ფეხბურთი

16:04 | 15.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრებთან გაახანგრძლივა

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასა და იოაჰიმ ლიოვს შორის თანამშრომლობა გრძელდება. 58 წლის სპეციალისტი გერმანიის ნაკრებში 2022 წლის ზაფხულამდე იმუშავებს, ხოლო ძველი ხელშეკრულება 2020 წელს იწურებოდა.

იოაჰიმ ლიოვი “ბუნდესნაკრებს” 2006 წლიდან ხელმძღვანელობს და დიდებული შედეგები აქვს. თავად განსაჯეთ:

2014 – მსოფლიოს ჩემპიონი, 2012 და 2106 ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი, 2010 – მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 2008 – ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

0.106816