ფეხბურთი

1:50 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

განაწყენებული სანდრო ვაგნერი და დასრულებული სანაკრებო კარიერა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა სანდრო ვაგნერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. Bild-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატის გაფართოებულ შემადგენლობაშიც არ გამოიძახა.

როგორც ჩანს, ვაგნერი განაწყენდა. საინტერესოა, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელისთვის “ბუნდესნაკრების” კარი ერთი წლის წინ გაიხსნა. ხსენებულ დროში მან გერმანიის ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოასწრო.

გასულ ზაფხულს კი, კონფედერაციათა თასიც მოიგო, სადაც ერთი თამაში ჩაატარა.

0.117255