სხვა

13:55 | 2.10.2017 | ნანახია 1663 - ჯერ

ჭაბუკ ძალოსანთა ორი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 23-30 სექტემბერს გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა: 15-წლამდელებში კონტინენტის ჩემპიონები გურამ გიორბელიძე (62კგ) და ლაშა თაქთაქიშვილი (94კგ) გახდნენ.

გიორბელიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული 244კგ-ით მოიგო. მან ატაცში 108კგ-იანი შტანგა დაძლია და ამ მოძრაობაში მეორე შედეგი დააფიქსირა, აკვრაში კი 136კგ-ით პირველი იყო. საგულისხმოა, რომ ატაცში ოქროსმედალოსანმა თურქმა თურან გუნგორმა ასევე 108კგ დაძლია. გიორბელიძეს მცირე ვერცხლი მხოლოდ იმიტომ გადაეცა, რომ წონა თურქის შემდეგ დაიმორჩილა. ორჭიდის ჯამში ქართველმა 9კგ-ით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კიდევ ერთ თურქ კონკურენტს დოგან დონენს.

94კგ წონაში ლაშა თაქთაქიშვილმა ორივე მოძრაობაში პირველი ადგილი დაიკავა: ატაცში 117კგ-ით, აკვრაში კი 145კგ-ით. ორჭიდის ჯამში ლაშამ 262 კგ-ით იპირველა. გიორბელიძის დარად, მანაც თურქ კონკურენტს აჯობა - მთელი 20 კგ-ით გაასწრო ოსმან ორანს.

17-წლამდელთა შორის საქართველოს გუნდმა მხოლოდ ორი მცირე ბრინჯაო მოიგო. 69კგ წონაში არჩილ მალაყმაძემ ატაცში 134კგ დაძლია, +94კგ წონით კატეგორიაში კი იმავე მოძრაობაში 150კგ-ით ასევე მესამე იყო თორნიკე ტაბატაძე.

msy.gov.ge


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:20 | 03.10.2017
federer (17) (15576)

სხვა წონებზეც დაწერეთ რაიმე და ზოგადად ტურნირსაც თუ შეაფასებთ მით უკეთესიი

11:27 | 03.10.2017
roma1985 (62)

Chveni gorila rashveba? Rodis unda acios 400 kilo

19:19 | 03.10.2017
federer (17) (15576)

ვისზე გაქვს საუბარიი

00:56 | 03.10.2017
federer (17) (15576)

აი რა არის სწორი მიდგომა და პროფესიონალების მონაწილება იმ საქმეში სადაც ყველაზე მეტად არიან კომპეტენტურები.
რაც ასანიძე და კახიაშვილი მოვიდნენ სპორტის ამ სახეობაში ეგრევე შედეგებზე გავედით და ეს ხდება ყველა ასაკობრივ დონეზეე
ასეთი პროგრესი არცერთ სახეობაში არ გვაქვს

21:17 | 02.10.2017
ogafa (10220)

ყოჩაღ წარმატებები

15:33 | 02.10.2017
federer (17) (15576)

გიორბელიძე 94 კილოში რო გამოსულიყო ვერცხლის მედალს აიგებდა ასე გამოდის
18 კილო ორჭიდის ჯამში სხვაობა 94 კილოსა და 62 კილოს შორის ძალიან ცოტაა რაც იმას ნიშნავს რო ძალიან ძლიერი ბიჭია გურამიი

14:09 | 02.10.2017
BEERTRANCE (97819)

ვულოცავ მედალოსნებს. კიდევ არა-1ელ გაეხარებინოთ ქართველი ქომაგები.

21:16 | 02.10.2017
ogafa (10220)

+

0.12124