ფეხბურთი

1:30 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილი: "ავწევთ თავებს და ერთად ვიბრძოლებთ!"

საქართველოს ნაკრებისა და “სარაგოსას” შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა “ნუმანსიასთან” (1:2) მტკივნეული მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ეს წაგება “სარაგოსას” გააძლიერებს:

“ძალიან ვწუხვარ “სარაგოსელო” მეგობრებო, ჩვენი ოცნება არ ახდა, მაგრამ ძალიან ვამაყობ თქვენი მხარდაჭერით, რომელიც მოგვეცით. ამან უნდა გვაიძულოს, რომ გავძლიერდეთ წარმატების გზაზე, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებს.

ჩვენ ავწევთ თავებს და ერთად ვიბრძოლებთ! მიყვარხართ”, - დაწერა პაპუნაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ “სარაგოსამ” ლა ლიგაში გადასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალურ სტადიაზე “ნუმანსიასთან” ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგო, ხოლო გადამწყვეტი თამაში მშობლიურ არენაზე დათმო – 1:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11314