ფეხბურთი

17:44 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა ექსტრაკლასას სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრების და “კორონას” ფორვარდი ნიკა კაჭარავა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ლეხიასთან” 5:0 მოგებულ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი მიითვალა (VIDEO) და მისი თამაში ექსტრაკლასას ვებგვერდმაც გამოარჩია.

ქართველმა შემტევმა გდანსკში “ლეხიას” პირველი გოლი 26-ე წუთზე გაუტანა, პირველი ტაიმის მიწურულს კი დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდი სოლიდურად დააწინაურა. “კორონას” მთავარმა მწვრთნელმა კაჭარავა შესვენებაზე შეცვალა.

ნიკამ მიმდინარე სეზონში “კორონას” შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

0.118802