ფეხბურთი

15:37 | 15.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი მუნდიალს უახლოვდება - გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, გერმანიის ნაკრების შემადგენლობა გაირკვა. იოაჰიმ ლიოვმა “ბუნდესნაკრებში” 27 ფეხბურთელს უხმო და თავდაპირველ შეკრებაზე მათ იახლებს.

საბოლოო გადაწყვტეილებას კი, ლიოვი ივნისის დასაწყისში მიიღებს და რუსეთში 23 ფეხბურთელს წაიყვანს.

ნუსხაში იმყოფებიან მანუელ ნოიერი და ჯერომ ბოატენგი, რომელთაც ტრავმები აწუხებთ და მუნდიალზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ შემადგენლობაშიც ვერ მოხვდნენ 2014 წლის მუნდიალის ფინალის გმირები - გოლის ავტორი მარიო გიოტცე და საგოლე პასის ავტორი ანდრე შურლე.

მეკარეები: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), ბერნდ ლენო (ლევერკუზენი), კევინ ტრაპი (პსჟ, საფრანგეთი)

მცველები: ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), მატიას გინტერი (გლადბახი), იონას ჰექტორი (კიოლნი), მატს ჰუმელსი (ბაიერნი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), მარვინ პლატენჰარდტი (ჰერტა), ანტონიო რუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკლას ზულე (ბაიერნი), ჯონათან ტაჰი (ლევერკუზენი)

ნახევარმცველები: ლეონ გორეცკა (შალკე), ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), სამი ხედირა (იუვენტუსი, იტალია), მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), ილქაი გუნდოგანი (სიტი, ინგლისი), იულიან დრაქსლერი (პსჟ, საფრანგეთი), სებასტიან რუდი (ბაიერნი)

თავდამსხმელები: ლეროი სანე (სიტი, ინგლისი), იულიან ბრანდტი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიფციგი), ტომას მიულერი (ბაიერნი), მარიო გომესი (შტუტგარტი), მარკო როისი (დორტმუნდი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი)

გერმანიის ნაკრების ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას მექსიკასთან (17 ივნისი), შვედეთთან (23 ივნისი) და სამხრეთ კორეასთან (27 ივნისი) მატჩებით დაიწყებს.

0.117182