ფეხბურთი

12:18 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაისს სერბები მუნდიალზე ეპატიჟებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის ვლადიმირ ვაისის კანდიდატურა სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილება.

სერბული ფეხბურთის მმართველებმა რამდენიმე დღის წინ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს - მუნდიალის შესარჩევი ტურნირის მომგები სლოვოლიუბ მუსლინი დაითხოვეს, რომლის ხელმძღვანელობით სერბეთის ნაკრებმა ჯგუფში, სადაც ირლანდიის, უელსის, ავსტრიის, საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებები გამოდიოდნენ, პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

თავდაპირველად, მუსლინის შემცვლელად მლადენ კრსტაიჩი დასახელდა, თუმცა როგორც სლოვაკური გამოცემა sport.aktuality.sk წერს, სერბებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, შესაძლოა, ვაისმა უხელმძღვანელოს. მის გარდა, სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია რობერტ პროსინეჩკისა და დრაგან სკოიკოვიჩის კანდიდატურებზეც მსჯელობს.

ვლადიმირ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის ვადა ეწურება და ცნობილია, რომ მხარეებს მისი გახანგრძლივების სურვილი აქვთ, თუმცა ახალი ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა.

0.136996