ფეხბურთი

23:25 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალზე გასვლის მიუხედავად, სერბეთს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეტოქის, სერბეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. როგორც ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, სლავოლიუბ მუსლინი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

64 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით სერბეთმა მხოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ იყო. სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია უკმაყოფილი დარჩა ნაკრების ბოლო ორ მატჩში ნაჩვენები თამაშით (ავსტრიასთან და საქართველოსთან).

გარდა ამისა, მუსლინი სერბეთის ნაკრებში არ იძახებდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, მათ შორის, “აინტრახტის” ნახევარმცველ მიატ გაჩინოვიჩსა და “ლაციოს” შუახაზელ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მუსლინის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო.

თავის მხრივ, უკვე ცნობილია თუ ვინ გაწვრთნის მუნდიალზე სერბებს. მლადენ კრსტაიჩი, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში ლევან კობიაშვილის თანაგუნდელი იყო გელზენკირხენის “შალკეში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121127