ფეხბურთი

11:58 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდიამ "არკა" პოლონეთის თასის 1/4-ფინალში გაიყვანა (+VIDEO)

ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა ლუკა ზარანდიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა პოლონეთის თასზე და "არკას" 1/4-ფინალის საგზური მოაპოვებინა. საგოლე გადაცემა და დამატებით დროში გატანილი ულამაზესი გოლი, რომელმაც "პოდბესკიძიესთან" სტუმრად გამართული 1/8-ფინალური დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა - ასეთია 21 წლის ქართველის მონაგარი.

ლუკა "არკას" სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. თამაშის მე-14 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ გაიხსნა ანგარიში, თუმცა მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში კი ისევ ზარანდიამ იყოჩაღა, 110-ე წუთზე შორი მანძილიდან გაიტანა და მის გუნდს 2:1 მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ლუკას გადამწყვეტი გოლით, "არკამ" პოლონეთის თასი მოიპოვა.

0.128756