ფეხბურთი

18:16 | 16.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელებმა ლუქსემბურგი მეორედაც დაამარცხეს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად ლუქსემბურგთან და 3:0 იმარჯვა. წინა შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გუნდმა 2:1 მოიგო.

მეორე შეხვედრამაც მთლიანად ქართველთა უპირატესობით ჩაიარა, გოლებით კი მორჩილაძე, მირზიკაშვილი და ტალახაძე გამოირჩნენ.

საქართველო: კაპანაძე, დევდარიანი, ლატარია, არველაძე, ხორავა, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, ოგბაიძე, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, ხვედელიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ზურაბიანი, აბუაშვილი, ოსიყმაშვილი, ტორონჯაძე.

0.134254