ფეხბურთი

22:58 | 12.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა ჩინურ კლუბს შეუთანხმდა
ანდრესი "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს

კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანი ანდრეს ინიესტა კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. როგორც Catalunya Radio იუწყება, ესპანელი ჩინურ კლუბს, "ტიანცზინ ციუანცზიანს" სამწლიან კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.

ასევე ირკვევა, რომ ინიესტას ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა მხარეებმა თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. მიმდინარე სეზონში ესპანელმა "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107515