“ლივერპულის” შემტევის მოჰამედ სალაჰის შეძენით მადრიდის “რეალი” დაინტერესდა, რომელიც ეგვიპტელი ფეხბურთელით გარეთ ბეილის შეცვლას აპირებს.
როგორც El Confidencial-ი იტყობინება, მადრიდელებმა ჩანაფიქრის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს და ინგლისური კლუბისგან პასუხიც მიიღეს თუ რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევთ ტრანსფერის სანაცვლოდ. გამოცემის ცნობით, “ლივერპული” სალაჰს 160 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.
სალაჰი “ლივერპულში” 2017 წლის ზაფხულში “რომადან” გადავიდა და მას მერსისაიდელებთან კონტრაქტი 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. 25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.