ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი კრიტიკოსებს პასუხობს. არგენტინელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ მატჩის შემდეგ დივნიდან საუბარი ადვილია.
“ადვილია ლაპარაკი თამაშის შემდეგ დივნიდან ან სკამიდან. 2:0-მდე ყველაფერი იდეალური იყო, 2:2-ის შემდეგ კი ყველაფერი სწრაფად შეიცვალა. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ხმები. ლონდონში მივდივართ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ვეხვევი ყველას, ვისაც “იუვენტუსისთვის” ნამდვილად კარგი უნდა”, - დაწერა არგენტინელმა ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, “იუვენტუსი” “ტოტენჰემს” დაუზავდა (2:2). ტურინელები მეცხრე წუთისთვის გონსალო იგუაინის დუბლით 2:0 იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა გაანიავეს. აღსანიშნავია, რომ “პიპიტამ” ორი რეალური საგოლე მომენტი გაანიავა და მათ შორის, თერთმეტმეტრიანიც.