ფეხბურთი

14:27 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს სახელით

21 წლის ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს სახელით ითამაშებს. ეს საკითხი ფიფაში განიხილეს და დაადასტურეს, რომ პრობლემა არ იქნება, თუ ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და ნაკრებშიც ითამაშებს.

ვაჩიბერაძე საქართველოში დაბადებულ-გაზრდილია, მოზარდობისას წავიდა უკრაინაში და შემდეგ დონეცკის ‘შახტარის” აკადემიაში მოხვდა. ბექამ უკრაინის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა, შარშან კი გოლიც გაიტანა ქართველთა კარში: საქართველო-უკრაინის 21-წლამდელთა დაპირისპირება 3:3 დასრულდა.

ვაჩიბერაძე “შახტარის” მთავარ გუნდში არ დააწინაურეს და შარშანწინ ესპანურ “ბეტისში” გადავიდა, სადაც დუბლებში უწევდა გამოსვლა.

“დიდი ხანია, რაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება გადავწყვიტე. უბრალოდ, არ მინდოდა, რომ ეს შესარჩევის ბოლომდე გამემჟღავნებინა, რათა უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელისთვის იმედი არ გამეცრუებინა.

...საწყენია, რომ ბოლო დროს უკრაინულ ფეხბურთში ბევრი პოლიტიკაა. ჩემს მიმართ ურთიერთობაც შეიცვალა. ამის გამო არც ვიტირებ და არც ისეთ სახეს მივიღებ, თითქოს ვერ ვამჩნევ. რაც არის, არის.

...ვფიქრობ, არაფერში არ ვტყუი. მინდორზე ბოლომდე ვიხარჯებოდი და ყოველთვის წინა პლანზე ვაყენებდი გუნდურ შედეგს.. დარწმუნებული ვარ, ხალხი გამიგებს” – უთხრა ვაჩიბერაძემ უკრაინულ სპორტ-ექსპრესს.

0.102126