ფეხბურთი

15:46 | 13.03.2018 | ნანახია 1893 - ჯერ

ჰარი კეინი შესაძლოა მუნდიალს დააკლდეს

ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი ტრავმირებულია. 24 წლის ინგლისელმა ფორვარდმა “ბორნმუთთან” შეხვედრაში კოჭი დაიზიანა და როგორც ჩანს, ყველაფერი სერიოზულადაა.

კეინი პირველ ტაიმში მეკარე ასმირ ბეგოვიჩს შეეჯახა და ტრავმაც ამ ეპიზოდში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა დრო გაუცდება ჰარის, მაგრამ როგორც წინასწარმა გამოკვლევამ აჩვენა, დაზიანების ხარისხი საკმაოდ მძიმეა. შესაძლოა, კეინმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშოს.

თუ ასე მოხდა, ეს უდიდესი დანაკლისი იქნება ინგლისის ნაკრებისთვის, რადგან კეინი დღეს თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

ინგლისელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 35 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:22 | 14.03.2018
ogafa (10220)

დიდი დანაკლისი

23:28 | 13.03.2018
ManUtdFan (278)

არადა ძაან მაგარ ფორმაში იყო მაგრა გაუჭირდება ტოტეს ლორენტეს იმედზე თუ აპირებენ ყოფნას

23:09 | 13.03.2018
მაგარი საიტია (25)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

21:12 | 13.03.2018
naiki (5503)

აჰა - ტერეზიტოს უფრო კარგი მიზეზი ექნება ინგლისის ნაკრები რუსეთში არ გაუშვას - რუსეთში გარდაუვალი მარცხი კიდე უფრო მტკივნეული იქნება სკოტლანდ-იარდის ფსბ-სთან მარცხის მერე

19:38 | 13.03.2018
gogssi (3755)

არც ინგლისია ცოდო და არც ტოტენჰემი. თვითონ კეინია ცოდო, ასეთ ფორმაში რომ მსოფლიოს გამოტოვებს.

19:11 | 13.03.2018
linkin-park (3179)

ერთადერთი ვარსკვლავი ყავს იმ დონდლო გუნდს და ისიც აკლდება. ინგლისის ჯგუფში ჩარჩენა დაწერეთ. უცხო მაინც არაა მაგათთვის. პანამა გავა მეორე

19:00 | 13.03.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მსოფლიოზე ალბათ მაინც იქნება მაგრამ ტოტენჰემს დააკლდება ძაან დარჩენილ თამაშებში ოთხეულის გარეშე შეიძლება დარჩეს გუნდი მუნდიალზე თუ არ იყო საერთოდ მერვედფინალს ვერ გაცდება ინგლისი

17:06 | 13.03.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ტოტენჰემმა იკითხოს თორემ ინგლისმა შეუთვალა პუტინს ნაკრებს არ გამოუშვებთო))

16:57 | 13.03.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

მართლა დაერხევა ინგლისს. ვინღა მოაწოდებს კუთხურებს ?

16:49 | 13.03.2018
temo11 (1791)

ინგლის როდის შველია რამე, მსაჯები თუ უშველიან

16:42 | 13.03.2018
იკა..იუვე..10 (4132)

ტეხავს.. მაგრად მევასება.. თუმცა ჩამილომ სწორად აღნიშნა, ინგლისს მაინც არაფერი ეშველება

16:37 | 13.03.2018
chamilo (33560)

ტოტენჰემს ნამდვილად დააკლდება მაგრამ ინგლისის ნაკრები ისეთია მესი,მარადონა,პელე რომ ჰყავდეს მაინც ვერაფერს იზავენ,ტოფიკ ბახრამოვიც ვერ ადგება საფლავიდან რომ დაეხმაროს

16:57 | 13.03.2018
ტორნადო (128)

მესი სადაც არი ის ნაკრები ხომ ავსი ოქროებით

16:21 | 13.03.2018
keano16 (44)

ვაი ვაი ეს თუ ვერ მოვიდა ხოდზე ისედაც უბედურ ინგლისს რა ეშველება

0.118573