დღეს, ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მაიამის მასტერესზე როჯერ ფედერერის წაგების გამო რაფაელ ნადალი ისევ პირველ ადგილზე გადავიდა. მაიამის მასტერსის გამარჯვებული ჯონ იზნერი 8 პოზიციით წინ წავიდა და ამჟამად მე-9 ადგილზეა.
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამი პოზიციით დაწინაურდა და განახლებულ რეიტინგში მან 86-ე ადგილზე გადაინაცვლა.
- რაფაელ ნადალი – 8770 - ქულა
- როჯერ ფედერერი – 8670
- მარინ ჩილიჩი – 4985
- ალექსანდრ ზვერევი – 4925
- გრიგორ დიმიტროვი – 4635
- ხუან მარტინ დელ პოტრო – 4470
- დომინიკ ტიმი – 3665
- კევინ ანდერსონი – 3390
- ჯონ იზნერი – 3125
- დავიდ გოფინი – 3110
…... 86. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 655