ავსტრიის ბუნდესლიგის XXIV ტურში ჩინებულად გაისარჯა გიორგი ქვილითაია. ვენის "რაპიდი" სწორედ ჩვენებურს უნდა უმადლოდეს, რომ "ლინცი" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი ქვილითაიას ანგარიშზეა. ჯერ 45-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე დუბლი გაიფორმა და როგორც შემდგომ გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ეს გიორგის პირველი დუბლია ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში. ისე კი, სამი გოლი დაუგროვდა 20 შეხვედრაში. ქართველმა ფორვარდმა ხსენებულ შეხვედრაში მე-80 წუთამდე ითამაშა.
რაც შეეხება "რაპიდს" - მეოთხე ადგილზე იმყოფება 39 ქულით და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიდეო ისეთი ხარისხისაა, კარგად ვერ შევამჩნიე თავით გაიტანა თუ ფეხით
ამ საიტის ადმინები როდისმე ისწავლიან ნორალური ვიდეოს ატვირთვას? ქვეყნის #1 სპორტულ საიტობაზე რომ გაქვს პრეტენზია მინიმუმ ასეთ ვიდეოს არ უნდა ტვირთავდე
დღეს ძარიამაც გაიტანა
მეორე გოლის დროს, მართალია, კარგად შეასრულა და გოლიც ლამაზი იყო, მაგრამ, მგონი, პასი უფრო სწორი იქნებოდა.
ჩაკვეტაძის საგოლე : ) საღოლ ბიჭობა : )))
ვაა... ამის მეორე გოლის ვიდეო, ვერ ვიპოვე ვერსად, ჯერ-ჯერობით
არაბულმაც გაიტანა
გეხვეწები ძმაო, ცხოვრებაში ერთხელ რამე ნორმალური გოლიც გაიტანე :დ
რა გინდა, ნაკრებში კი აქ ერთი კაი გოლი განატანი
კაია ბიჭებო! შეყარეთ, შეყარეთ, ეგებ ნაკრებშიც გაისწოროთ მიზანი.
მეორეც შეაგდო : )))
ყოჩაღ