კალათბურთი

11:56 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 6 ქულა "კლიპერსთან" მოგებულ მატჩში

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" ბოლო ორ დღეში მეორე მატჩში გამართა და „დეტროიტთან“ მოულოდნელი მარცხის შემდეგ (107:115), "კლიპერსთან" საამაყო გამარჯვება იზეიმა - 141:113.

"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა დღეს, გამთენიისას, „კლიპერსის“ წინააღმდეგ 13 წუთი ითამაშა. ამ დროში ზაზამ თავი 6 ქულას და 2 მოხსნას მოუყარა, თუმცა პასივში 3 დაკარგვა ჰქონდა.

„კლიპერსი“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტია და პირველი წაგება 3 დღის წინ სწორედ „დეტროიტთან“ განიცადა, დღეს კი „გოლდენ სტეიტთან“ განადგურდა. ოკლენდელთაგან 31 ქულით სტეფ კარი გამოირჩა, კევინ დიურანტის ანგარიშზე 19 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა.

„გოლდენ სტეიტს“ 5 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში „მემფისის“, „კლიპერსისა“ და „ჰიუსტონის“ შემდეგ მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი ოკლენდელებს 3 ნოემბერს, „სან ანტონიოსთან“ ელით, რომელიც 7 მატჩიდან 4 მოგებით დასავლეთში მე-6 ადგილზეა.

gbf.ge

0.117816