თბილისში ძიუდოს გრან პრი იწყება. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. კონკურენციაში 38 ქვეყნის 300-ზე მეტი ძიუდოისტი ჩაებმება. ყველაზე დიდი შემადგენლობა ტრადიციულად, ტურნირის მასპინძელ ქვეყანას ეყოლება. ვაჟთა ნაკრების განაცხადი 28 სპორტსმენით დაკომპლექტდა. ქალთა შეჯიბრებაში კი 11 ქართველი მოირგებს კიმონოს.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გრან პრიზე გუნდი თითქმის უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. ოპტიმალურ განაცხადს მხოლოდ ოთხი ძიუდოისტი დააკლდება: ევროპის 3-გზის ჩემპიონი და მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), ევროპის პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და მსოფლიოს პრიზიორი უშანგი მარგიანი (90 კგ).
ქართველი მწვრთნელებისგან განსხვავებით, უცხოელებმა თბილისში უძლიერესი შემადგენლობების ჩამოყვანისგან თავი შეიკავეს. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებს კი თითო სპორტსმენიც არ წარმოადგენს.
ქართული გრან პრი მსოფლიოს ვაჟთა რეიტინგის მოწინავე ხუთეულის უცხოელ წევრთაგან მხოლოდ რუსეთის ნაკრების წევრმა ალან ხუბეცოვმა (მე-4 ნომერი 81 კილოგრამში) დააფასა. შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში ქართველი ძიუდოისტები პირველ ნომრებად არიან განთესილები და თუ სასწაული არ მოხდა, მედლების დიდი ნაწილიც საქართველოში უნდა დარჩეს.
სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 29 მარტს საპრიზო სამეულები ვაჟებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება, ქალებში – 48, 52 და 57 კილოგრამებში. წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათზე დაიწყება. 15:30 საათზე გრან პრის გახსნის ცერემონიალი შედგება. 16:00 საათიდან კი ფინალური ბლოკის ორთაბრძოლები.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან, პირველ დღეს მედლებისთვის ბრძოლაში ჩაებმებიან: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ჩადუნელი, თემურ ნოზაძე (ოთხივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ნიკო ჭიკაიძე, ზვიად ხუბულური (ოთხივე 66 კგ), ნატალია ყიფშიძე, ლია როგავა, მარი მახარაშვილი (სამივე 48 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, თბილისის გრან პრიზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ნაკრები
ვაჟები
60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ჩადუნელი, თემურ ნოზაძე.
66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ნიკო ჭიკაიძე, ზვიად ხუბულური.
73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ომარი ნიაზაშვილი, ზვიად კაპანაძე, ფრიდონ გიგანი.
81კგ - ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, კობა მჭედლიშვილი.
90კგ – ნოდარ ბერიანი, გიორგი გველესიანი, გიორგი პაპუნაშვილი, თორნიკე ჯუღელი.
100კგ - ლაშა ტაველური, ონისე სანებლიძე, იასონ ნემსაძე, დავით ოზბეთელაშვილი.
+100კგ - გურამ თუშიშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე.
ქალები
48კგ - ნატალია ყიფშიძე, ლია როგავა, მარი მახარაშვილი.
52კგ - მარიამ ჯანაშვილი.
57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.
63კგ - მზია ბებოშვილი.
70კგ - მარიამ ჭანტურია, ელისო სისაური.
78კგ - ნინო ოძელაშვილი.
+78კგ - ელენე ქებაძე, სოფიო სომხიშვილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ ეგეთი მოგებული მედალი მინდა და არც არფერი დღევანდელ არაფრის მომცემ მიკერძოებას მსაჯებისას ევროპაზე ძალიან ძვირად დაგვიჯენენ მსაჯები და თუ დახმარებაააა ასე გული თუ შესტკივათ ჩვენზე სადაც საჭიროა იქ დაგვეხმარონ
ჩადუნელი იყო თუ ვინ ბოლოს დაღლილი რომ იყო და რაღაცნაირად მაინც რომ მოიგო
სხვა ტურნირებზე იმსაჯონ სამართლიანად ჯობია ჩვენდამი,ეხლა არ გვჭირდება
მსაჯობა არც მე არ მომწონს
მსაჯები გვეხმარებია და მე ეს არ მომწონს :/
რასაც მტელი სეზონი გვიკეტებდნენ და ტავს ლაფს რომ გვასხამენ ეხლა მაგის ვალს აბრუნებენ ვის რაში წირდება ამათი ვალის დაბრუნება
სიმართვლე ითქვას სულაც მინდა და არ მხიბლავს მსაჯების ჩვენდამი ასეთი მიკერძობა და დახმარება მსოფლიოზე ევროპაზე ოლიმპიდაზე და სხვა ტურნირებზე ზედ გვივლიან ცხვერბის ფარასავით გვეკცევიან და მერე არაფრის მომცემ თბილისის ქუცანა გრანპრიზე იწმინდავენ ნამუსსს გაიკეთეთ უკან მარიუს ვიზერის თამადობით ეგ თქვენი დახმარება სადაც საჭიროა იქ ნუ დაგვჩაგრავთ და თკვენს ტენდენციურობას არც არავინ ითხოვს
მართალი ხარ!
ეს გოგოები საერთოდ რისთვის გამოიყვანეს საქუთარ ქვეყანაში ასეთი სამარცხვინო წაგება კარგით რა ნამუსი მაინც იქონიეთ ეგააა ჯანაშვილი თვითნაბადი ოქრო ვერცხლი და ბრიალიანტია რა ეტყობა ამას დალანტის ერთი ძალიან დაბალი დონის ძიუდოისტია დაჯე მაგის დონესაც ვერ აჩვენებს მსაჯები რომ არა პირველ წრესაც ვერ გაივლიდა ეს ლიპრტელიანო კიდევ ცალკე კოშმარი
რეზერვი არ ჩანს მოკლედ
მარგველაშვილი მგონი ვაზარზე დავარდა და გაატარეს
ეხლა კი მოიგო გიუნამ ნაღდად
გიუნაშვილს აშკარად მოაგებინეს!
ეგეთ მოგებას რა უთხარი
ჩადუნელი იყო თუ ვინ ბოლოს დაღლილი რომ იყო და რაღაცნაირად მაინც რომ მოიგო
მომეჩვენა რომ გიუნაშვილს მოაგებინეს
სარეიტინგო ქულები როგორ ნაწილდება ამ ტურნირზე ?
გიუნაშვილი ჟილკიანად ჭიდაობს
ხუბულურის სტილი ვერ გავიგე რა იჭიდავა
დილამშვიდობისა საქართველო , წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ვერ გევიგე?
გოგოებმა რა დაგიშავეს?
გოგებს პირველ რიგში
უკვე მეორე წელია რაც ჩვენივე ნაკრები არ სცემს პატივს ამ ტურნირს.
ნუ წელს კიდევ ცოტა უკეთესი სიტუაციაა.
მე როგორც რიგით გულშემატკივარს მეკარგება მუღამი , რომ დავესწრო ამ ტურნირს.
ტურნირს რამოდენიმე სიახლე სჭირდება :
1)ჩვენა ნაკრებამ უნდა დააფასონ ტურნირი და დააყენონ უძლიერესი შემადგენლობა
2)უნდა გაიზარდოს საპრიზო ფონდი
3)გახდეს ბილეთები ფასიანი ( 5-10 ლარი ) რითაც შესაძლებელია დაბალანსდეს გაზრდილი ფონდი. მაგალითისთვის : თუ 3 დღიან ტურნირზე ჯამში გაიყიდება 10 000 ბილეთი ( ჩემი აზრით რეალურია ) მინიმუმ 50 000 ლარის შემოსავალზე უნდა გვქონდეს საუბარი.
4)თავისუფლად შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკება , რომ მათი სპორცმენები ( 1-2 ნომრები ) თბილისის ტურნირზე დაესწრონ. ალტერნატივა შეიძლება შევთავაზოთ მასტერკლასები / შეკრებები და ა.შ.
5)რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება თუ კალენდარი შეიცლვება ( არ ვიცი რა სირთულებთან იქნება დაკავშირებული , თუმცა ერთი შეხეცვით მარტივი არ უნდა იყოს ).
6)....
ჩემზე უკეთ ჩახედული დაამატებს რაიმეს...
ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები ჩვენს გუნდს !
რახანც პატივი არავინ დაგვდო მაშინ ჩვენი მხრიდან უძლიერესი შემადგენლობით გამოსვლა რაღაცნაირად საკუთარი თავის არ დაფასებას ჰგავს. მაყურებლის პატივისცემა ერთია მაგრამ ვიღაცეების 4-5 ნომერთან საჭიდაოდ არ შევაწუხებდი ოლიმპიურ ჩემპიონს
stripslashes((strlen('http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=com')>0?'http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=com':'http://judolive01.lb.judobase.org/live/index.php?channel=com'))
11 ზე
რომელ საათზე იწყება და რომელ არხზე გადის თუიცით?
ისე ამ ბოლო დროს თითქმის ყველა ტურნირზე და თამაშზე დასწრება თავისუფალია ! მუშაობს ბიძოს ფინანსებიი მუშაოოობს ! DD
ობოლაძეს ეტყობა ძიუდოსთან მაინცდამაინც ვერ არის ახლოს.
წლდან წამდე თითონ რომ არ ცემენ პატივს ქქართველები ვისგან რას ითხოვენ? ყველაფერში ესე როგორ უნდა ჩაჯ დაწყებული უაზროდ აშენებული მაგ სასახლით დამთავრებული სხვა რამებით. მე მაინც წავალ მკიდია
ერთ კვირაში ანტალიაა და იქ უფრო მეტი ხალხია დარეგისტრირებული და უფრო ძლიერი სასტავიცაა.
მართლაც გაგვიბანძდა ტურნირი ძალიან. ალბათ კალენდარშიც ცვლილება უნდა ვთხოვოთ.
რამე უნდა უშველონ ამ ტურნირს. ძალიან დაბალ დონის ტურნირად იქცა.
ბადეები დაიდო, მაგარი უაზრო ხალხია ჩამოსული. იმენა მესამე სასტავებით არიან ჩამოსულები სულ გაბანძდა ეს ტურნირი რა...
მონღოლები მაინც ჩამოთრეულიყვნენ, ყველგან ეგენი დაეხეტებიან
იაპონიასა და კორეაში არც ჩვენები არ უნდა ჩავიდნენ.
იმათი ჩემპიონატია ძალიან მალე და მაგიტო არ ჩმოდიან.
წარმატებები