პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში, ნიკა კაჭარავას "კორონამ" გდანსკში, "ლეხია" გაანადგურა - 5:0. აღნიშნულ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
ქართველმა შემტევმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა: მეკარესთან პირისპირ დარჩა და კარგად შეასრულა. მეორე გოლი კი, ტაიმის ბოლო წუთზე შეაგდო. ამჯერად უკვე ვარდნაში იხეირა. ჩვენებური "კორონას" მთავარმა მწვრთნელმა შესვენებაზე შეცვალა.
ნიკას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 5 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასია. "კორონას" 14 ტურის შემდეგ 22 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია.