ფეხბურთი

21:10 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდია - გოლი და თასი პოლონურ ფინალში (+VIDEO)

პოლონეთის თასის ფინალი გაიმართა და მატჩის ერთ-ერთი გმირი 20 წლის ქართველი ლუკა ზარანდია გახლდათ. გდინიას "არკამ" დამატებით დროში 2:1 სძლია პოზნანის "ლეხს, ქართველმა შემტევმა კი 71-ე წუთიდან ითამაშა და გოლიც გაიტანა.

ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებითში "არკა" დაწინაურდა და 111-ე წუთზე ლუკამ მეორე გოლი შეაგდო. თან, რა გოლი! კონტრშეტევა, ზარანდიამ 50 მეტრი ირბინა, გზად ორი მეტოქე მოატყუა და საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა.

ზარანდია ამ ზამთარს თბილისის "ლოკომოტივიდან" გადავიდა "არკაში".

0.127208