ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი ქართული ძიუდოს ისტორიაში შავი ასოებით შევა. 26-28 აპრილს, თელ ავივში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ... ტიტულოვანი ძიუდოისტებით დაკომპლექტებული ცხრაკაციანი გუნდი თბილისში უმედლოდ ბრუნდება. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა 44 ქვეყნის ნაკრებს შორის 27-ე ადგილი დაიკავა.
უსუსური საწყისი ორი დღის შემდეგ, ქართველი გულშემატკივრისთვის ხასიათის ოდნავ გამოკეთებას დღეს ველოდით, მაგრამ ევროპის და მსოფლიოს პრიზიორებმა ბექა ღვინიაშვილმა და უშანგი მარგიანმა (ორივე 90 კგ), ევროპის 3-გზის ჩემპიონმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) და ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) საპრიზო სამეულში შესვლა ვერ შეძლეს.
მიზანთან ყველაზე ახლოს თუშიშვილი იყო. ევროპირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა მძიმეწონოსანმა დილის პროგრამა უდანაკარგოდ ჩაამთავრა - ისლანდიელ თორმოდურ იონსონსა და უკრაინელ ოლექსანდრ გორდიენკოს სძლია და ნახევარფინალში გავიდა. შემდეგ კი ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა რუსეთის ნაკრების წევრ ტამერლან ბაშაევთან, ხოლო რეპეშაჟის ფინალში ჰოლანდიელ ჰენკ ხროლს ვერ მოუხერხა ვერაფერი და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
ევროპირველობაზე მეორე ნომრად განთესილი ღვინიაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და ბრიტანელი ჯამალ პეტგრეივი მესამე წუთზე დაანარცხა ბეჭებით ტატამს. ჩეხ ჟირი პეტრსაც სამ წუთში შეუსრულა სუფთა გდება, თუმცა იქამდე გულშემატკივრების ანერვიულებაც მოასწრო – ჯერ ვაზარით ჩამორჩა, შემდეგ კი ვაზარი და იპონი მიითვალა. მეოთხედფინალში 22 წლის ღვინიაშვილი რუსეთის ნაკრების წევრს – 21 წლის მიხაილ იგოლნიკოვს დაეჭიდა, რომელთანაც აქამდე პირად შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი ჰქონდა (1:2). ჩამორჩენა იგოლნიკოვის მიერ შესრულებული ვაზარით კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინიაშვილი ბრინჯაოს გზაზე გადაერთო, მაგრამ უმალ დამარცხდა ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან და მე-7 ადგილს დასჯერდა.
მარგიანმაც მეორე წრიდან დაიწყო და ბელგიელი ჟოაკიმ ბოტიო "ოქროს დროში”, მეორე წუთზე დააგდო ვაზარიზე. მერვედფინალში კი ბერძენ თეოდოროს ცელიდისთან ვეღარას გახდა.
ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლან ლიპარტელიანი (100 კგ) მიმდინარე ევროპირველობაზე პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა - პირველსავე შეხვედრაში ბელარუს დანიელ მუკეტესთან "ოქროს დროში” ვაზარიზე დავარდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად დარჩა მედლის გარეშე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაც ძალიან უარყოფითად თვალში საცემია, რუსებს ერთი შეხვედრაც ვერ მოუგეს 5 თუ 6 დაპირისპირებიდან...
რეგრესი იყო შარშანაც მთელი წელი და ესე გრზელდება ეხლაც უკვე პიკშია
ფედერაციაში კომენტარი არ გააკეთეს?
ასეთი შედეგების მერე რა თქმა უნდა ფედერაციის პრეზიდენტის ჩათვლით უნდა წავიდეს ყველა. რაღა ნამუსით უნდა გააგრძელონ მუშაობა ვერ ვხვდები. პასუხისმგებლობის გრძნობა ხომ არსებობს რაღაც დოზით მაინც ამ ადამიანებში. მაინც რატომ დაინიშნა ქევხიშვილი პრეზიდენტად გარდა იმისა რომ ოცნების წევრი იყო? არ შეიძლება ასე ნაცნობობით ხდებოდეს ყველაფერი
შედეგებზე პასუხისმგებელია ძიუდოს ფედერაცია და მწვრელთა საბჭო. როდესაც შენს მოვალეობას ასე ცუდად ასრულებ მარტივად ადგილი უნდა დაუთმო მათ ვინც დაკისრებულ საქმეს შენზე უკეთ გააკეთებს. ასეთი ცუდი შედეგი ქართული ძიუდოს ისტორიას არ ახსოვს თითქმის 50 წელი რაც ძიუდოს თავგადაკლული გულშემატკივარი გახლავართ ვერ ვიხსენებ, როდესაც ასეთი ფიასკო განგვეცადოს. მე დარწმუნებული ვარ ყველანი ქართული საქმის გულშემატკივრები ვართ იმედია ცივი გონებით განვსჯით მომხდარს. ქართულ ძიუდოს სათავეში უნდა ჩაუდგეს ხალხი, როგორებიც ქართულ ძალოსნობას უდგანან. დღევანდელი ძიუდოს ხელმძღვანელობის ხელში მსოფლოზე და ტოკიოს ოლიმპიადაზე კრახი გარდაუალი იქნება.
პირველი რაც დღეს სჭირდება ძიუდოს - ქევხიშვილის ადილას უნდა მივიდეს კარგი მენეჯერი...
მენეჯერის პირდაპირი მნიშვნელობით ( მენეჯერული განათლებით , გუნდის მართვის გამოცდილებით ... ).
კარგით ახლა ბატონებო. ტრაწიანი ევროპის ჩემპიონატის გამო ნუ დავხსნით ყველას
გასრულდეს წელი, იასპარეზონ ტურნირებზე (მთავარი მსოფლიოა რა თქმა უნდა) და თუ იქაც ასეთი რეგრესი დაფიქსირდა, ალბათ აიღებენ პასუხისმგებლობას თავზე და წასასვლელი წავა.
სადაა პასუხისმგებლობა პანჩურით ხდება საქართველოში ვინმეს გაშვება
იყოს პანჩურით, კი ბატონო
მაგრამ ეს საჭიდაო სეზონი დაასრულონ მაინც.
ეხლა წამოყოფენ თავს ზვიადაური და მისი მსგავსი მედროვე ხალხი, დაიწყეს უკვე მაზოლზე ფეხის დადგმა, რასაც ზვიადაური წერს შეიძლება მართალიც არის და საერთოდ საუბარი არაა ესეთი კატასტროფის შემდეგ ქევხიშვილიც და ცირეკიძეც უნდა წავიდნენ თავიაანთი სასტავებით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდნენ ზვიადაური და მისი მსგავსი გუშინდელი სპორტსმენები, აქ საჭიროა გამოცდილი, ძიუდოს სამყაროში ჩახედული ნორმალური მენეჯერი, რომელიც დაალაგებს სიტუაციას და აღარ იქნება სასტავებად დაყოფილი და გახლეჩილი ქართული ძიუდო....
ქევხიშვილმა გაგვაგებინოს რას ელოდება ოლიმპიადიდან.
ნახეთ ზვიადაურის განცხადება?რასაც ვეჭვობდით მართლდება ეს პროტესტი იყო,პირველი ნომრები შეჯიბრებებზე თავისი თახით დადიანო ჭრიკიშვილი სპეციალურად არ წაიყვანეს სეკრებაზეო,ყველაფერს ქევხისვილი წყვიტავს ცირეკიძეს არავინ არაფერს არ ეკითხებაო და ბევრი რამე.მოკლედ ძალიან ცუდადაა საქმე,სასწრაფოდ ქევხისვილი უნდა მოაშორონ,ისევე როგორც ლადო გეგეშიძე კლასიკებს,რომელიც ნამდვილ მავნებლობას ეწევა ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის წინააღმდეგ
მგონი დიდი ფულით საქართველოში დიდი საქმე არ კეთდება,მთავარია საქმეს გულით მიუდგეს კაცი,ეს კი დღეს არ ჩანს---მე ასე ვხედავ
მე. ოტა მეეჭვება,რომ ესეთი ცუდი გამოსვლა პროტესტის ბრალია. არ ყველა ცუდად მომზადებული იყო. კარგია კირაკოზაშვილიც ,რომ არ წაიყვანეს ისც ესეთივე მომზადებული იქნებოდა. ფედერაციის პრეზიდენტათ ვინმე ავტორიტეტული კაცი უნდა და არა გუშინდელი მოჭიდავე. ჩემი აზრით უმჯობესი იქნება კარგი მცოდნე და პატრიოტი ადამიანი და არა ფულზე დახამებული. კიდე ვიმეორებ არ არი აუცილებელი სპორცმენი.
ათი დღე ჩაქ ში კი დაასვენეს ევროპის წინ ნაკრები. შესტყოთ კიდეც დასვენება ყველას
მოსაფიქრებელია პროტესტის რამე ისეთი ფორმა რომ მაგრად აეწვათ ძიუდოს მამებს ამაზე ვიფიქროთ ეს რაც შეეხება დაჩაგვრას არ ვარ შეთქმულების თეორიის მომხრე მაგრამ მაინც თუშის ერთი მედალი ცოტას გამოასწორებდა სიტუაციას ზოგადად გამოსვლას რაც შეეხება სულ მწვრთნელებს ვერ დააბრალებ სპორცმენებსაც უნდა მკაცრად მოეთხოვოს თვითონაც ხო ითხოვენ შედეგი როცა აქვთ ეგეც მოსაფიქრებელია რა სანქციები დავუწესოთ რომ ამათაც მწარედ აეწვათ და აღარ მოდუნდნენ P.S. ყველა ვაფასებ თითეული დაღვრილი წვეთი სისხლისთვის ნაომარი ჩემპიონობისთვის მაგრამ მოდუნება არ გეპატიებათ სამწუხაროდ უნდა იყოს იმდენი პატრიოტიზმი პასუხისმგებლობა რომ შეჯიბრების წინ როცა ატყობ თავს რომ ვერ ხარ სათანადოდ მზად სხვა სპორტსმმენს დაუთმო ადგილი ასე ათასჯერ უფრო მეტად დაგაფასებთ ხალხი მჯერა სწორ დასკვნებს გამოიტანთ და კიდე ბევრჯერ გაახარებთ სამშობლოს ბოდიშის მოხდა არასდროს არის სასირცხვო
100 %
საღოლ ზვიადაურს
ლაქა კი არა კუპეში ამოსვრილები ვართ
კუპრში ამ გუგლის შემსწირებელმა ჰო ცალკე გამიხურა
ძალიან სავალალო შედეგია, მეც დიდი ხანია ძიუდოს ავან-ჩავანს თვალყურს ვადევნებ, მაგრამ ესეთი უღიმღამო გამოსვლა არასდროს არ დამიფიქსირებია, შეიძლება ჩემპიონები არ გავმხდარიყავით, მაგრამ მედალს მაინც ვწვდებოდით(თუნდაც ბრინჯაოს, ევროპა მაქვს მხედველობაში). მაგრამ საერთოდ უმედლოდ დარჩენილი ვყოფილიყავით, ესეთი რამე პირადად მე არ მახსოვს(შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ნაღდად არ მახსოვს). მოკლედ ვიტყვი(თუ გამომივიდა), ცირეკიძე ახალი დანიშნული იყო(2017 წლის დასაწყისში) ქევხიშვილმა გვთხოვა (ვინც ქევხიშვილთან გულშემატკივრების შეკრებაზე ვიმყოფებოდით) რომ ძალიან მკაცრები არ ვყოფილიყავით იმ წელს, რადგან ოლიმპიადის მერე ბევრმა სპორტსმენმა წონა შეიცვალა და 1 წელი ანუ 2017 წლის შედეგები მკაცრად არ განგვესაჯა. კი ბატონო, პირობა შევასრულეთ(მოდი ჩემ თავზე ვილაპარაკებ, სხვამ უხერხულად რომ არ იგრძნოს თავი, თუმცა დამეთანხმებიან), ამას შევხვდი გაგებით და სიტყვაც არ დამცდენია.... პირობა შევასრულე მაგრამ პირობა პირობაა.... 2018 წლის შედეგებით სიტყვა უნდა დამცდეს. ჰოდა, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატზე ძალიან, ძალიან ცუდი შედეგი დავაფიქსირეთ, უფრო სწორედ საერთოდ ვერ დავაფიქსირეთ. ეს არ უნდა გატარდეს მეგობრულ ამბავში. პირდაპირ ვიტყვი, ვერ გაამართლა მწვრთნელის ხედვამ, მკაცრი ზომებია გასატარებელი. როგორც უნდა ჩათვალონ, როგორი ზომებიც უნდა ის მიიღონ(ფედერაცია მყავს მხედველობაში), მაგრამ მე როგორც ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი ესეთ პერსპექტივას თუ უპერსპექტივობას ნამდვილად ვერ მივესალმები.
ბესოოოოო, გეთანხმებიიიიიიიი
აუუუ, ამას ნაღდად ვეღარ დავწერ, რატომ დამიბლოკეთ, როდის იყო ბიულწსიტყვიანობით გამოვირჩევოდი
ძიუდოს პრობლემებზე საჯაროდ მოხდეს მსჯელობა, ოღონდ კბენა? ღრენაი და ტრ - -ში თითის მიცემაი არ იყოს ! ))
ვისაც რა უნდა თქვას და სიმარტლეს ამბობს...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
დაიწყოოოოოოოოოოოოოოოო
ოლიმპიურ ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის კომენტარი ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით!
'' დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0,მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე რა ხდება ძიუდოში! არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვიძახოდი წლების უკან რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე.... შეიძლებ კიდევ ის მომაწერონ რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6 თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით...... აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორტსმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი...... ამოიგეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო! "
ზურა შეიძლება უსწავლელი იყოს,მარა ქევხოზე მეტად ძიუდოში განაკეთები აქვს
ხდება ხოლმე. იაპონია დარჩენილა ოქროს გარეშე ოლიმპიადაზე, მაგრამ დასკვნები გამოუტანიათ და ერთიორად აუნაზღაურებიათ.
ვნახოთ რა მოხდება. ახლა უფრო დიდი ინტერესით ველოდები მსოფლიოს და წესით იქ უნდა ვიფეთქოთ.
იმედია 1ჯერადი ჩავარდნაა და გაფეხბურთება არ ემუქრება ძიუდოს
ენაჩლიფინა ქევხიშვილი გასაგდებია თავისი შტაბიანად
ეეეეეეხ,ეს კატასტროფააააააა!!!