თითო ოქროსა და ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი. რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპირველობის მესამე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ევროკონკურენციაში ხუთი ქართველიც ჩაება და სამი მათგანი პოდიუმზეც ავიდა.
67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძეს უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა - ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა ფინალში რუს არტემ სურკოვთან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) და იური ლომაძემ (72 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ჩხარტიშვილმა რეპეშაჟის ფინალში გერმანელ ეტიენ კინსინგერს აჯობა, ხოლო ლომაძემ – მოლდოველ დანიელ კატარაგას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ცუდია..., ადრეც ვწერდი, სამწუხაროდ გრძელდება ის მოცემულობა ,რომ ასაკობრივი ნაკრებების დონე, ფეხბურთშიც და კალათბურთშიც, კარგი მომავლის მოლოდინს არ აჩენს, გამონაკლისი მხოლოდ რაგბია, ყოველშემთხვევაში ადრე ასე იყო, ამჟამად ვნახოდ აბა 20 წლიანები რას მიაღწევენ...
გლახა მოცეკვავეს ერთი ადგილი უშლიდა ხელსო. თავს ვერ დავდებ ჩემი ნათქვამის ასპროცენტიანობაზე, მაგრამ არ მინდა არასწორი მიმართულებით გავაგრძელოთ მიზეზთა ძიება. რა თქმა უნდა, სიმაღლე ფაქტორია, მაგრამ არა გადამწყვეტი და არა ფეხბურთში. ამის საილუსტრაციოდ მესხი, გერდ მიულერი, მარადონა, მესი კმარა. ჩემი აზრით, უფრო გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყანაში მწვრთნელთა მომზადების და გადამზადების სისტემის ხარვეზებია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელთა არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვიდმეტწლიანებშიც და ცხრამეტწლიანებშიც რამდენიმე ბავშვი არის, რომელთაც ევროპის ტოპ ლიგების სკაუტები აკვირდებიან, გუნდურ ქმედებებში და ტაქტიკურ მომზადებაში ლამის საუკუნით ჩამოვრჩებით. უბურთოდ მოძრაობა, თამაშის გაშლა, მოედნის ცენტრის სწრაფად გავლა, ჯერ კიდევ ყამირია ჩვენი მწვრთნელებისათვის. ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ შედეგი სახეზეა.
ნამდვილად მასეა, პრობლემა არის როგორც მწვრთნელების ისე ბავშვების, მათი ოჯახების და საერთოდ გარემოში არსებული მენტალური სფერო, განათლების, პროფესიონალობის და პასუხიმგებლობის დეფიციტი....
არც ეს არ მჯერა , როდის წაუგიათ ჩიტაურის ,,გაწვრთნილებს " ?
ვუყურე ამ თამაშს და მწვრთნელების ხელი ვერ შევატყვე. ამ ასაკში წესით კლასში შესამჩნევი სხვაობა არ უნდა ჩანდეს ასეთ ნაკრებებთან, მაგრამ აშკარად ჩანდა ამ მატჩში. დისციპლინური ლაფსუსები მკაფიო იყო, რაც წითელ ბარათში აისახა ბოლოს. შეიძლება სერბეთია ძლიერი, ამიტო დავაკვირდები მომდევნო 2 მატჩს.