სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:45 | 7.12.2017 | ნანახია 2605 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ფაქტები და რეკორდები

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ, ტურს ციფრებში. საინტერესო ფაქტები, მიღწევები, რეკორდები და სტატისტიკური მონაცემები.

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტური ერთ გვერდზე:

6 – კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 6 შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

11 – “ნაპოლიმ” ევროთასებზე ზედიზედ 11 საგარეო მატჩში შეძლო გოლის გატანა და ეს საუკეთესო შედეგია ნეაპოლელთა ისტორიაში.

2 – “დორტმუნდი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულით დაიკავა.

5 – პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლიდან 5 “რეალს” გაუტანა. გაბონელს უფრო მეტი არცერთი სხვა გუნდის კარში არ აქვს გატანილი (ჩემპიონთა ლიგაზე).

306 – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 306 გოლი გავიდა და ეს ტურნირზე ჯგუფური ეტაპისთვის ყველა დროის რეკორდია.

15 – “მონაკომ” ჯგუფურ ეტაპზე 15 გოლი გაუშვა. ფრანგულ გუნდებს ჯგუფურ ეტაპზე ამდენი გოლი არასდროს გაუშვიათ.

2005 – რიჩარდ გეძალი გახდა “მონაკოს” პირველი ფეხბურთელი 2005 წლის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გააძევეს. ბოლოს “თავადების” ფეხბურთელს წითელი ბარათი 2005 წლის 9 მარტს, პსვ-სთან შეხვედრაში უჩვენეს. კერძოდ, გაელ ჟივეს.

2 – კრიშტიანუ რონალდუს ორი სხვადასხვა სახე: ჩემპიონთა ლიგაზე 21 კარში დარტყმა და 9 გოლი, ლა ლიგაში 21 კარში დარტყმა და 2 გოლი.

3 – ფილიპე კოუტინიომ “ლივერპულის” მაისურით ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა.

1 – ფერნანდო ლორენტემ “ტოტენჰემის” რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა (17 თამაშში).

4 – 2006-2007 წლების სეზონიდან მოყოლებული პირველად მოხდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ოთხი ინგლისური გუნდი პირველ ადგილზე გავიდა.

5 – ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ხუთი გუნდით იქნება წარმოდგენილი.

18 – მოჰამედ სალაჰს ყველა ტურნირის ჩათვლით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის (18).

23 – “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 23 გოლი გაიტანა. ეს ინგლისურ გუნდებს შორის სარეკორდო მაჩვენებელია.

1470 – ალვარო ნეგრედომ ჩემპიონთა ლიგაზე 1470 დღის შემდეგ გაიტანა გოლი. ესპანელს ბოლოს “სიტისა” და “პლზენის” მატჩში გაეტანა (2013 წლის 27 ნოემბერს).

23 – ფერნანდო ლორენტემ ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი კარიერაში პირველად მიითვალა (23 შეხვედრა ლიგაზე).

03:51 – ფილიპე კოუტინიოს პენალტი “ლივერპულისთვის” ჩემპიონთა ლიგაზე, კერძოდ, “ენფილდ როუდზე” გატანილი ყველაზე სწრაფი გოლია.

17 – ფილ ფოდენი “მანჩესტერ სიტის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ყოფილა (17 წლისა და 191 დღის).

100 – პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი ჩაატარა მწვრთნელის რანგში. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონს, არსენ ვენგერს, კარლო ანჩელოტის, ჟოზე მოურინიოსა და მირჩა ლუჩესკუს გააჩნიათ.

1 – მადრიდის “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად ვერ გავიდა. მაშინ, “როხიბლანკომ” ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა და საბოლოოდ ტურნირი მოიგო.

40 – “მანჩესტერს” საკუთარ მოედანზე (ყველა ტურნირის ჩათვლით) უკვე 40 თამაშია არ წაუგია და პირად რეკორდამდე ერთი წაუგებელი შეხვედრა აშორებს.

10 – კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გატანა (15 თამაშში) ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში შეძლო. აქვე, საუკეთესო ხუთეულიც:

მპაბე – 18 წელი, 11 თვე, 15 დღე

ბენზემა – 20 წელი, 10 თვე, 2 დღე

სავიოლა – 21 წელი, 3 თვე, 0 დღე

მესი – 21 წელი, 3 თვე, 7 დღე

რაული – 21 წელი, 3 თვე, 24 დღე

რუნი – 22 წელი, 0 თვე, 14 დღე

6 – პოლ პოგბამ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 12 მატჩში მეექვსე საგოლე პასი გააკეთა. ეს იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მანამდე ჩატარებულ 51 თამაშში ჰქონდა.

390 – საულ ნიგეზის გოლი “ჩელსის” კარში იყო “ატლეტიკოსთვის” პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში. ბოლოს მადრიდელებმა აპრილში “ლესტერი” დაამწუხრეს მისსავე მოედანზე (390 წუთი).

2 – “მანჩესტერმა” ჩემპიონთა ლიგასა და ინგლისის ლიგის თასზე ჩატარებულ 4 საშინაო მატჩში უფრო მეტი გოლი გაუშვა, ვიდრე პრემიერლიგის 7 საშინაო შეხვედრაში.

11 – “ბარსელონამ” ზედიზედ 11 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა.

6 – “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ლეო მესია (17 გოლი). საინტერესოა, რომ მეორე ადგილზე ამ მხრივ, მეტოქე ფეხბურთელები არიან ავტოგოლებით (6).

8 – 2015-2016 წლების სეზონიდან მოყოლებული საულ ნიგეზს ესპანელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე (8).

4 – “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა ზედიზედ მეოთხედ მოახერხა.

2 – “რომამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე პირველი ადგილი მეორედ დაიკავა. პირველად 2008-2009 წლების სეზონში გააკეთა და მაშინაც, უკან “ჩელსი” მოიტოვა.

25 – პაულო დიბალას მიმდინარე სეზონში 25 საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ჩემპიონთა ლიგაზე.

1 – კორენტინ ტოლისო გახდა პირველი ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი გაუტანა.

2014 – “პარი სენ ჟერმენმა” ზედიზედ ორი თამაში (“სტრასბურგთან” და “ბაიერნთან”) 2014 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო (“ბარსელონასთან” და “გენგამთან”).

1 – 2017 წლის მარტის შემდეგ (“ბარსელონა”) პსჟ-მ პირველი ტაიმი ორი ბურთის სხვაობით პირველად წააგო.

3 – კორენტინ ტოლისომ “ბაიერნის” ბოლო 4 გოლიდან სამში უშუალო მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგაზე (2 გოლი, 1 პასი).

63 - “ბაიერნმა” “ალიანც არენაზე” ზედიზედ 63 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. კლუბის ისტორიაში ამაზე უკეთესი სერია კი მხოლოდ 77 თამაშია (1979 წლიდან 1982 წლამდე).

Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:39 | 08.12.2017
didier_drogba (12474)

admin dagexmarebi tu ginda turkul klubs akamde ar hkonda chempionta ligis jgupshi pirveli adgili agebuli

18:41 | 07.12.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (4181)

ყველაზე მეტი ქულა მაინც ტოტენჰემმა დააგროვა

19:05 | 07.12.2017
ani-federer 20 (5973)

აბა რააააააა

18:04 | 07.12.2017
dpj-001 (1558)

ფეხბურთი გაფაჩაკდა...
სად 90 იანების და 2000 იანების ფეხბურთი და სად ეხლანდელი...ჯერ რა ფეხბურთელები იყო,მართლა ძნელი იყო საუკეთესოს დასახელება...ან და რა ხდება 1 ჯგუფსი 1 გუნდი 7-0 იგებს 2 ჯერ...გოლები გადის საჩოგბურთო ანგარიშებია...10 წელია მესი რონალდო მესი რონალდო...სუფთა 9 იანი დაკარგეს ზოგჯერ იკო ზოგჯერ ფაბრეგასი ზოგჯერ აზარი ხან ვომელი გარემარბი...ეხლა 10 იანს დაერიენ...
და მთავარი გატოტალიზატორება

17:56 | 07.12.2017
გ.ი.გ.ზ.ი. (4181)

რონალდოს მიღწევა მართლაც საოცრებაა

17:15 | 07.12.2017
The King of Grass (10754)

კრიშტიანუ რონალდუს რეკორდები ჩემპიონთა ლიგაზე:
ყველაზე მეტი გოლი ისტორიაში - 114
ყველაზე მეტი გოლი პირველ ტაიმში - 51
ყველაზე მეტი გოლი მეორე ტაიმში - 63
ყველაზე მეტჯერ პირველი გოლის ავტორი - 40
ყველაზე მეტჯერ ბოლო გოლის ავტორი - 34
ყველაზე მეტი გოლი სახლში - 60
ყველაზე მეტი გოლი გასვლაზე - 54
ყველაზე მეტი გოლი ლიგაზე ერთი გუნდის მაისურით - 99
ყველაზე მეტი გატანილი პენალტი - 14
ყველაზე მეტი გოლი ლიგაზე პენალტების გარეშე - 100
ყველაზე მეტი ასისტი ლიგაზე - 36
ყველაზე მეტი გოლი ლიგის ერთ სეზონში - 17
ერთადერთი მოთამაშე, რომელიც სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ 5-ჯერ გახდა.
ყველაზე მეტჯერ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - 6
ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი ერთ სეზონში - 3, ჯამში 7.
ყველაზე მეტი გოლი პლეი-ოფში - 54
ყველაზე მეტი გოლი ერთ ჯგუფურ ეტაპზე - 11
გატანილი გოლი ყველაზე მეტ ფინალში - 3
ყველაზე მეტი გოლი ერთ კალენდარულ წელიწადში - 18
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 100 გოლი გაიტანა.
ყველაზე მეტი გატანილი ჯარიმა - 13
ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც 15+ გოლი ორ სხვადასხვა სეზონში გაიტანა.
პირველი მოთამაშე, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა ჰეთ-თრიქი.
ზედიზედ ყველაზე მეტ გასვლით მატჩში გატანილი გოლი - 12
ყველაზე მეტი გამარჯვება პლეი-ოფში - 29
ყველაზე მეტი დუბლი - 20
ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ექვს სეზონში 10+ გოლი გაიტანა.
პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში გაიტანა გოლი.

18:50 | 07.12.2017
zviadi-shxefi (3285)

ერთს დავამატებდი - ზედიზედ 11 მატჩში გატანილი გოლი

17:13 | 07.12.2017
The King of Grass (10754)

ადმინ რონალდოს სალიგო მიღწევებზე უფრო ვრცლად უნდა დაგეწერა თუ მაინცდამაინც მე უნდა დავწერო

10:18 | 08.12.2017
cerber1 (456)

მესის ფანია

16:10 | 07.12.2017
GIO-EUROPE (43)

აუ რა გაასწორა სპარტაკის ამოტენვამ,ყველაზე საძულველი კლუბი დედამიწაზე

სტატისტიკა
0.195464