ძიუდო

16:15 | 29.04.2018 | ნანახია 4207 - ჯერ

ზურაბ ზვიადაური: "ამოიღეთ ხმა, სანამ დროა”

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ფეისბუქით გამოეხმაურა.

"დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი - 0! მე როგორც ერთ-ერთმა ძიუდოისტმა და გულშემატკივარმა, მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება ძიუდოში! არ ვიცი, საიდან დავიწყო... დიდი ხანია ვამბობ, რომ დავით ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინაა! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე. შეიძლება დამაბრალონ, რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ, არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს დაუბრუნდეს, სადაც წლების წინ იყო! ავთანდილ ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან, პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე, არ შეუქმნი პირობებს, იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს, ეს ტყუილია! ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება მოუწყო ახალგაზრდებს "პლეხანოვის” დარბაზში, თავისი სასტუმროთი და კვებით! აი სად მიდის თანხები ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ, ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვეტს სპორტსმენს, დადგება თუ არა ევროპის ჩემპიონატზე ან ნებისმიერ შეჯიბრებაზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და ძიუდოს გულშემატკივრებო, ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო” – დაწერა ზვიადაურმა თავის ფეისბუქ-გვერდზე.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 26-28 აპრილს თელ ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საოცრად წარუმატებლად გამოვიდა. ტიტულოვანი სპორტსმენებით დაკომპლექტებული 9-კაციანი გუნდის ვერც ერთმა წევრმა ვერ შეძლო საპრიზო სამეულში მოხვედრა და საბოლოო ჯამში, ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპირველობაზე უარესი შედეგი აჩვენა.


კომენტარები (29)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:45 | 03.05.2018
kobaSP (4625)

..."დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი"...
ხალხი შეცდომაში შეგყავთ ძალით? კახიაშვილის გამოსვლა გუშინდელი დღესავით მახსოვს ბარსელონაში! ერთი ამბავი რო ატეხა დროშაზე, სანამ ქართული არ აღმართეს! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ზვიადაურის, მაგრამ იქნებ სიტყვა "ძიუდოში" ჩაამატოთ? ახალგაზრდა თაობა შეიძლება შევიდეს შეცდომაში და ასე დაიმახსოვრონ...

20:52 | 03.05.2018
Nikala (147)

სწორად არის დაწერილი, მეგობარო. კახიაშვილმა ოქრო კი მოიგო და ის გააკეთა, რაც უკვე დაწერე, მაგრამ რეალურად ბარსელონას ოლიმპიადაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები გაერთიანებული ნაკრების სახელით და ოლიმპიური დროშით გამოდიოდნენ. შესაბამისად, ის მედლები ამ ქვეყნებზე სათითაოდ არ გადანაწილებულა, გაერთიანებული გუნდის აქტივში შევიდა, რომელმაც ოლიმპიადა მოიგო. ასე რომ, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი ნამდვილად ზვიადაურს ეკუთვნის.

17:37 | 30.04.2018
lagashi (6738)

ერთი სიტყვით, აქ ორი ვარიანტია, ან მწვრთნელებმა იმდენად ცუდად დაგეგმეს ჩემპიონატის წინა მოსამზადებელი ეტაპი რომ მოჭიდავეები, გამოფიტულ/გადაღლილი იყვნენ, რაზეც მწვრთნელებმა გადადგომით უნდა აგონ პასუხი, ან ისეთი არეულობაა შიდა სამზარეულოში რომ მოჭიდავეებმა ვიღაცას მოუწყვეს საბოტაჟი, ან რომც არ მოეწყოთ, ალბათ ისე იყვნენ ფსიქოლოგიურად ნირწამხდარი რომ არაფერის ხალისი ჰქონდათ, ამ მეორე ვარიანტზე ქევხიშვილს მოუწევს პასუხის გაცემა, თუ რატომ არის მონასტერი არეული! და საერთოდ, აქამდე საჯარო კომენტარი რატომ არ გაკეთებულა მათ მხრიდან?!

17:28 | 30.04.2018
v.k. (170)

"საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

დავით ქევხიშვილი ამბობს, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება და საქართველოს ნაკრები სრული დატვირთვით მზადებას უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაიწყებს."

15:04 | 30.04.2018
judoge (107)

ქევხიშვილო გადახედე აქ დაწერილ კომენტატებს უმეტესობა აქ ვინც წერს საღად აზროვნებს და ზუსტად ხედავს რაც უჭირს ძიუდოს გარედან უკეთესად ჩანს

15:33 | 30.04.2018
გარეჯი (3417)

100% გეთანხმები ჩემი და მე მგონი უმეტესობის აზრი დაწერე

20:08 | 30.04.2018
choloka (934)

მეგობრებო მსგავსი რამ ბევრ ფედერაციაში ხდება,გულაობს ზოგიერთები!მარა როდემდე ?გვემხობა თავზე წლების განმავლობაში წარმატებული სპორტის სახეობები!

14:50 | 30.04.2018
judoge (107)

როგორც სხვა ქვეყნები აკეთებენ უნდა იცვლებოდეს შემადგენლობა ევტოპა 2 ან მესამე ნომრებს უნდა ეთმობოდეს და მსოფლიოზე კი 1 ნომრები უნდა იყვნენ პრიორიტეტი, ჩვენთან კი სულ ერთი და იქივე ხალხი დადის რომ როგორმე წრე დაუჯდეს სადმე და მედალი აიგოს და პრემიას გამოკრას ხელი

14:42 | 30.04.2018
judoge (107)

წინასწარ არ უნდა იყოს გარანტირებული ადგილი არც მსოფლიოზე არც ოლიმპიადაზე და არც ევროპაზე ეს მოტივაციას უკარგავს სხვა სპორცმენებს და ვისაც გარანტირებული აქვს წასვლა იმასაც სიზარმაცისკენ უბიძგებს რადგან იცის რომ არ შეეხებიან და არ შეცვლიან

17:04 | 30.04.2018
პანტელეიმონი (4347)

100%-ით გეთანხმები.

13:10 | 30.04.2018
v.k. (170)

პირადად მე ვერ გავიგე, რატომ ჰქონდათ წინასწარ ნაკრებში საევროპოდ დაბევებული წინა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს. გასაგებია, რომ წარმატებული სეზონი ჰქონდათ სხვებთან შედარებით, მაგრამ ის სეზონი მორჩა და ახალი იწყება. რა შუაშია წინა წლის მიღწევები? ამით ხომ მოტივაციას უსპობ კონკურენტებს. არაფერი მაქვს მარგიანის საჭინააღმდეგო, მშვენიერი სეზონი ჰქონდა, მედალი აიღო მსოფლიოზეც და ტოკიოს ტურნირზეც. მაგრამ წელს არაფერი გაუკეთებია. როგორც ვიცი ტრავმა აწუხებდა და რატომ დადგა ევროპაზე?იმიტომ რომ წინა წელს შედეგი ჰქონდა? ეს ძალიან არასწორია. კაცს თითქმის არსად უჭიდავია და ნაკრებში მოხვდა. პარალელურად იგივე კირაკოზაშვილი, ბუღაძე ტურნირებზე მაინც ჩანდნენ და იბრძოდნენ და ეს არ დაუფასდათ. არასწორია ასეთი მიდგომა. შედეგი დადე წელს? დიდი მადლობა ამისთვის. მაგრამ მომდევნო სეზონის დაწყებისას ხელახლა უნდა დაამტკიცო, რომ ნაკრებში ადგილის ღირსი ხარ! ვინც არ უნდა იყოს, ლიპოდან დაწყებული ყველას ჩათვლით. აი ეს არის ყველაზე სამართლიანი მიდგომა.

13:28 | 30.04.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

100%

12:37 | 30.04.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

კარგად მახსოვს, ნაციონალების დროს ზვიადაური მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტის გაუქმებას - აქაოდა, მეც მანდ ვსწავლობდი და არაფერი უსწავლებიათო
ასეთებმა იციან რა და როდის ილაპარაკონ, კონკრეტულ დირექტივებს იღებენ. აქაოდა გულით ვლაპარაკობ, არანაირი ინტერესი არ გამაჩნიაო, ეგ ზღაპრები გუგული მაღრაძეს მოუყვეს

20:13 | 30.04.2018
choloka (934)

დროა ძველ სპორტის სასახლეში დაბრუნდეს ძიუდო და სპორტის ყველა სახეობა- ბოლო ბოლო 2000 და 12000 გულშემატკივარს შორის კია განსხვავება,როდესაც ბევრი გულსემატკივარი მივა შეჯიბრზე ვერც ფედერაცია გაბედავს ზედმეტს და ვერც სპორტსმენი!

12:17 | 30.04.2018
tomuri (1422)

ყველაზე მაგარი შედეგები უზნაძის დროის დაიდო, მაგრამ არა მგონია ეგ უზნაძის დამსახურება იყო, უბრალოდ ზაიზენბაზხერის ფიზიკურმა მომზადებამ უზნაძის დროს გამოიღო შეედეგი და სანამ ეყოთ ეგ ზაიზენბახერის ვარჯიშეები მანამდე დადეს შედეგი(ოლიმპიადაზე აღარ ეყოთ), ხოლო შემდეგ წავიდა ისე თავდაღმა ქართული ძიუდო, უდისციპლიინობა, ჩაწყობები, დიდი პრემიებისთვის ჩალიჩი, ანუ შედეგებზე საკმაოდ დიდი პრემიებია და ფული რომ გააკეთონ სულ ერთი და იგივე ხალხი მიყავთ ყველა დიდი ტურნირზე, რის გამოც პირველი ნომრები შეადრებთ გადაღლილები არიან სხვა უცხოელ ძიუდოსიტებთან შედარებით და კიდევ არ იზრდება მეორე ნომერბის დონე.... საქართველოს ჩემპიონატი კირაკოზასVილმა მოიგო, ტატალაშვილი აშკარად დაჯაბნა და ვერ გფავიგე ეს კირაკოზაშვილი რატომ არ დაყავთ სერიოზულ ტურნიერებზე , აითუნდაც ამ ევროპაზე რატომ არ წაიყვანეს

12:40 | 30.04.2018
lagashi (6738)

კირაკოზაშვილის ვარიანტი, 60 კგ-ს სიტუაციას ჰგავს, ჩხვიმიანი აშკარად ჯაბნის პაპინაშვილს მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე პაპინა დებს შედეგებს, ჩხვიმიანი ვერა. კირაკოზაშვილი კი ჯობნიდ ტატალაშვილს მაგრამ წელს აჭიდავეს რამოდენიმეჯერ ტურნირებზე და ვერ ვიტყვი ფურორი მოახდინა თქო, ნუ იყო მომენტები ურეიტინგობის გამო კენჭისყრაც არ სწყალობდა, საბოლოო ჯამში გამოცდილი ტატალაშვილი ამჯობინეს, თუმცა პირადად მე კირაკოზაშვილის წაყვანას ველიდებოდი, ოღონდ არა მაინცდამაინც ტატალაშვილის ამოღების ხარჯზე, არამედ მაგალითად პაპინაშვილის მაგივრად შეიძლებოდა ჩასმა.

18:47 | 30.04.2018
tomuri (1422)

მესმის და შეიძლება მართალი ხარ მაგრამ კირაკოზა როცა ახალგაზრდებში გამოდიოდა ზაან მაგრად ჭიდაობდა და ერთ-ერთ ტურნირზე ისე მაგრად იჭიდავა ერთ-ერთი დიდი იაპონელი ვეტერანი ძიუდოისტი გაგიჟდა ისე მოეწონა მაგის ჭიდაობა და პირადადა მივიდა და უთხრა რომ რომელიგაცა ოლიმოპიდის ჟიურიში მე ვიქნებიო და აუცილებალდ უნდა იყოოო, აღარ მახსოპვს ზუსტად რომელი იაპონეი იყო.... ვის ვის და იაპონელებს არ ეშლებათ ძიუდოში ტალანტების გარჩევა, ჰოდა აქვს ტალანტი ამ ბიჭს უბრალოდ არ აღმოჩნდა ისეთი მწვრთნელი რომელიც დიდებში უფრო შედეგიანად აჭიდავებდა....

14:49 | 30.04.2018
ალექსანდრე (6188)

შარშან და წელს 7 ტურნირზე მაინც იყო კირაკოზა და ვერცერთხელ ვერ შეძლო საპრიზო ადგილის აღება

15:23 | 30.04.2018
beso68 (2902)

იქნებ ეხლა აეღო, მით უმეტეს კარგ ფორმაში იყო

20:11 | 30.04.2018
ალექსანდრე (6188)

ეგ ცნობისთვის ვთქვი, ტატალას ვერ ჯობდა და იმიტომ, თორემ შანსი აღარ მივცეთ არასწორი იქნება. გეთანხმები მარგიანის ან პაინას მაგივრად უნდა წაეყვანათ.

13:49 | 30.04.2018
tiko (6769)

მიუხედავდ ყველაფრისა, პაპინა ყველაზე კარგად გამოიყურებოდა

12:53 | 30.04.2018
beso68 (2902)

თუნდაც მარგიანის ნაცვლად წაეყვანათ კირაკოზა, წელს მარგიანს აქამდე არცერთ საერთაშორისო ტურნირზე არ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა

13:35 | 30.04.2018
lagashi (6738)

მაგის თქმაც მინდოდა..

13:31 | 30.04.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

100%ანები ხართ 3-ვე

11:38 | 30.04.2018
ალექსანდრე (6188)

ხაბარელს აბრალებდნენ სამივლინებო თანხებს (შეკრებებსა და ტურნირებზე) "ჭამსო". მერე მოიყვანეს ზაიზენბახერი და 10-ჯერ იმაზე მეტი ანაზღაურება დაუნიშნეს ვიდრე თავის ოფიციალურ - "ჭამიანად" მიჰქონდა ხაბარელს, ხოლო შედეგები გაუარესდა. ასეა შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს.

11:12 | 30.04.2018
luka08 (622)

აქ ზოგიერთი კომენტარის წაკითხვისას სიმწრის ღიმილი მჭირს . ზვიადაურს აქილიკებენ ( ? ). ჩემი აზრით აქაა პრობლემა . ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონს . ქართრული ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერესს და გამორჩეულ ძიუდოისტს დავცინით ჩვენ , კლავიატურის თბილისის ტურნირის პრიზიორები( ჩემ თავსაც ვგულისხმობ. ჩემპიონებიც ვერ ვართ , ვინმე ყაზახი გვაჯობებს ). აქ უკვე პრობლემაა , ესაა დღევანდელი ქართრული მენტალიტეტი რაც ძიუდოზეც აისახება და ყოველდღიურ ყოფაზეც . ბრეხტი მახსენდება: ,,ვინც თვლა არ იცის ოთხამდე კარგად , შვიდ კერძსა ჰყლაპავს"

10:42 | 30.04.2018
beso68 (2902)

stripslashes((strlen('http://sporter.ge/რაღაც-ყარს-დანიის-სამეფო/')>0?'http://sporter.ge/რაღაც-ყარს-დანიის-სამეფო/':'http://sporter.ge/რაღაც-ყარს-დანიის-სამეფო/'))

10:33 | 30.04.2018
ალექსანდრე (6188)

როცა ძიუდოისტი წლის ბოლოს რეიტინგის პირველ ნომრობას უმიზნებს (რაც 50 000 დოლარით ჯილდოვდება), ის ეცდება მასტერსისთვის იყოს საუკეთესო ფორმაში, რაც 1800 ქულას იძლევა და არა ევროპის ჩემპიონატში რაც მხოლოდ 700 ქულას იძლევა. მაგ რანგის 10 გრანპრი (თბილისიც) ტარდება ასევე 700 ქულიანი და იქ აინაზღაურებს დანაკლისს. მთელი წელიკი ფორმის პიკში ვერ იქნები რაც აქსიომაა. შედეგად მასტერსზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი ავიღეთ, ხოლო ევროპაზე თავად ნახეთ.

09:21 | 30.04.2018
malxo-56 (358)

როდესაც რომელიმე ძიუდოისტი წარმატებას აღწევს უნდა ვუთხრათთ მადლობა და სათანადოდ დავასაჩუქროთ. ამის შემდეგ ყველა და მათ შორის პირველი ნომერიც უნდა ჩადგეს თავიდან რიგში და ახლიდან დაამტკიცოს, რომ არის უძლიერესი და პირველი ნომერი. ამასთანავე ევროპაზე მიმაჩნია, რომ ცალკეულ საკამათო წონებში მეორე ნომრები უნდა წაიყვანონ და ცალკეულ შემთხვევასი მესამე ნომრებიც.ნუ ვიცით სპოტსმენის გაფეტიშება, მათ პატივი უნდა ვცეთ წარსულისთვის ხოლო დღევანდელ დღეს უნდა პასუხი მოვთხოვოთ დღევანდელისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის. პერსონალიებზე არ ვამახვილებ ყურადღებას რადგანაც არ ვარ ამ საქმეში პროფესიონალი თორემ 50 წელია ძიუდოს გულშემატკივარი ვარ , პატარა მიჭიდავია კიდეც. რაც შეეხება სამწვრთნელო საბჭოს, უნდა დასხდნენ , გაანალიზონ და თუ თავს დამნასავედ იგრძნობენ თავისით გადადგნენ სანამ გადააყენებენ და რაოდენ სამწუხაროა, რომ ყველა მათგანი ამაგდარი ადამიანია, თუმცა შეცდომის აღიარება ყველაზე დასაფასებელი თვისებაა ადამიანში, რომლის დეფეციტსაც ჩვენ ქართველები განვიცდით.....

09:20 | 30.04.2018
ალექსანდრე (6188)

პიროვნულად არავის ვეხები, მითუმეტეს არ ვადარებ ერთმანეთს სპორტსმენების თაობებს, მაგრამ ვიტყვი, რომ ნაკრები ყველაზე კარგად იყო მომზადებული ხაბარელის ხელში, ბევრად უკეთესად, ვიდრე ტოტიკაშვილის, ზაიზენბახერისს, უზნაძის ან ცირეკიძის დროს.

10:40 | 30.04.2018
lagashi (6738)

ჩემი აზრით საუკეთესოდ მომზადებული ნაკრები უზნაძის ხელში იყო, ყოველშემთხვევაში 2012 წლის ოლიმპიადიდან მოყოლებული ძალიან კარგი სტატისტიკა გვქონდა, ერთი ეგაა უზნაძის ხელში ჭრიკიშვილმა როგორც აღმავლობა ისე საშინელი რეგრესი მოასწრი და ასევე ღვინიაშვილიც ვერ გახადეს ისეთი როგორი პერსპექტივაც გააჩნდა

09:23 | 30.04.2018
malxo-56 (358)

გეთანხმებით, მაგრამ იქ იყო განაწყენებული ხალხი რომლებმაც აურიეს სიტუაცია და ამაში ნაწილობრივ დამნაშავე თვითონ ბატონი შოთა იყო. ისე მიმაცნია, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს ძიუდოს და არ ცდებოდეს პარლამენტში...

08:37 | 30.04.2018
ალექსანდრე (6188)

კრპალეკი, ნიკიფოროვი, იგოლნიკოვი, მუკი, კარაპეტიანი, კომბოსი და იაშუევი სულაც არ იყვნენ ჩვენს მოჭიდავეებზე მაღლა რეიტინგში და პირიქით, საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის ოქროს მედლები მოეპოვებინათ.

08:27 | 30.04.2018
ალექსანდრე (6188)

იაპონელები, მონღოლები და საერთოდ აზიელები კი არა რუსები, ფრანგები და გერმანელებიც კი დაუძლეველ ზღუდედ გადაქცა ჩვენთვის. ჩემი აზრით ფედერაციის ხელMძღვანელობა 4 წლიტ ირჩევა წინ კიდევ 2.5 წელი აქვს და არსად წავლენ, ნაკრების ხელმზღვანელობას კი წლის ბოლომდე აცლიან და თუ არაფერი შეიცვლება, მერე გაუშვებენ. ნაკრების პირველი ნომრების მხრიდან უნდა დასრულდეს რეიტინგის პირველ ნომრებზე ორიენტაციის აღება და სამიზნედ 50 000 დოლარის მოპოვება, ნაკრების ხელმძღვანელობამ უნდა დაასრულოს ერთიდაიგივე ხალხის ტარება შეკრებებსა და ტურნირებზე.

13:35 | 30.04.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

+1

00:41 | 30.04.2018
თორღვა პანკელი (1138)

ყველაზე მეტად რაც გულს მირევს ესაა როცა ხელოვანი ხალხი და სახელოვანი სპორცმენები პოლიტიკური სახეები ხდებიან, მერე პარლამენტიდან და სხვადასხვა სამთავრობო უწყებებიდან ხედავენ თავიანთი საყვარელი და ქვეყნისათვის უაღრესად საჭირო სფეროს გაპარტახებას, მერე ევროკავშირივით და ნატოსავით აღშფოთდებიან და შეშფოთდებიან ეს რა ხდებაო! კარგია ზვიადაურმა ეს განცხადება რომ გააკეთა რომ არ გაეკეთებინა ის უფრო გამიკვირდებოდა, შოთა ხაბარელის რეაქციასაც ველოდები საერთოდ თუ არ დაავიწყდა ძიუდო, მაგრამ მე ასანიძის მეტი კაცი ვერ ვნახე მაქედან წამოსულიყო და თავის საქმეს დაბრუნებოდა, თქვენი დაწერილი კანონი მე არ მინახია ქვეყანას რომ გამოადგეს, თავსმოხვეულ ბინძურ კანონებს არათუ ვერ შეეწინააღმდეგეთ ხელიც კი მოაწერეთ, ნაციონალები და მეცოცხეები მაინც გაგელახათ ხალხს ამით მაინც დაამახსოვრებდით თავს, მანამ სანამ თქვენ მანდ პოლიტიკოსობთ ქართული ძიუდო სამარცხვინო დღეშია და დროა მაქედან დროზე წამოხვიდეთ და ასანიძესავით ყველას მისცეთ მაგალითი რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

13:36 | 30.04.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

გაიხარე ძმაო!

01:35 | 30.04.2018
mushni (93569)

+1

23:49 | 29.04.2018
BEERTRANCE (97819)

გაიგე ახლა ვისი ვისაშია.

22:50 | 29.04.2018
fidofido (3392)

მე პირადად ქევხიშვილის საწინაღმდეგო არვარ არც ზვიადაურის მოსვლა არმოსვლის. ჩვენ გულშემატკივრები ვხედავთ ვხვდებით რომ ნაკრებს კარგი ფიზმომსადებელი და ფსიქოლოგი სჭირდებათ. არვიცი ეს ყველაფერი დიდ ფინანსებს უკავშირდება თუ ბიჭებს უტყდებათ ფსიქოლოგის ყოლა

22:47 | 29.04.2018
fidofido (3392)

რაგვჭირს ასეთი მოურჩენელი სენი ქართველებს ეგრევე ღადაობა დაცინვა. ზვაიდაურს თუ არეთქმის სიტყვა ძიუდოში აბა მე მეთქმის? რაც თქვა მართალია პასუხი მოსათხოვია გაჩუმება უარეს შედეგს მოგვიტანს. გადახედეთ უკვე ყაზახებთან მოგებაც გვიჭირს მონღოლები იაპონელებად გვექცნენ იაპონელები უძლეველებად. ვერაა წესრიგში ყველაფერი უამრავი კითხვებია წესრიგში რო არაა ყველაფერი ეგ შარშანაც იყო გახსოვთ ლიპო თავის ფულით როწავიდა ტურნირზე?

22:31 | 29.04.2018
გარეჯი (3417)

პოლიტიკაში ბიძინა ბრუნდება,ძიუდოში ზვიადაური. გვეშველა ორივე ფლანგზე გილოცავთ მეგობრებო. ისე რომ. ფიქრდები უმჯობესია ჯერ ფედერაციას,მწვრთნელს და სპორცმენებს მოვუსმინოთ და დასკვნები გაკეთება მერე აჯობებს და უფრო ადვილიც იქნება. ძიუდოისტებმა ბუნტი არა მარტო ზაიზენბახერს მოუწყვეს 2009 წ თბილისის ევროპაზე თვით ძიუდოს მამას ხაბარელს გაეფიცა მთელი ნაკრები მიზეზი ფულს ტეხავსო. მერე ტოტიკაშვილს გაუჩალიჩეს. ირეკიძის მეშვეობით. მიზეზი არ იცი. ასე რომ ეს არც ბოლოა და არც პირველი

22:16 | 29.04.2018
lagashi (6738)

ზვიადაურმა ერთხელ ხომ წაუყენა ქევხიშვილს პრეტენზია? მაშინ ქევხიშვილმა უარყო და საბოლოოდ ისე ჩაფარცხდა ის ამბავი რომ რომელი ტყუოდა ვერ გავიგეთ, რაშია საქმე ?!

20:50 | 29.04.2018
jikha (947)

ახალგაზრდებს თუ შეკრება მოუწყო, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ხვალინდელზე ფიქრი ფედერაციის საქმეა. საკითხავია თუ რა არის წარუმატებლობის და ამ განცხადების ნამდვილი მიზეზი

18:52 | 29.04.2018
malxo-56 (358)

შედეგი სახეზეა, მაგრამ თუ ასეთი მდგომარეობა იყო ( გდე ტი ბილ დო სეხ პორ)აქ მთავარი მაინც სპოტსმენების ვალდებულებაა, რომ თუ მზად არ ხარ სად მიშპები? ამასთანავე ძიუდოს სფეროში არაჯანსაღი ატმოსფერო ჩანს შორიდან, რომ ზველები და ახლები. მე მიმაჩნია, რომ ბექას ოლიმპიადა უნდა ეჭიდავა 90–ში და იყო შანსი ჩემპიონობის. რატომ შეაცვლევინეს წონა და გამოფიტეს ეს ძიუდოს ისტორიასი ერთ– ერთი ყველაზე კკკოლორიტული მოჭიდავე? ლიპარტელიანიჩვენი კუმირი მმოჭუიდავეა, მაგრამ იყოო კი ბექაზე მაღლა ოლიმპიადის წიინ? მოკლედ ძმა ბიჭობა გარეტ ტატამზე დაუნდობელი ვაჟ კაცური ბრძოლა. ზვიადაურიკი ამბობს, ამგრამ უმჯობესია სხვამ ტქვა სეს. ეგ არაარიის ლევან თედიასვილს, რომ ეუბნებოდა პირდაპირ ეთერში სპორტის უმაღლესი სკოლა რა საჭიროაო...

19:00 | 29.04.2018
lagashi (6738)

ბექა რომ განბას ან იაპონელების ხელში გაზრდილიყო ალბათ შეუჩერებელი იქნებოდა დღეს, მაგრამ აქ სულ სხვა სოტუაციაა და აშკარაა სწორად ვერ ვითარდებიან სპორცმენები, აქედან გამომდინარე ლიპოსთან მიმართებაში ვერ დაამტკიცა ბექამ რომ ლიპოზე მაგარი იყო.

21:14 | 29.04.2018
mushni (93569)

ფაიზაღი ხარ

18:18 | 29.04.2018
არეში (277)

არვიცი ვის დავუჯერო, ზვიადაურიც ჩასაფრებულის პოზიციიდან იძახის ყველაფერს, პირადად ქევხოს საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს, საინტერესო რეფორმები გაატარა ქართულ ძიუდოში. ალბათ უფრო მწვრთნელების ხელი ურევია ამ წარუმატებლობაში, მაგრამ მაინც რაღაც ეჭვები მაქ რო სპეციალურად ქნეს ეგრე ბიჭებმა

19:02 | 29.04.2018
mushni (93569)

რა გააკეთა კაი..ქევხომ, თვითონ რომ ყვიტავს..ყველაფერს..ცირეკიძეს არავინ არაფერს ეკითხება...გასაგდებია

19:06 | 29.04.2018
არეში (277)

რაც ქევხომ გააკეთა მაგას თუ ვერ ვხედავთ მინიმუმ ჩვენი პრობლემაა, რატო უზნაძის დროს არ წყვეტდა თვითონ ყველაფერს? ან თუ მაშინაც წყვეტდა რატო აქამდე არავინ იღებდა ხმას

21:12 | 29.04.2018
mushni (93569)

მომისმინე ბრატ--პიტრადად ვარ ცირას მეგობარი--ხშირად უთქვამს ქევხოზე რასაც უნდა იმას აკეთებსო

21:39 | 29.04.2018
არეში (277)

ირეკიძე მაგრად მიყვარს რაც მაგან გააკეთა საქართველოსთვის ჯერ ვერავინ ვერ შეძლო გამეორება, იმედია მალე გაიმეორებენ, მაგრამ როგორც მწვრთნელი რაღაც ვერ მომწონს, ვერ ქაჩავს თუ როგორაა არვიცი მარა შედეგი არ აქვს აშკარააა

21:36 | 29.04.2018
არეში (277)

კი ბრატ უთქვამს შეიძლება მაგრამ, მე აქცენტს იმაზე ვაკეთებ თუ ეგრე ხდება და მწვრთნელის მაგივრად შემადგენლობას სხვა არჩევს რატო ხმას არ იღებდა აქამდე არავინ? იმიტო რო ყველა კმაყოფილი იყო, ამ ევროპაზეც რო 1-2 ოქრო ყოფილიყო არც ახლა არავინ არაფერს იტყოდა დამიჯერე

01:34 | 30.04.2018
mushni (93569)

მაგაში..გეთამხმები...ხოიცი..ციხე შიგნიდან ტყდებაო...

18:56 | 29.04.2018
toshihiko (1309)

სპეციალურად წააგეს? ტუ ეგრეა კარგად ყოფილა საქმე

19:08 | 29.04.2018
არეში (277)

გახსოვს ზაიზენბახერს როგორი ბუნტი მოუწყვეს თვითონ ძიუდოისტებმა? აქაც რაღაც ეგეთის სუნი მცემს

21:12 | 29.04.2018
mushni (93569)

=1

18:12 | 29.04.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ზვიადაური გადაარჩენს ძიუდოს

16:37 | 29.04.2018
dinamo222 (8587)

მართალს ამბობს ! დროზეა მისახედი სანამ გვიან არაა !

21:13 | 29.04.2018
mushni (93569)

აბა რა

16:20 | 29.04.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ეს კაცი "ქართულ ოცნებაშია" და არიქა, ქართული ძიუდო იძირებაო. მოდი და ნუ გაგეცინება...
მარტო ძიუდო მიდის ფსკერისკენ ზურაბ ?

0.122747