მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.
ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 28 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. A ჯგუფის მონაწილეები უკვე წარგიდგინეთ.
ახლა ჯერი B ჯგუფზეა და თავდაპირველად პორტუგალიის ნაკრების შესახებ ვისაუბრებთ.
მონაწილეობა – 7
პორტუგალიის ნაკრებისთვის ეს სულ რაღაც მეშვიდე მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. საერთოდაც, 2002 წლამდე ლუზიტანელები მუნდიალზე იშვითად ხვდებოდნენ, მაგრამ 21-ე საუკუნეში მდგომარეობა შეიცვალა და ეს მიჯრით მეხუთე ასპარეზობა იქნება პლანეტის მთავარ პირველობაზე. პორტუგალიამ პირველად 1966 წელს უწია მუნდიალს და დღემდე ეს ტურნირი მისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა.
წინა 6 მუნდიალიდან პორტუგალიის შედეგები ასეთია: მესამე ადგილი, მეოთხე ადგილი, მერვედფინალი და სამჯერ ჯგუფში ჩარჩენა. მათ შორის, 2002 წელს სამხრეთ კორეა-იაპონიაში და ოთხი წლის წინ ბრაზილიაში.
საუკეთესო შედეგი – მესამე ადგილი (1966)
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პორტუგალიას დებიუტი ინგლისში, 1966 წელს ჰქონდა და სწორედ მაშინ დააფიქსირა პირადი საუკეთესო შედეგი, რომელიც დღემდე ძალაშია - მესამე ადგილი. ეუსებიოს მეთაურობით პორტუგალიელებმა ჯგუფური ეტაპი რიხით გაიარეს და სამივე თამაში ადვილად მოიგეს: უნგრეთთან (3:1), ბულგარეთთან (3:0) და მოქმედ ჩემპიონ ბრაზილიასთან (3:1). მეოთხედფინალში ჩრდილოეთ კორეა 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ის მუნდიალი ეუსებიოს გახლდათ. “შავმა პანტერამ” პოკერი შეასრულა და ბოლოს წერტილი ჟოზე აუგუსტომ დასვა. პორტუგალიამ 5:3 გაიმარჯვა და ნახევარფინალში მასპინძელ ინგლისზე გაიწია. ეუსებიომ ისევ გაიტანა, მაგრამ ბობი ჩარლტონის დუბლი ვერ გადაფარა და ლუზიტანელებს ფინალის ნაცვლად მცირე ფინალში მოუწიათ თამაში, სადაც ეუსებიოსა და ტორესის გოლებით საბჭოთა კავშირი 2:1 დაამარცხა. მესამე ადგილი – ეს ჩინებული შედეგი გახლდათ დებიუტანტი ნაკრებისთვის, მაგრამ ეუსებიო მაინც მეტს იმსახურებდა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 9 გოლით.
საუკეთესო შედეგი არ ყოფილა, მაგრამ მაინც უნდა გამოვყოთ 2006 წლის პირველობა. გერმანიაში პორტუგალია ნახევარფინალამდე მშვენივრად მივიდა (პლეი-ოფში ჰოლანდია და ინგლისი დაამარცხა), მაგრამ საუკეთესო ოთხეულში ყველაზე სუსტი აღმოჩნდა. ჯერ საფრანგეთთან წააგო (0:1), მერე მასპინძელ გერმანიასთან (1:3).
გზა რუსეთამდე
მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა რუსეთისკენ სვლა მარცხით დაიწყო. ეს, ბაზელში მოხდა შვეიცარიასთან. თუმცა, შემდეგ ყველაფერი დიდებულად წარიმართა და ფერნანდუ სანტუშიც გუნდმა დარჩენილი 9 მატჩიდან ქულათა მაქსიმუმი გამოადნო. საბოლოოდ მასთან ერთად 27 ქულა დააგროვა შვეიცარიის ნაკრებმაც, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსის გამო რონალდუ და კომპანიას ერგო პირველი ადგილი.
გადამწყვეტი გამოდგა ბოლო ტურის მატჩი, რომელიც ლისაბონში პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის შედგა. მასპინძლებმა იოჰან ჯურუს ავტოგოლითა და ანდრე სილვას გოლებით დამაჯერებლად 2:0 მოიგეს და რუსეთის ბილეთები გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა.
მუნდიალზე გასავლელი გზა
15 ივნისი, 2018, სოჭი. პორტუგალია – ესპანეთი
ფერნანდუ სანტუშის გუნდისთვის მუნდიალი 15 ივნისს, სოჭში მეზობელ ესპანეთთან მატჩით დაიწყება. გუნდთან, რომელთანაც კარგი მოგონებები არ აკავშირებს. ისინი ერთმანეთს პირველად ჯერ კდიეც ლამის საუკუნის წინ, 1921 წელს შეხვდნენ და ამხანაგური მატჩი ესპანეთმა 3:1 მოიგო.
საერთოდაც, საწყისი 16 მატჩიდან ესპანეთი პორტგალიასთან დაუმარცხებელი იყო: 4 ფრე, 12 წაგება. ლუზიტანალებემა პირველი მატჩი 1947 წლის 26 იანვარს მოიგეს, როდესაც სპარინგში 4:1 სძლიეს.
1984 წელს, ევროპის ჩემპიონატზე გუნდები ფრეზე გაიყარნენ (1:1), ხოლო 2004 წელს, ასევე ევროფორუმზე პორტუგალიამ ლისაბონში 1:0 გაიმარჯვა. რვა წლის წინ, სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ამ გუნდთა გზა მერვედფინალში გადაიკვეთა და მომავალმა ჩემპიონმა ესპანეთმა დავიდ ვილიას გოლით მოიგო. ამ მატჩიდან ზუსტად ხუთ თვეში, სპარინგში პორტუგალიამ მწარე ალიყური აგემა პირინელებს და 4:0 გაანდგურა.
ბოლო დაპირისპირება კი, ყველაზე დრამატული გამოდგა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გუნდებმა გოლი 120 წუთის განმავლობაში ვერ შეადგეს. მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში კი გამარჯვება ესპანეთს დარჩა.
მთლიანობაში სტატისტიკა პორტუგალიისთვის სახარბიელო არ გახლავთ: 36 მატჩი, 6 მოგება, 12 ფრე, 18 წაგება. მოკლედ, სანტუშის ბიჭებს რევანშის აღებაზე ფიქრი მართებთ.
20 ივნისი, 2018, მოსკოვი. პორტუგალია – მაროკო
პორტუგალიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს მოსკოვში, მაროკოსთან ჩაატარებს. აფრიკელებთან ლუზიტანელებს უარყოფითი ბალანსი აქვთ: 1 მატჩი და 1 წაგება. ეს 1986 წელს, მექსიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. 11 ივნისს, მაროკოს ნაკრებმა იდეალური ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად იმარჯვა. ჟაირმა დუბლი შეასრულა, რასაც მერი კრიმაუს მესამე გოლიც მოჰყვა. პოტუგალია მატჩის მიწურულს დიამანტინოს პრესტიჟის გოლს დასჯერდა.
25 ივნისი, 2018, სარანსკი. ირანი – პორტუგალია
პორტუგალიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ირანთან მატჩით დაასრულებს, რომელსაც სარანსკი უმასპინძლებს. ევროპელები აზიელებს აქამდე ორჯერ შეხვედრილან და ორივე თამაში მოიგეს. პირველად ასეთი რამ 1972 წლის 14 ივნისს, ამხანაგურ მატჩში მოხდა. მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად კი, 12 წლის წინ. 2006 წლის 17 ივნისს, პორტუგალია და ირანი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ფრანკფურტში დეკუსა და კრიშტიანუ რონალდუ (პენალტი) პორტუგალიამ 2:0 გაიმარჯვა.
კონტიგენტი
პორტუგალიის ნაკრები საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და თამამად შეგვიძლია ფავორიტებს შორის მოვიხსენიოთ. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ კრიშტიანუ რონალდუა (მასზე უფრო ვრცლად ქვემოთ). თუმცა, სხვებიც არიან. მაგალითათ 16 ფეხბურთელი ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.
რაც მთავარია, სანტუშის გუნდი ყველა რგოლშია დაბალანსებული. უშუალოდ ფეხბურთელთა ჩამონათვალით არ შეგაწყენთ თავს. იმას გეტყვით, რომ ყველა ევროპის ტოპ ჩემპიონატებში თამაშობს ან პორტუგალიის მოწინავე გრანდებში. მოკლედ, სანტუშის განკარგულებაში ჩინებული გუნდია და რაც მთავარია, საკმაოდ ახალგაზრდულიც...
სავარაუდო შემადგენლობა
ვარსკვლავი
კრიშტიანუ რონალდუ – ამით ყველაფერია ნათქვამი. თანამედროვების გამორჩეული ფეხბურთელი და საერთოდაც, ბოლო ორი “ოქროს ბურთის” მფლობელი. კრიშტიანუ ახლა ზემოხსენებული ჯილდოს მეექვსედ მოსაპოვებლად მიიწევს. ვნახოთ რა გამოუვა, ეს დიდწილად მუნდიალზეც იქნება დამოკიდებული.
ბედის ირონიაა, მაგრამ ორი წლის პორტუგალიელთა ტრიმფში რონალდუს უდიდესი წვლილი არ დაუდია. თუმცა, უნგრეთთან ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი დუბლი შეასრულა. ფინალი კი, ახალი დაწყებული იყო, რომ დაშავდა. ისე, ორი აზრი არსებობს, რომ რონალდუ პორტუგალიის ნაკრების მთავარი ძრავია.
პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2003 წელს შედგა და იქედან მოყოლებული 149 მატჩში 81 გოლი გაიტანა. ბუნებრივია, ის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 33 წლის ფეხბურთელმა ფენომენალურად ითამაშა – 9 მატჩი, 15(!) გოლი. ახლა, უკვე მუნდიალზე უნდა დაეხმაროს სამშობლოს. სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონატზე რონალდუს დასამტკიცებელი ბევრი აქვს...
2006 წელს მოედანზე 6-ჯერ გავიდა და ოდენ ირანთან გატანილი პენალტით გამოირჩა. უფრო დასამხსოვრებელი იყო მეოთხედფინალში თანაკლუბელ უეინ რუნისთან მომხდარი ინციდენტი, რასაც ინგლისელის გაძევება მოჰყვა. სხვათა შორის, მაშინ, 21 წლის კრიშტიანუს ძალიან აკრიტიკებდნენ და საქციელს უწუნებდნენ. იმავე ინგლისთან კი, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა ზუსტად შეასრულა.
2010 წელს 4-ჯერ ითამაშა სამხრეთ აფრიკაში და ოდენ ჩრდილოეთ კორეის ნაკრები დაამწუხრა, ხოლო ოთხი წლის წინ სამ მატჩში ისევ ერთი გოლი გაიტანა (განასთან). საინტერესოა, გატეხავს თუ არა ნავსს “რეალის” ლიდერი და მუნდიალზე ერთ გოლიან ზღვარს გადალახავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრიშტიანუ ის ჯოკერია, რომელსაც ჯერ მუნდიალზე არ გადაუჯოკრავს...
მწვრთნელი
ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 2014 წელს ჩაიბარა. სამშობლოში მას შემდეგ გამოუცხადეს ნდობა, რაც ბრაზილიურ მუნდიალზე საბერძნეთის ნაკრები პლეი-ოფში გაიყვანა. არადა, იქამდე დიდად გამორჩეული კარიერა არ ჰქონია.
63 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა 1988 წელს მშობლიურ “ეშტორილში” დაიწყო, საიდანაც “ამადორა” ჩაიბარა. 1998-2001 წლებში კი, პორტუგალიური ფეხბურთის მეტრ “პორტუს” ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ სანტუშმა სამშობლო დატოვა და საბერძნეთში გადაბარგდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. ყველაფერი ათენის აეკ-იდან დაიწყო. მერე იყო “პანათინაიკოსი”, ისევ აეკ-ი, პაოკ-ი და საბერძნეთის ნაკრები (2010-2014). შუალედში ფერნანდუ “სპორტინგს” (2003-2004) და “ბენფიკას” (2006-2007) წვრთნიდა.
1999 წელს პორტუგალიის ჩემპიონი გახდა. ორჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი (1998, 1999) და ორჯერაც პორტუგალიის თასი (2000, 2001). 2002 წელს უკვე საბერძნეთის თასს დაეუფლა. ყველაზე დიდ წარმატებას კი, ორი წლის წინ მიაღწია და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ინდივიდუალურ დონეზე სანტუში 2016 წელს საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელად აღიარეს და ამასთან ევროპის საუკეთესოს წოდებაც მიენიჭა. გარდა ამისა, საბერძნეთში ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულსაც ფლობს (2000-2010).
პორტუგალია – ტიტულები
ევროპის ჩემპიონი (1): 2016
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არც მე არ მეგონა თუ ფიგუს რუი კოშტას და დეკუს პორტუალია ვერ მოიგებდა ვერაფერს და ახლა ეს გატყავებული პორტუგალია გახდებოდა ევროპის ჩემპიონი, მარტო რონალდუს ამარა ისიც ფინალში დაემტვრათ, მაგრამ სწორედ იმიტომ მოიგეს ასე ზერელედ რომ უყურებდნენ.
ასეთი სუსტი პორტუგალიის ნაკრები დიდი ხანია არ მახსოვს და ამ გუნდმა მოიგო ევროპა და შენს მიერ დასახელებულმა ძალიან ძლიერმა გუნდმა ვერაფერი მოიგოო. ჩემი აზრით მაქსიმუმი იყო პორტუგალიისთვის ის რაც გააკეთა და არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდები მსოფლიოზე ამ გუნდისგან
ავტორ, პორტუგალიამ პირენეელები დაამარცხაო რომ წერ, პორტუგალიაც პირენეია, ცნობისთვის
დააცადე ბოღმის დანთხევა "ავტორს"
საინტერესო იქნება ნამდვილად პორტუგალია და არგენტინა რო შეხვდენ ერთმანეთს.
რა იქნება საინტერესო?
მესი რონალდოს თემა მაქ აღარ იქნება. მესის გვერდით 3-4 ვარკვალავი ეყოლება მინიმუმ და რონალდოს გვერდით საუკეთესო ფეხბურთელი გადაბერებული პეპე იქნება
ამ შემადგენლობით გუნდი მაქსიმუმ მერვედფინალში უნდა გავიდეს.ცენტრ ფორვარდი არ ყავთ,ამ ადრიან სილვამ მილანშიც ვერ გაქაჩა.ჟოაო მარიუ ინტერმა საერთოდ არენდაში გაუშვა.პეპე და ფონტეზე ლაპარაკიც არ ღირს.გუნდში 1 ვარსკვლავია და ბერნარდუ სილვა,რომელსაც არც ვიცი ტოპ-ფეხბურთელი როგორ ვიწოდო
გუნდი არაა ცუდი მართლაც.. მაგრამ მე პირადად ამათ ვერ ჩავთვლი ტურნირის ფავორიტებად. 1/4 ფინალი ამათთვის მაქსიმუმად მიმაჩნია. ევროპაში ამათ ბევრი ნაკრები ჯობია.
1) საფრანგეთი.
2) გერმანია.
3) ესპანეთი.
ინგლის-ბელგიასაც კი ამათზე წინ დავაყენებდი პირადად ჩემი მოსაზრებით.
იქიდანაც ბრაზილია...
იმედია ლეოს არგენტინაც იტყვის თავის სიტყვას.
პორტუგალიას დაუბერდა ლიდერები. ეგეთი ანტი ფეხბურთით რაც ევროპა მოიგეს (ალბათ მაგაზე "ანტი" ისევ თავიანთ ქვეყანაში ჩატარებული ევრო თუ იყო) ახლა შორს ვერ წავლენ.
ესპანეთთან უნდა ეცადონ მოგებას. (ირან-მაროკოს ეჭვგარეშეა) რადგან ჯგუფში პირველით გავიდნენ თორემ სხვა შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეხვდება პირველადგილოსანი და 1/4 ფინალიც სანატრელი ექნებათ.
სხვებს არვიცი მარა არგენტინა და პირდად მესი რო დაბომბავს პორტუგალიას ეგ ვიცი

კარგი გუნდია ფავოროტად დასახელება რთულია მაგრამ არაფერია გამორიცხული
ხარისხიანი და მებრძოლი გუნდი ჰყავთ ლუზიტანებს, ევროპის ჩემპიონობაც ბრძოლით და ჭიდაობით მოიპოვეს. ვფიქრობ რუსეთის მოედნებზეც გამოიჩენენ ფხას - ამის ამბიცია უეჭველი ექნებათ.
რაც შეეხება რონალდუს. მსოფლიო ჩემპიონატებზე ჯერ არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია. თუმცა წინა სამ მუნდიალზე აქვს თითო გოლი გატანილი და თუ აქაც გაიტანს (რა თქმა უნდა გაიტანს), პელეს და კლოზეს შემდეგ გახდება მესამე ფეხბურთელი, ვისაც ოთხ სხვადასხვა მსოფლიოზე გოლით გამოუჩენია თავი.
2004 წლის ევროპაზე პორტუგალიაში რონიმ ძალიან მაგრად ითამაშა და ევროპის ჩმეპიონატის აღმოჩენა იყო ჩემს საყვარელ გუნდსაც გაუტანა ნახევარფინალში და ჩემპიონატს გამოთიშა 2006 წლის მსოფლიოზეც რონიმ ძალიან მაგრად ითამაშა ჰოლანდიასთან და ინგლისთან მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაიაზე იყო წარდგენილი მაგრამ რუნისთან იციდენტმა იმოქმედა და საბოლოდ ლუკას პოდოლსკი გახდა საუკეთესო 2008 და 2012 ევროებზე და 2010 წლის მსოფლიოზეც კარგი იყო უბრლოდ 2012 ევროპაზე და 2010 მსოფლიოზე ესპანეთს გადაეყარა და მაგ ესპანეთეს რონალდო კი არა 1970 წლის ბრაზიალია და 1974 ჰოლანდიაც ვერ მოუგებდა ერთად ერთი რონიმ ჩააგდო 2014 წლის მსოფლიო რიოში ძალიან ცუდათ ითამაშა და მაგის დმასახურება იყო დიდწილად პორტუგალია ჯგუფში რომ ჩარჩა აი რიოში მართლაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე სანკრებო დონეზე რონი მესიზე მაღლა რომ იდგა და დგას მაგას დავა არ სჭირდება
თან ავტორს ისიც ეტყობა რომ არგენტინის მაგარი ბალეშიკია უნდა დაველოდე არგენტინაზე რო დადებს სტატიას მესის ნაკრებში მოჩვარულს როგორ გააპრავებს არცერთის ფანი არ ვარ ამათი არც ამათი გუნდების და არც ამათი ნაკრებების მაგრამ როცა სტატიას წერ და ტენდეციურობა შუბლზე გაწერია ძალიან ტეხავს
რა ძალიან მინდა პორტუგალია მსოფლიოზეარგენტინას გადაეყაროს ძალიან ბევრ რამეს სამარადისოდ გაეცემა პასუხი
სტატიის ავტორს რა მწარედ და აშკარად ეტყობა რომ რონალდოს მიმართ საშინელი ალერგია აქვს
შეიგნეთ ხალხნო...რონალდოს სიძულვილის გამო რომ აკნინებთ და მესის სიყვარულის გამო რომ ცდილობთ შედეგებზე თვალი დახუჭოთ,ეგ რონალდოს არ ეტყობა საერთოდ და მის აღიარებაზე არ მოქმედებს..აი თქვენს სიმდაბლეზე კი მიუთითებს და სულით ღარიბი ადამიანისაკენ მიუთითებს..და ჟურნალისტს ხო საერთოდ არ ეკადრება..მაგ დროს მგონია ხოლმე რო კვერცხი იდო კლავიატურაზე და იმან იგორავა კლავიშებზე
)
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ბედის ირონიაა, მაგრამ ორი წლის პორტუგალიელთა ტრიმფში რონალდუს უდიდესი წვლილი არ დაუდია. თუმცა, უნგრეთთან ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი დუბლი შეასრულა. ფინალი კი, ახალი დაწყებული იყო, რომ დაშავდა. ისე, ორი აზრი არსებობს, რომ რონალდუ პორტუგალიის ნაკრების მთავარი ძრავია. ამის დამწერი ჟურნალისტი მანახეთ რა!!! რონალდო დალეწეს თორე უნგრეთის გარდა უელსსაც გაუტანა დუბლი
მოქმედი ევროპის ჩემპიონი, საუკეთესო ფეხბურთელით მე პირადად ჯგუფის ფავორიტადაც არ მიმაჩნია.
კიდე კარგი დააკონტკრეტე რომ შენ პირადად
შენც დარწმუნდები მალე, ჯგუფიდანაც გაუჭირდება გასვლა. რონალდუს რეალში მეც ვგულშემატკივრობ მარა პორტუგალიას ყოველთვის რაღაც აკლია.
100 %
საკმად კარგი გუნდი ჰყავთ პრტუგალიელებს მოგების რაგითხრათ მაგრამ მესამე ადგილისთვის უნდა წაიბრძოლონ ნუ ჩემპიონობაც რომარაა ამათგან გამორიცხული ეგეც ფაქტია