ფეხბურთი

18:12 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქე გახდა

21 წლის ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქე გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ბექას საქართველოს პასპორტი გადასცა.

ერთი თვის წინ ვწერდით, რომ ვაჩიბერაძემ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა და სასიამოვნოა, რომ დღეს ოფიციალური სახე მიეცა.

ბექა ვაჩიბერაძე ამჟამად უკლუბოდაა და იანვარში ველით მის შესახებ სიახლეებს. ბოლოს ესპანურ "ბეტისში" ირიცხებოდა.

ვაჩიბერაძე საქართველოში დაბადებულ-გაზრდილია, შემდეგ უკრაინაში გადავიდა და დონეცკის "შახტარის" აკადემიაში მოხვდა, ითამაშა უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში და იქ ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. წელიწადნახევრის წინ, საქართველო-უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირებაში (3:3) ბოლო წუთზე გოლიც კი გაიტანა.

0.117221