ფეხბურთი

17:07 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კეინმა საიუბილეო გოლისთვის Nike-სგან საჩუქარი მიიღო

“ტოტენჰემის” ფორვარდს ჰარი კეინს ინგლისის პრემიერლიგაში გატანილი საიუბილეო მე-100 გოლი კომპანია Nike-მ ექსკლუზიურად მისთვის დამზადებული ბუცებით მიულოცა.

კეინმა აღნიშნულ ნიშნულს “ლივერპულთან” პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში (2:2) უწია და თამაშის დასრულებისთანავე საჩუქარი გასახდელში დახვდა.

კეინისთვის დამზადებული ბუცების შიდა მხარეს და თასმებზე ფეხბურთელის გვარია გამოსახული, ბუცის უკანა მხარეს კი რიცხვი 100, რაც ფორვარდის მიღწეულ შედეგს აღნიშნავს.

როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, ამ ბუცებს კეინი პირველად ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტურში “არსენალთან” მოირგებს, მერე კი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “იუვენტუსთან”.

0.119862