ჩოგბურთი

13:30 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

12 წელიწადში პირველად

მსოფლიოს 28-ე ჩოგბურთელი პოლონელი აგნეშკა რადვანსკა 12 წელიწადში პირველად დიდი სლემის ტურნირზე ვერ ითამაშებს. აგა “როლან გაროსს” ზურგის ტრავმის გამო გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას რადვანსკას მწვრთნელი ავრცელებს.

აგნშკას დიდი სლემის ტურნირები 2006 წლიდან არ გამოუტოვებია. საუკეთესო შედეგი 2012 წლის უიმბლდონზე დაფიქსირა, მაშინ პოლონელი სერენა უილიამსთან ფინალში დამარცხდა.

საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ბადის თამაშები 27 მაისს დაიწყება და 10 ივნისს დასრულდება.

0.124923