საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დავით ქევხიშვილმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს, როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას. პატივისცემით, დავით ქევხიშვილი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქვეხიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.
ქართული ძიუდო ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორ ნაწილადაა გაყოფილი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა აპრილის ბოლოს გამართული წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს და ნაკრების წევრთა უმეტესობამ პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტა. დავით ქევხიშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა და მას ნდობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შექმნილმა კომისიამაც გამოუცხადა, მაგრამ 31 მაისის ღამეს მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ დაიჭრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთი წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი იოსებ წელაური. სამართალდამცავებმა იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავა ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ლევან ჟორჟოლიანი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის ადგილზე დავით ქევხიშვილიც იმყოფებოდა.
დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას სათავეში 2012 წლის დეკემბრიდან ედგა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ან ევროპა :დ
ევროპა იყო უკვე.
მსოფლიო როდისაა :დ
სექტემბერში
რა ხდება აქ როდისაა კაი ტურნირი :დ
ოქროების წვიმას რაც შეეხება, რა თქმა უნდა ალბათ არ წამოვა, ჩვენებს ფსიქოლოგიურად ისედაც უჭირთ და ეხლა დამატებითი წნეხის ქვეშაც იქნებიან.
ეს გარდაუვალი იყო თუმცა არა გამოსავალი. ამის შემდეგ გამოჩნდება ვინ რის გამკეთებელია. ჩემის აზრით ახლიდანაა დასაკომპლექტებელი ნაკრები და აქცენთი ძირითადად ახალგაზრდებზე უნდა გაკეტდეს. ამასთანავე მოქმედ სპორტსმენებს უნდა აეკრძალოთ ყოველგვარი ბოიკოტის გამოხატვა. პრობლემებზე ღიად უნდა ილაპარაკონ მწვრთნელებმა ტომლებიც ამ შემთხვევაში დუმდნენ და შეგირდები წინ გაუშვეს რაც ძალიან არავაჟკაცურია. წარმატებებს ვუსურვებ ძიუდოს ოჯახს.
მწვრთნელები არ ილაპარაკებენ სპორტსმენების პირად პრობლემებზე, იმიტომ რომ მწვრთნელი პრეზიდენტის მარჯვენა ხელია. მაგას თავისი ხელფასი აქვს და მიზანი შესასრულებელი, ეგაა მაგისი პრობლემა, მითხარით შემთხვევა საქართველოში სადაც მწვრთნელი გამოვიდა და თქვა რომ პრეზიდენტი არ ვარგა, ბიჭებს ჩაგრავსო.
სპორტსმენები არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ უფლებები გააპროტესტონ თუ უხეშად ირღვევა მაგათი უფლებები.
კი მარა ამდენი ხანი რომ ირღვეოდა სად იყვნენ აქამდე?
მაგაში ასპროცენტიანი ხარ, ეგ კითხვა მეც მიჩნდება.
თენგაბი (140) პასუხი
რაგბის, ძალოსნობის ფედერაციაში და კიდევ რიგ ფედერაციებში, სადაც პატიოსნურად და კვალიფიციურად მუშაობენ, საქმე წინ მიდის და შედეგებიც არის. იქ სადაც ფედერაცია ფულის საშოვნი ცეხია, ტრადიციულად გამართული სახეობები ჩაკვდა.
ფეხბურთისგან განსხვავებით ამათ იმხელა დაფინანსება არ აქვთ, თორე მაგმდენი რომ ჰქონდეთ აქაც გაჩნდებოდნენ ფულის მჭამელები და მაშინაც თუ იტყოდი პატიოსნად მუშაობენო. თანაც ფეხბურთისგან განსხვავებით აქ მასშტაბურობა არ არის და ამ ორ სპორტის სახეობას არ ეტანებიან
რა გინდა თქვა რომ რაგბიში მაშტაბურობა არ არის?
#1 სპორტის დღეს საქართველოში
ეხლა სად უფრო მეტი ბავშვი შედის ეგ არ ვიცი მაგრამ ზოგადად ვამბობ ფეხბურთი უფრო მასშტაბურია ვიდრე რაგბი და ეს ფულისმჭამელი ხალხი რა თქმა უნდა რაგბს არ მიეტანებიან. აბა ფეხბურთივით მასშტაბური და კაი დაფინანსება იყოს კარგად ვნახავდით რომ რაგბსაც მიეტმასნებოდნენ
წელიწადის და ცოტა მეტის მერე რა ხდება? ცირეკიძის დანიშვნის მერე დღეს რას ვიტყვით შეიცვალა რამე?
tiko (5540) პასუხი
რახან ტიტულოვანები არიან მაგიტომ ყველაფერია მაგათთვისდასაშვები?
ფაქტია ჩვენთან ასეა. რატომღაც ბოლომდე პრინციპულები არ ვართ და და იციან რომ გაუვათ.
აწი თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძე და პრეზიდენტი არ მოგეწონება შეგიძლია პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვო
სამწუხაროდ ასეა დღევანდელ საქართველოში ხალხის უმეტესობას აზროვნების პრობლემა აქვს და პიროვნულად ვინც მოწონთ იმათი ტყუილიც ჯერათ. ამ კონკრეტულ სიტუაციას არ ეხება ეს მხოლოდ ზოგადად ასეა, დააკვირდით ნაცების მომხრეებს ნაცები ეჩვენებათ ანგელოზები და ხალხის ხოცვასაც კი გამართლებას უძებნიან, ანალოგიურად იქცევიან ოცნების მომხრეები
+1
რეალურად ნაცებმაც და ქოცებმაც ბევრ საკითხში ვერ ივარგეს მაგრამ იყო გარკველი საკითხები სადაც ნორმალურად გაართვეს თავი, მაგრამ ჯერ არ მახსოვს ადამიანი რომელსაც ეს ეთქვას ტელევიზიით, ან ყველაფერში ლანძღავენ ან ყველაფერში ამართლებენ. ჩვენი ხალხის პრობლემა არჩევნებში დაფიქსირებული შედეგიდანაც ჩანს, მაგალითად მოგწონს ოცნება და მიეცი ხმა, მაგრამ სასტიკათ არ მოსწონთ ოცნების მაჟორიტარი თუმცა მაინც აძლევენ მასაც ხმას იმიტომ რომ ოცნების მომხრეა ესაა მონური დამოკიდებულება და დამღუპველია
+1
კორნი, შეურაწყხოფის ენით ვინც გადმოდის ის ვერაა ადეკვატური და ესეთ ადამიანს არც ვუპასუხებ.
ვინც უზნაძეს მისტირის და ქევხიშვილს მისი გათავისუფლების გამო ადანაშაულებს, შეგახსენებთ რომ 2016-ის რიოს ოლიმპიადის დასრულებიდან მალევე გადააყენეს და ამას დიდი უკმაყოფილება არ გამოუწვევია არც ძიუდოისტთა წრეში, არც გულშემატკივრებში. რიოში ჩვენმა ძიუდოისტებმა ოქრო ვერ აიღეს და ბუნებრივია უზნაძესაც არავინ "ჩაჰყვებოდა საფლავში".
აგერ აქაური სტატია მაგ თემაზე და კომენტარებშიც ჩანს, რომ ქევხიშვილს მაინცდამაინც არავინ ამტყუნებს.
0?'>https://worldsport.ge/ge/page/145322_dziudoistta-sakadro-anonsi-irakli-uznadzes-irakli-cirekidze-shecvlis':'>https://worldsport.ge/ge/page/145322_dziudoistta-sakadro-anonsi-irakli-uznadzes-irakli-cirekidze-shecvlis'))
მოკლედ ჩემი აზრით ყველა ნეიტრალური გულშემატკივარი გულით ბიჭებისკენ იყო მაგრამ ტვინით ქევხიშვილს ამართლებდა, და რეალურად ფაქტია რომ უმეტესობამ გულს მოუსმინა. არ ვიცი რომელია სწორი დრო გვიჩვენებს
choloka-ს ვეთანხმები, პრემიები და ბონუსები შედეგების მიხედვით. და რაც მთავარია, ფედერაციის საქმიანობა და მათ შორის Fინანსების ხარჯვა უნდა იყოს გამჭვირვალე. სადაც დამალულ, დაფარულია იგიც იმიტომ რომ უკეთურობას აქვს ადგილი, თორემ წესიერ საქმეს რად უნდა დამალვა. აქედან გამომდინარე არც გული დაწყდება ვინმეს და კონფლიქტიც ნაკლები იქნება.
რაც შეეხება გულშემატკივრობას, შეეშვით ბავშვურ ბუტიაობას - ყველას ვუგულშემატკივრებთ ვინც თავისი ჭიდაობით საქართველოს სახელს, ხოლო გულშემატკივარს სიხარულს მიანიჭებს.
ზუსტადაც რომ მაგათ ქომაგობაში ვეღარ შევძლებ, მარტო შავდათუაშვილის
სანამ ჩოჩელი იქნება სპონსორი,სანამ ქართული ძიუდოს მუშკეტერებს(ლიპო,ადამა,ჭრიკი) სურთ ჩოჩელის ფულები მაინც მჯერა რო წინსვლა იქნება აი თუ ჩოჩელიც მოინელეს ერთი დიდი საბოტაჟით მერე მართლა უფსკრული გამოჩნდება


ჩოჩელი ხო ერთი გაქსუებული ბიზნესმენია ლიპო-ჭრიკი-ადამა კი მუშკეტერები,მედლებით შეიარაღებულები იასნია უფრო დიდი ავტორიტეტი ლიპოა ცხვრებისთვის ვიდრე ქევხიშვილი ან ჩოჩელი ეგაა განსხვავება იმ კომენტარების რაზეც შენ აპელირებ
mindia (2270)ჩოჩელის მიმართ რო დაიწყონ საბოტაჟი ცოტა ხანში შენ ცხარივით საითაც გაგიძხვება მუშკეტერები იქით გაყვები?
საერთასშორისო ძიუდოსფედერაცია ნეტა რასმოიმოქმედებს?
ჩემი აზრით ამის მერე ძალინ ძალიან ჩაიძირება ქალთა ძიუდო ,ამათ ვიღა გამოუყოფს თანხას ან იმ პატარა ძიუდოისტებს , არა მგონია იმდაფინანსებამ კიდე იარსებოს
აქ არისკომენტარები რომ ოქროების წვიმა წამოვა,, დაელოდეთთთთთთთთთთთ, ვინ ვაარჯიშობდა შავი, მარგველა, ბექაიმათ შეიძლება დადონ შედექი,ამათიი კი რა გითხრათ, ამათი ეპოქა დამთავრდა,ზოგისკი დამთავრებული იყო
ხოდა მოვითხოვოთ მხოლოდ დადებით შედეგად ფინალის ჭიდაობა,ყველა ტურნირის შედეგების მიხედვით მოხდეს სპორტსმენების დაფინანსების განსაზღვრა
ჩემი სამსახურის გადამკიდე იშვიათად მრჩება თავისუფალი დრო, მაგრამ ყოველი შესაძლებლობის გაჩენისას სიამოვნებით შემოვდივარ ამ საიტზე. ჯერ ერთი, ბევრი კომპეტენტური და კვალიფიციური ხალხი პოსტავს და უმრავლეს შემთხვევაში თავისუფალი აზრის დინება, რაც ობიექტურობის წინაპირობაა. მეორეც, მადლობა უნდა ვუთხრათ საიტის შემქმნელებსაც, რომ ტექნიკურად გამართული, ოპერატიული და ცენზურისაგან თავისუფალი სივრცე შექმნეს. ერთადერთი აკრძალვა ბილწსიტყვაობას ეხება და ამაში მეც ვუჭერ მხარს.
ახლა რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციას. უნდა მოხდეს ღირსეული და მართვის უნარის მქონე პიროვნების არჩევა. არჩევნებში უნდა გამოირიცხოს ნომენკლატურის ჩარევა, თორემ მერე ნახე ფულის კეთება. პირველ რიგში, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ დარგის ავტორიტეტულმა სპეციალისტებმა, ვისაც ესმის ეს საქმე. მერე მწვრთნელებმა და სპორცმენებმა, ვის მხრებზეც გადადის მთელი ეს სიმძიმე და აუცილებლად უნდა იქნეს წარმოდგენილი ძიუდოს გულშემატკივარიც. ძიუდო ხალხისთვისაა და საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს. სხვანაირად, ერთი ანდაზის არ იყოს - უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან.
რაგბის, ძალოსნობის ფედერაციაში და კიდევ რიგ ფედერაციებში, სადაც პატიოსნურად და კვალიფიციურად მუშაობენ, საქმე წინ მიდის და შედეგებიც არის. იქ სადაც ფედერაცია ფულის საშოვნი ცეხია, ტრადიციულად გამართული სახეობები ჩაკვდა.
პანტელეიმონ არაა იდენტიფიცირება მთლად მასე, არის ფეისბუქ სპორტული გვერდები, სხვა სპორტული საიტები სადაც ცალსახად იკვეთება სპორტსმენების მხარდაჭერთა უმრავლესობა. მიუხედავად ამ ციფრის გვერდზე არ ყოფნისა, ბევრია ისეთი ვინც მარტივად ცნობადია იმათთვის ვინც სპორტულ გვერდებზე აქტიურობს (ჩემთვის).
ამ დავაში სპორტსმენების პოზიცია არ იყო მყარი(ჩემი აზრით), მაგრამ ჟორჟოლიანის გასროლილმა ტყვიამ ქევხიშვილი შეიწირა...ისევ შინაურის უპასუხისმგებლობა თუ გაგწირავს, თორემ აქამდე მყარად იჯდა სავარძელში(სამინისტრომაც და კომისიამაც ქევხიშვილი გაამართლა)... როგორც იტყვიან ფინიტა ლა კომედია...
პირადად მე ამის მერე როგორ და რანაირად უნდა განვეწყო ძიუდოს საგულშემატკივროდ არ ვიცი, ბუნდოვანია ჯერჯერობით ყველაფერი.
+1
ქვემოთ გამოთქვეს გვიკვირსო სპორტულ საიტებზე განსვავებული პოზოციები ფიქსირდებაო, შევეცდები ავხსნა რატომ ხდება ესე; დააკვირდით რა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა /www.worldsport.ge-ს და sportall.ge-ს შორის - მსოფლიო სპორტზე ყველა ჩვენგანის ნიკის გვერდით ფრჩხილებში მოცემულია ვინ რამდენჯერ დებს კომენტარს, აქ ჩვენ წლებია ვაკომენტარებთ ამა თუ იმ საკითხზე და ერთმანეთს დაუსწრებლად კარგათ ვიცნობთ და ჩამოყალიბებული პოზიციები გვაქვს ბევრ საკითხზე. ასე რომ ადვილად ვცნობთ nogela-ს ნაირ 3 კომენტარიან ტიპაჟებს (მე არ ვკადრებ რომ ტროლია), რომელთაც ამ საიტზე ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
სპორტალზე სხვანაირად ხდება, იქ ამა თუ იმ საკითხზე პოლემიკის დროს რეგისტრირდება დაინტერესებული პიროვნება, დებს მიკერძოებულ კომენტარს და იქმნება ფონი, რომ მთლიანად საიტის უმრავლესობა უჭერს ამა თუ იმ პოზიას მხარს.
გეთანხმები 100 %-ით
ისე ლიპარტელიანმა უნდა შეითავსოს ფედერაციის პრეზიდენტობა და პარალელურად მთავარი მწვრთნელობაც, იმიტომ რომ სხვას მაინც არ ექნება რეალური ძალაუფლება, მაგრამ თუ შედეგი ვერ დადო მაშინ რა ვქნათ აი საკითხავი ეს იქნება?! ჩვენ ვერ გადავაყენებთ, თვითონ დიდი ალბათობით არ გადაიყენებს თავს, მაგრამ მგონია არ დათანხმდება ფედერაციის პრეზიდენტობას და მწვრთნელობას, კულისებიდან ამჯობინებს მართვას, ამის შესანიშნავი მაგალითი გვაქვს და რატომაც არა წაუგებელი ვარიანტი, პასუხისმგებელი არაფერზე არ იქნება. ისე ერთი კითხვა მაქვს სერიოზულად მათთან, თუ საქმე უარესობისკენ წავიდა და წინსვლის მაგივრად უკან წავიდა ჩვენი ძიუდო პასუხისმგებლობას ვინ აიღებს საკუთარ თავზე?
აი ქოცები რო ჩასვრას ნაცების გაფუჭებით ხსნიან 6 წელი თითქმის უკვე და ამდენი ხანი ვერ გამოსწორდა იმათი გაფუჭებული აქაც 6 წელი ქევხოს გაფუჭებული საქმეებით უნდა მოვეკიდოთ გაგებით მედლების ვერ აღებას?
ისიც საინტერესოა ჭრიკის ცოლი ხო არ გახდება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი. ლომის წყვილი მიუძღვის "ძიუდოს გადარVენაში" DDDDDD მაგის პოსტები ძიუდოს გადარჩენის ქომაგობაში ლონდარიძე პირსახოცის ქნევას უტოლდება DDDDDDDDD
ეგ აზრი მეც დამებადა, კულტურულად მიანიშნეს ზედმეტად არ ეაქტიურა ამით საკუთარ მეუღლის ავტორიტეტს აყენებდა ჩრდილს და მაინც ვერ გააჩერეს. ეხლა ძალიან მაინტერესებს მსოფლიოზე წასვლის კანდიდატებს ვინ შეარჩევს? მე ვიცი მაგარი ტრაგი-კომედიების მომსწრენი გავხდებით და ისევ ისინი დაიჩაგრებიან ვინც მათ გვერდში დაუდგა (ახალგაზრდებს ვგულისხმობ, კირაკოზა, ნაგლიაშვილი და სხვები).
ვსიო 3 ოქრო გარანტირებული გვაქ მთავარია კრიმინალი ქევხიშვილი წავიდა ეხლა ვინღა გააჩერებს ქართული ძიუდოს გადამრჩენ სამ მუშკეტერს(ლიპო-ჭრიკი-ადამა)დარტანიანიც ხო ყავთ (ზვიადაური)

ვსიო ეხა წამოვა ოქროები 3 კილო ლარად.




ვაი ამათ პარტონს ლოზუნგი ხო ეგ ქონდათ გადავრჩინოთ ქართული ძიუდოო



ვაბშე გავაციმბიროთ არა დავხვრიტოთ ეგ ჯობია,სოფლის ქალების ჭორაობაში მოსმენილი ბრალდებებს აძრობდნენ კიმონოებს არ გვაძლევდნენო
ატკატებს გვახევდნენო არადა თურმე ეგ ვითომ ატკატი თურმე საკუთარი ნებით გაუციათ თან ხელიც მოუწერიათ უწყისზე
გადარჩა ქართულიო ძიუდო
კომენტარები იჩითება ვაბშე დავიჭიროთო
გამოვდივარ მოთხოვნით დავხვრიტოთ ქევხიშვილი!!!
ვსიო ეხლა ნახეთ ოქროების წვიმა ბაქოში სუ ქართული ჰიმნი იქნება ჩართული
ისე პოლიტიკოსების ასაკმა უწიათ და ბარემ შეშვებოდნენ აქტიურ სპორტს და თავად ეყარათ კენჭი მარა ეგრე დაიწვება დვიჟენია მოიცდიან კიდე ერთი 4 წელი თან ჯიბესაც გაისქელებენ ამ 4 წელში,არა ბიჭო და ვინმემ რამე უთხრას ეგრევე საბოტაჟი
ისე მემგონი მიტინგმაც იმოქმედა ქევხიშვილის გადადგოიმაზე არაა გამორიცხული ზემოდან უთხრეს გადადექი და დავაწყნაროტ ძიუდოისტები თორემ შეიძლება ესენიც შეუერთდნენ სარალიძის მიტინგსო
სავარაუდოდ ზუსტად ეგრე იყო
ასე ბრმად რატომ გჯერათ?
დამთავრდა ამათი ჭიდაობა, დროა აწი პოლიტიკაში წავიდნენ, დიდი მომავალი აქვთ...
მერე რომ დაემსგავსებიან იმათ ვინც დაწერილსაც რომ ვერ კითხულობენ ზოგჯერ?
ერთი ის მაინტერესებს ვინც დისკვალიფიკაციას ითხოვს,რამდენის სახელი და გვარია დ.ქევხიშვილი)?)ირაკლი უზნაძეს კომპეტენტურობას რომ ეჭვქვეშ დააყენებ იქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია!! პროტესტის ფორმა არც მე მომეწონა,მაგრამ იმის მჯერა რომ სხვა გზა არ დაუტოვეს ამ ბიჭებს!
გადადგომა არ კმარა...თუ დამნაშავეა შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
stripslashes((strlen('https://coub.com/view/hrv1v')>0?'https://coub.com/view/hrv1v':'https://coub.com/view/hrv1v'))
და რა მაინტერესებს, რამდენი ჩაჟმა უნდა გაუპრავდეს ლიპოს და ჭრიკის ამ წელთაღრიცხვის მოყოლებული
ალბათ სულ იმიტომ რომ ტიტულოვანი სპორტსმენები არიან
რახან ტიტულოვანები არიან მაგიტომ ყველაფერია მაგათთვისდასაშვები?
სიმპატიებს რაც შეეხება მემგონი ვარლამი ძიუდოს გულშემატკივრებს ათასჯერ მეტად უყვართ ვიდრე ნებისმიერი პრეზიდენტი, მაგრამ აქ სხვა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი. როცა სპორცმენები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ ეს არის ისეთი შემთხვევა რომ ამ დროს ეს ახსნილი უნდა იყოს მკაფიოთ, თორე ნებისმიერ დროს შეიძლება შეთანხმდეს სპორცემენბის გარკვეული ჯგუფი და გადააყენონ პრეზიდენტი ამით მაგათ პრივილეგიები მიეცემათ და ნაკრებში ახალ სპრორცმენებს მოხვედრა გაუჭირდებათ. ამათმა რა პრეტენზიებიც წამოაყენეს ვერაფერი ვერ დაადასტურეს. ყველაფერზე პასუხი გასცა ქევხიშვილმა საჯაროდ
+1 მთალად მართალი არც ქევხიშვილი იქნებოდა მაგრამ საერთო ჯამში ის მიიღეს რომ ძიუდოს მიმართ ბევრ გულშემატკივარს მუღამი დაუკარგეს, და ამასტანავე დაამკვიდრეს პრეცენდენტი რომ თუ ვინმე არ მოეწონებათ გამოვლენ სახელოვანი სპორცმენები და გადააყენებენ ანუ სახელები და ტიტულები სიმართლეზე წინ დგას სამწუხაროთ
ეხლა რამდენჯერაც ცუდ ხასიათზე გაიგვიძებენ იმდენჯერ პრეზიდენტი უნდა გადააყენონ? ეხლა ასე ჩანს. ჩვენი ტრაგედიაც ეგაა რომ ეს აზრი მუსირებს ესენი რომ წავიდნენ ამაზე უკეთესები ვინ გვყავს და ამიტომ ყველაფერზე შეგვიძლია თვალის დახუჭვა. დაბლა ვიღაცამ თქვა ეხლა ოქროები რომ ავიღოთ ეს ყველაფერი ხალხს დაავიწყდებაო. საქმე იმით კი არ გავარჩიოთ მეორე მხარეს ტიტულოვანი სპორტსმენები დგანან თუ არა. თუ ტიტულოვნები დგანან მაშინ იმათ მხარეს ვარ და თუ არ დგანან მაშინ არა.
რაგბის კავშირის არჩევნები რომ იყო იქ პრეზიდენტის არჩევაზე აზრთასხვადასხვაობა იყო და პატარა დაპირისპირებაც იყო და ეხლა ყველა მორაგბე უნდა ამდგარიყვნენ და ეთქვათ თუ ამას არ აირჩევთ ვარჯიშებს შევწყვეტთ და აღარ ვითამაშებთო? ასე არ მოხდა და აქაც განა არ შეიძლებოდა ასე რომ მომხდარიყო? მაგრამ არა. ამბიციებმა იძალა
კი მახსოვს ეგ მომენტი და მაშინ რაგბისტები მართლა ღირსეულად გამოვიდნენ რთული სიტუციიდან და საბოლოოდ ამით ისევ თვითონ დარჩნენ მოგებული რადგან ხალხის სიყვარული არ დაკარგეს, რეალურად რაგბიზე არანაკლებ წარმატებულია კალათბურთი და ძიუდო მაგრამ ხალხს რაგბისტები უფრო უყვარს იმიტომ რომ არ ჩაჭრილან არასოდეს
"ეს რა ჭირი გვჭირს ტოო" ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში სპორტი და პოლიტიკა სინათლის წლითაა ერთმანეთისგან დაშორებული..... ჩვენთან პოლიტიკოსი ყოფილი სპორტცმენია და გავლენიანი სპორტცმენი მომავალი პოლიტიკოსი(ხშირ შემთხვევაში) სანამ ეს მიდგომა არ შეიცვლება არ იქნება სიკეთე ჩვრნ თავს!!!!
გილოცავთ სუყველას, ტროლებსაც მათ შორის. ნელ-ნელა ყველა ფედერაცია თუ უწყება უნდა გაიწმინდოს უსამართლობის და კრიმინალისაგან. მაშინ ექნება მომავალი ქვეყანას და რა თქმა უნდა სპორტსაც.
კი ჯიგარო ეგრეა
როცა გამალებული წმენდ რაღაცას, ეგეც ხომ ვარჯიშია ფაქტიურად 

მოსალოცი სულაც არაა და ამას თავისი ახსნაც აქვს
ზოგადად ჩვენი ხალხი ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევა და დასკვნები ისე გამოაქვთ როგორც აწყობთ ან ვინაა თორე რეალურად კი არა
სასწრაფოდ უნდა შეუწყდეს დაფინანსება ფეხბურთის ფედერაცია კლუბების დაფინანსებისთვის. დანარჩენი საქმიანობისთვის გამოყოფილი ფული პერმანენტულად შემცირდეს
ამის გადადგომით ძალიან ცუდი პრეცენდენტი მოხდა
უნდა დაიწყოს ძიუდოს ფედერაციის, რაგბის კავშირის და კიდევ უამრავი ფედერაციის დაფინანსების პერმანენტული შემცირება. მომდევნო ფედერაციის პრეზიდენტმა, კეთილი ინებოს და დაიეყოს ფიქრი ფულის მოზიდვაზე. უამრავი გზაა ამისთვის. ბიუჯეტიდან ფული უნდა შემცირდეს, რადგან მუქთია და არ იხარჯება ყაირათიანად
ასი წელი არ ვარ ქევხიშვილის დამცველი, კი პატივს ვცემდი როგორც ვეტერან სპორცმენს და ფგედერაციის პრეზიდენტს მაგრამ გაცილებით მეტ პატივს ვცემდი ჩვენს ძიუდოისტებს. უბრალოდ ჩვენ რასაც ვუყურებთ არ ჩანს ძიუდოისტების საქციელი ლამაზი და დასაბუთებული და ეს მალე შეიძლება უკან მოუტრიალდეთ.
მე რომ ვიყო ამათ ჯინაზე არ გადავდგებოდი
აბაა შენაირები ჯობია რა