ფეხბურთი

13:37 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" დი ფრანჩესკოს გაუხანგრძლივა

იტალიურმა “რომამ” მთავარ მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს ნდობა გამოუცხადა და კონტრაქტი 2020 წლამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას “ჯალოროსის” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

“მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებ “რომაში” მუშაობას. ვამაყობ, რომ კლუბი მენდობა და ვეცდები, რომ დავაკმაყოფილო მათი მოთხოვნები და ჩვენი გასაოცარი გულშემატკივრის იმედი გავამართლო”, - თქვა დი ფრანჩესკომ.

ეუსებიო დი ფრანჩესკომ “რომა” ერთი წლის ჩაიბარა. პირველივე სეზონში 48 წლის სპეციალისტმა დედაქალაქური გუნდი იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზე, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გაიყვანა.

0.116712