"რომას" სპორტულმა დირექტორმა მონკიმ განაცხადა, რომ ალისონის გადასაბირებლად ჯერ არცერთ კლუბს მიუმართავს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარით "ჩელსი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებულები, თუმცა როგორც ირკვევა კლუბები არ აქტიურობენ.
"როგორც ფლორენცის შესახებ გვაქვს არანაირი წინადადება, ასეთი სიტუაციაა ალისონზეც. სანამ წინადადებით არ მოგვმართავენ, მანამდე სატრანსფერო ფასის შესახებ არც კი ვიფიქრებთ. ალისონი ახლა ისვენებს და გუნდს წინასასეზონო მზადების პერიოდში შეუერთდება." - განაცხადა მონკიმ.
"რომამ" ალისონი 2016 წელს "ინტერნასიონალიდან" დაიმატა. გასულ სეზონში ბრაზილიის ნაკრების მეკარემ 49 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 47 გოლი და 22 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ალისონის სატრანსფერო ღირებულება 2017/18 წლების სეზონში 7-დან 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა.