ავსტრიის ტიპიკო ლიგის მორიგ ტურში დუბლით გამოირჩა გიორგი ქვილითაია. “რაპირდმა” ევროპა ლიგის საგზურის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი “ლინცი” სწორედ ჩვენებურის გოლებით დაამარცხა (2:0). ქვილითაიამ, რომელმაც ჯერ თავით, შემდეგ კი, შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი გაიტანა, თამაში შეაფასა.
“ექვსი თვის განმავლობაში არ მქონდა კარგი პერიოდი, მაგრამ საბედნიეროდ იღბალი დამიბრუნდა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. რაც მთავარია, სამი მოუგებელი თამაშის მერე გამარჯვება მოვიპოვეთ და ნდობა დაბრუნდა”, - განაცხადა ნამატჩევს გიორგიმ.
ქართველი ფორვარდის შესახებ კომენტარი “რაპიდის” მთავარმა მწვრთნელმა გორან ჯურიჩინმაც გააკეთა:
“თუ იტანს, ორზე ნაკლებს არა. გიორგი ბოლო კვირების განმავლობაში თავდაუზოგავად, კარგად ვარჯიშობდა და ეს დაიმსახურა”, - აღნიშნა ჯურიჩინმა.
გიორგი ქვილითაიას ავსტრიის ტიპიკო ლიგის მიმდინარე სეზონში 20 (ძირითადში 10-ჯერ იყო) შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.