ფეხბურთი

13:26 | 17.02.2018 | ნანახია 550 - ჯერ

ინიესტას ჩინეთში 35 მილიონს სთავაზობენ

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა შესაძლოა დამდეგი სეზონიდან ჩინეთის სუპერლიგაში ვიხილოთ. ყოველშემთხვევაში, “ბარსას” კაპიტანს ჩინური “ტიანჯინი” ფანტასტიკურ კონტრაქტს სთავაზობს.

კატალონური Sport-ის ცნობით, აზიელები ინიესტას წელიწადში 35 მილიონ ევროს ჰპირდებიან და არაა გამორიცხული, რომ ხავიერ მასკერანოს შემდეგ “ბარსელონადან’ ჩინეთში კიდევ ერთი ფეხბურთელი გადაბარგდეს.

“ბლაუგრანას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე კი ამაზე არ ფიქრობს:

“სათქმელი არაფერია, რადგან არასდროს მიფიქრია, რომ ინიესტამ შესაძლოა დაგვტოვოს. ის ჩვენთანაა და ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება სეზონის დარჩენილ ნაწილში, როგორც ყოველთვის”, - ამბობს ვალვერდე.

რაც შეეხება ინიესტას – ესპანური მედიის ინფორმაციით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ დასრულდება მიმდინარე სეზონი. გადაწყვეტილებასაც ანდრესი სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.076174
550