ფეხბურთი

23:07 | 7.01.2018 | ნანახია 356 - ჯერ

დინამო თბილისის განცხადება

დინამოს პრეზიდენტის მიერ WORLDSPORT.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუს, ამავე გამოცემაში პასუხობს ზუკა დავითაშვილის მამა - სულიკო დავითაშვილი. ის ამბობს, რომ მის ვაჟს იწვევდა ყაზანის რუბინი, ამის შესახებ ინფორმირებული იყო დინამო და რომან ფიფიამ ჩაშალა მოლაპარაკება.

სინამდვილეში იყო მცდელობა დინამოს გვერდის ავლით ფეხბურთელის აღნიშნულ რუსულ კლუბში გადაყვანის, რის შესახებაც დინამოს ხელმძღვანელობამ შეიტყო. ფიფას კანონმდებლობით მკაცრად ისჯება დამნაშავე კლუბიც და ფეხბურთელიც. იქიდან გამომდინარე, რომ ზუკა დავითაშვილი არის დინამოს აკადემიის აღზრდილი და ამავე დროს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წამყვანი მოთამაშე, დინამოს ხელმძღვანელობამ არ მისცა მსვლელობა ამ დარღვევის გამოძიებას და ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით არ დაუნგრია კარიერა, ნიჭიერ მოთამაშეს.

დინამოს დღესაც აქვს ამ ბერკეტის გამოყენების უფლება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა დატოვა კლუბი, ხოლო მისი მამა ცდილობს მადლობის ნაცვლად, აქეთ დადოს ბრალი კლუბის ხელმძღვანელს, ჩვენი კლუბი მაინც არ აპირებს ამ საკითხში ფიფას ჩარევას. რაც შეეხება რუბინს, ყაზანური კლუბიდან დაუკავშირდნენ რომან ფიფიას და სატელეფონო საუბარში რუსულმა მხარემ აღიარა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს. ხოლო დინამოს სახელზე კი რუბინიდან მოვიდა წერილი, რომლითაც ისინი აცხადებენ, რომ თუ დაინტერესდებიან დავითაშვილით, უშუალოდ დინამოსთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

აქვე, თანდართული დოკუმენტის ქართული თარგმანი:

საფეხბურთო კლუბი „რუბინი“ სკ დინამო თბილისის პრეზიდენტს ბ-ნ რომან ფიფიას

პატივცემულო რომან, სკ „რუბინს“ სურს ოფიციალურად გაცნობოთ, რომ ჩვენი კლუბი არ არის დაინტერესებული ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით, დაბადების თარიღი 15/02/2001. გამომდინარე იქიდან, რომ ფეხბურთელი გახლავთ არასრულწლოვანი, FIFA- ს რეგულაციების თანახმად შეუძლებელია განვახორციელოთ მსგავსი საერთაშორისო ტრანსფერი. კლუბი, მხარს უჭერს FIFA- ს მიერ დადგენილ რეგულაციებს და შესაბამისად არავის აქვს უფლება აწარმოოს მსგავსი მოლაპარაკება კლუბის სახელით. როდესაც ფეხბურთელი მიაღწევს სრულწლოვან ასაკს, შემდეგ შესაძლებელია მისი ტრანსფერი გახდეს მოლაპარაკების საგანი ჩვენს კლუბებს შორის.

სპორტული დირექტორი, რუსტამ საიმანოვი.

ს.კ დინამო თბილისის პრესსამსახური


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:09 | 21.05.2013
GOVEN (4940)

barca-cule
და რათ გინდათ? სონგი რომ გიზით სკამზე არ გყოფნით? თა ეს ზოგიერთივით პუტანა არ არის!!

14:05 | 21.05.2013
Deulofeu (13279)

ამ ბოლო წლებში დამკვიდრებილი წესის მიხედვით წელსაც გვიწევს არსენალიდან ვინმე ლიდერის შეძენა და მე მომხრე ვარ ეს ვინმე უილშირი იყოს

13:19 | 21.05.2013
alcantara. (2593)

სათაური DDDD

12:42 | 21.05.2013
gioliver (964)

ფერდინანდს უკბინა DDDD

12:18 | 21.05.2013
chamilo (33560)

ინგლისის კაპიტანი შეიძლება როდესმე გახდე და არსენალს რაც შეეხება მალე ვინმე შეთავაზებს არსენალს მაყუთს და გაგყიდიან

13:03 | 21.05.2013
Deulofeu (13279)

და ეს გუნდი ალბათ ისევ ბარსელონა იქნება

12:10 | 21.05.2013
nukri_nukria@mail.ru (1610)

და მერე წარმატების ზენიტში წახვალ არსენალიდან DDD

0.067083
356