ფეხბურთი

18:15 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი "მილანის" რადარზე

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ნაპოლის" თავკაცის მაურისიო სარის კანდიდატურას განიხილავენ. ჭორები ამის შესახებ მას მერე გავრცელდა, რაც “როსონერი” იტალიის თასის ფინალში “იუვენტუსთან” დიდი ანგარიშით (0:4) დამარცხდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ შავ-წითლებმა სულ ახლახანს გაუხანგრძლივეს კონტრაქტი ახალგაზრდა მწვრთნელ ჯენარო გატუზოს, თუ კლუბი ევროსარბიელზე გასვლას ვერ მოახერხებს, კონტრაქტი შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე “მილანი” 60 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება, რომელიც ევროპა ლიგის საგზურს სრულიად აკმაყოფილებს, თუმცა მათ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება “ატალანტა”, “ფიორენტინას” კი 57 ქულა აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დარჩენილ ორ ტურში ჯენარო გატუზოს გუნდი უშუალო კონკურენტებს – “ატალანტას” სტუმრად, ხოლო “ფიორენტინას” შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066705