ფეხბურთი

23:20 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ისლანდიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ისლანდიის ეროვნული ნაკრები პირველია, რომლის შემადგენლობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ცნობილია. ჰეიმირ ჰალმგრისონმა უკვე დაასახელა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც სამშობლოს ღირსებას მათთვის ისტორიულ მუნდიალზე დაიცავენ.

ისლანდიელთა შემადგენლობაში ლეგიონერები აბსოლუტურად სჭარბობენ და შიდა ჩემპიონატიდან განაცხადში ერთადერთი ფეხბურთელი მოხვდა. “ვალურის” მცველი ბირკირ სევარსონი.

სხვა მხრივ კი, ისლანდიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ჰანეს ჰალდორსონი (“რანდერსი”, დანია), რინარ ალექს რუნარსონი (“ნორშელანდი”, დანია), ფრედერიკ შრამი (“როსკილდე”, დანია)

მცველები: კაური აიდნასონი (“აბერდინი”, შოტლანდია), სვერირ იგნასონი (“როსტოვი”, რუსეთი), რაგნარ სიგურდსონი (“როსტოვი”, რუსეთი),, ჰეიდურ მაგნუსონი (“ბრისტოლ სიტი”, ინგლისი), ბირკირ სევარსონი (“ვალური”), არი ფრეირ სკულასონი (“ლოკერენი”, ბელგია), სამუელ ფრიდონსონი (“ვოლერენგა”, ნორვეგია), ჰოლმარ ეიუოლფსონი (“ლევსკი”, ბულგარეთი)

ნახევარმცველები: ბირკირ ბიანდნასონი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), რირიკ გისლასონი (“ზანდაჰუზენი”, გერმანია), იოჰან გვიუდმუნდსონი (“ბარნლი”, ინგლისი), არონ ეინარ გუნარსონი (“კარდიფ სიტი”, ინგლისი), გილფი სიგურდსონი (“ევერტონი”, ინგლისი), ოლაფურ ინგი სკულასონი (“ქარაბუქსფორი”, თურქეთი), არნორ ტრაუსტასონი (“მალმე”, შვედეთი), ემილ ჰალფრედსონი (“უდინეზე”, იტალია)

თავდამსხმელები: იონ დაუდი ბუვარსონი (“რედინგი”, ინგლისი), ალბერტ გუდმუნდსონი (პსვ, ჰოლანდია), ბიორნ სიგურდსონი (“როსტოვი”, რუსეთი), ალფრედ ფინბოგასონი (“აუგსბურგი”, გერმანია)

ისლანდიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე C ჯგუფში ითამაშებს. 16 ივნისს, მოსკოვში არგენტინას, 22 ივნისს, ვოლგოგრადში ნიგერიას, ხოლო 26 ივნისს, როსტოვში, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11033