ფეხბურთი

16:45 | 12.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რუსეთის ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა უკვე ცნობილია. სტანისლავ ჩერჩესოვმა გუნდში 28 ფეხბურთელს უხმო, რომელთაგანაც 23-ს აარჩევს და მუნდიალზე იახლებს.

გარდა ამისა, 7 ფეხბურთელი მოხვდა ე.წ სათადარიგო სიაში, თუმცა, რამდენად დაეყრდნობა მათ ჩერჩესოვი ძნელი სათქმელია.

მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), ვლადიმირ გაბულოვი (“ბრიუგე”, ბელგია), სოსლან ჯანაევი (“რუბინი”), ანდრეი ლუნევი (“ზენიტი”)

მცველები: ვლადიმი გრანატი (“რუბინი”), რუსლან კამბოლოვი (“რუბინი’), ფიოდორ კუდრიაშევი (“რუბინი”), ილია კუტეპოვი (“სპარტაკი”), რომან ნოიშტადტერი (“ფენერბახჩე”, თურქეთი), კონსტანტინ რაუში (“დინამო”), ანდრეი სემენოვი (“ახმატი”), იგორ სმოლნიკოვი (“ზენიტი”), მარიო ფერნანდესი (ცსკა)

ნახევარმცველები: იური გაზინსკი (“კრასნოდარი”), ალექსანდრ გოლოვინი (ცსკა), ალან ძაგოევი (ცსკა), ალექსანდრ იეროხინი (“ზენიტი”), იური ჟირკოვი (“ზენიტი”), რომან ზობნინი (“სპარტაკი”), ალექსანდრ სამედოვი (“სპარტაკი”), ანტონ მირანჩუკი (“ლოკომოტივი”), ალექსანდრ ტაშაევი (“დინამო”), დენის ჩერიშევი (“ვილიარეალი”, ესპანეთი)

თავდამსხმელები: არტიომ ძიუბა (“არსენალი”), ალექსეი მირანჩუკი (“ლოკომოტივი”), ფიოდორ სმოლოვი (“კრასნოდარი”), ფიოდორ ჩალოვი (ცსკა)

დამატებითი სია:

მეკარე: მარინატო გილერმე (“ლოკომოტივი”)

მცველები: ვლადისლავ იგნატიევი (“ლოკომოტივი”), დმიტრი კომბაროვი (“სპარტაკი”)

ნახევარმცველები: დენის გლუშაკოვი (“სპარტაკი”), ანტონ შვეცი (“ახმატი”)

თავდამსხმელები: ანტონ ზაბოლოტნი (“ზენიტი”), დმიტრი პოლოზი (“ზენიტი”).

რუსეთის ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ურუგვაი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107167