათქმელს იტყვის, ყველას დაელაპარაკება და ახალგაზრდებს ჭკუას დაარიგებს. სადაც ლორისმა ერთი მაგარი იაღლიში ყოველთვის უნდა დაუშვას, რომ ახალი მოტივაციით დაბრუნდეს. სადაც ჟირუ ყოველთვის ზედმეტია და მაინც თამაშობს. სადაც კილიან მბაპე დარბის.

საფრანგეთი 8 წლის წინ მსოფლიოზე დაიშალა. დეშამმა შეკრა ეს ნაკრები. საფრანგეთზე ახალგაზრდა ჩემპიონი მხოლოდ 1958 წლის ბრაზილია იყო. საფრანგეთი შეიძლება ახალი ესპანეთი გახდეს და ინერციით, კიდევ რამდენიმე დიდი ტურნირი წამოიღოს. პოგბა მხოლოდ 25 წლის არის. დემბელე, ლემარი, პავარი, ერნანდესი დამწყებ ოციანებში ზიან. გუნდი-მომავალი. გუნდი-მოსნტრი.

ამ გუნდში არის კილიან მბაპე.

ბავშვი, რომელიც გარბის. როგორც ფორესტ გამპი.

გაიქეცი, კილიან, გაიქეცი. შენი ფეხებით ჩემს ფეხებს დაგეწევიან.

ეს მბაპეა.

ზურა თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.1136
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X