საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძალიან რთულია დატოვო ის რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე, ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით. ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება. მადლობა" - წერს ზაზა ფაჩულია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ადრეა წასვლა კაპიტანოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო...........
დიდი მადლობა კაპიტანო. წარმატებები
ზაზა ძალიან ძლიერი სპორტსმენი და დიდი ადამიანია,ის სამაგალითოა როგორც ერის შვილი.ვფიქრობ წასვლა ცოტა ნაადრევია,ის ეხლა სპორტული კარიერის პიკზეა, და ალბათ ორი სამი წელი ამ დონეს შეინარჩუნებს თუ მეტი არა.
ჩვენ ევროპულ საკალათბურთო ოჯახში ადგილი იმედია დავიმკვიდრეთ და ზაზას ლომის წილი უდევს ამ საქმეში,მაგრამ წინ ხომ მსოფლიოა!? ესეც ხომ გასაკეთებელია?!და ვინ გააკეთებს ამას თუ ჩვენი ძველი და ახალი თაობა ერთად.
ჩვენ სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს დიდი არჩევანი,ამიტომ ამ თაობის ბიჭებმა უნდა იბრძოლონ მანამდე სანამ „მაშველი“ რაზმი არ მოგისწრებთ,მანამდე ბრძოლის ველს ნუ დატოვებთ ბიჭებო!
რაც შეეხება ზოგიერთების კომენტარს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ბიჭებო,ეს ხალხი სპორტს ისე აღიქვამენ რომ მზად არიან საკუთარი მშობელიც კი არ დაინდოს ოღონდ მოიგონ.
ჩვენს ემოციურობას ცოტა ინტელექტის პრობლემაც ემატება და ჯამში ვღებულობთ ძალიან მძიმე სურათს. იმედია ამასაც გამოვასწორებთ და ღირსეულ ბიჭებს ღირსეული ქომაგი ეყოლება.
მადლობა ზაზას და მთელ გუნდს ამ დაუვიწყარი წლეების და წარმატებებისთვის.
წინ მსოფლიოა! ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ზაზა მადლობა ყველაფრისთვის, დაველოდებით შენს დაბრუნებას ჩინეთში 2019, იქ გაგაცილებთ როგორც გეკადრება შენ,
ისიც აღარ ახსოვს(არც იცის ბევრმა)ზოგს, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისი საქართველოს სახელით გამოსვლა, მაგრამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აირჩია თავისი ქვეყნის სახელის დაცვა(შეადარეთ ბარე ორ ქართველ ფეხბურთელს), ან ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს მართლა ამ კაცზე აუგის სათქმელად. შერმადინის ქულებს და სტატისტიკას რომ უყურებს ზოგი, ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზაზა რომ არ ყოფილიყო, თუ ჩაგვიგდს 80 ჩაგვიგდებდნენ 100-ს, და საერთოდ სხვა დონეა ზაზა მაინც...(არაფერს ვერცი გიოს და სხვაზე არანაკლებად მიხარია მისი წარმატება)
ზაზას აქვს დიდი რესურსი ამ შესარჩევშიც დაგვეხმაროს. ასე რომ ნუ ვიჩქარებთ, ჯერ ადრეა. თუ გინდ ზაზას მეგობარი ნოვიცკი ავიღოთ. კაცი ლამის 40-ის ხდება და დალასში ყველაზე უკეთესია. ზაზამ ტრავმა მოიშუშოს, ცოტა სული მოითქვას და ერთად შევხვდეთ ახალ შესარჩევ ციკლს.
ზაზამ და სხვა კალადბურთელებმა უნდა უშველონ კალადბურთს აკადემია კი გახსნა მაგრამ მეტი ინვესტიცია უნდა არამარტო ფულადი, იმედია წაუძღვებით მომავალ თაობას.
ყველა დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპორცმენი
მადლობა ზაზა!! წარმატებები!
ზაზა მადლობა მეტს იმსახურებს.ნამდვილი ეპოქა შექმნა ჩვენს ნაკრებში.ბ დივიზიონიდან ლიტვას ვუგებთ ევრობასკეტზე.გამორჩეული სპორტსმენი საქართველოს ისტორიაში.
მადლობა კაპიტანო
მსოფლიოს შესარჩევი როდის იწყება???
ნოემბერში
ძაან ღირსეული კაცია აი ძაან, მადლობა თავდადებისთვის და წარმატებები კაპიტანო!
ბიჭო იმ ხალხზე მეშლება ნერვები, ვინც ფიქრობს რომ ამ ვერობასკეტზე შერმადინმა ზაზაზე უკეთ ითამაშაო
არ იცით და ხმას მაინც ნუ იღებთ თქვე კაი ხალხო!
შერმადინი რასაც თამაშობს ეგ კალათბურთი არაა, ეგ სულ სხვა სპორტია.
მადლობა გადაუხადეთ ამ დიდ კაცს და დიდ პიროვნებას, ნუ აფრქვევთ ღვარძლს ახლა მაინც!
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის, ევროპის ყველაზე ძლიერი ჩემპიონატის, ამ სეზონის საუკეთესო ცენტრად დასახელდა, სამჯერ იყო თვის საუკეთესო მოთამაშე, გადაუარა რეალის და ბარსელონას ცენტრებს პირად დუელში და ამ კაცმა არ იცის კალათბურთის თამაში? :-)
მაგიტომაც აქვს დანძრეული ევროპას ეგ რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი.
დაცვაში რომ კალათბურთელია 0-ია მორჩა მანდ ყველაფერი,
ვერც შეტევებში ბრწყინავს დიდად და საჯარიმოს ჩაგდება გამოსდის ნაღდად, მაგაზე არ ვდაობ.
ერთი ადამიანის სადიდებლად არაა აუვცილებელი მეორე დაამცირო. ზაზა მაგრად დაგვაკლდება და ჯერ ვერც ვაცნობიერებთ როგორ დაგვაკლდება. მარა შერმადინმა რომ მოუმატა ესეც ძალიან სასიხარულუა და ამას დანახვა უნდა.
მოუმატა კი, მაგრამ მხოლოდ შეტევაში, ისიც ცოტათი. ისეთი შეშინებული აღარაა როგორც ადრე.

არავის ვადიდებ, უბრალოდ დაუნახავი ერი ვართ მაგარი და გული მწყდება იმას რომ წერთ ზაზა ზღუდავდა შერმოს თორემ ევროპას მოვიგებდითო
კაეთ რა
ნეტა ვის აქვს ამ კაცზე ხმა ამოსაღები, რაც შეძლო გააკეთა. რა მალე ავიწყდება ყველად კარგი საქმე
100%-იანი ხარ, დაუნახავი ერი ვართ სამწუხაროდ...
ზაზუშ ეს რა ქენი ჯიგარ იმდენი გლანძღეს მიგაღებინეს წასვლის გადაწყვეტილება შენ ესოდენ სჰეხაროდი და შეტრფოდი სანაკრებო ბატალიებს ყოველტვის ერტი წამიტაც არ დაგზარებია ჩამოსვლა არასდროს არ აგირითებია თავი სანაკრებო თამაშებისთვის შენთვის ეროვნული ღირსება და პატრიოტული სულისკვეტება ყოველთვის ნომერ პირველი იყო მართალია ამ ევრო ბასკეტზე შენ არ იყავი ის ზაზა რაც უნდა ყოფილიყო და როგორიც გეკადრებოდა მაგრამ მაგასაც თავისი მიზეზი და ახსნა აქვს ვიცი რო ტრავმით და არასათანადო ფორმით თამაშობდი შენ ჩვენ გვჭირდები თან ძალიან ისე როგორც არასდროს არ წახვიდე იმ კლავიატურის ვირთხების გამო რომლებმაც თავიანთი უგუნურობით და უვიცობით სათანადოდ ვერ დაგაფასესე ყველას ერთმანეთნ ნუ გააიგივებ დაბრუნდი და ითამაშე იმისთვის ვინ ასე ძალიან გიყვარს ითამაშე იმისთვის ვინც გაფასებს და ძალიან უყვარხარ თუმცა შენი გადასწყვეტია მადლობა იმისთვის რაც ჩვენი ნაკრებისთვის გააკეთე, მადლობა ყველაზე მიზირეულია რისი თკმაც შემიძლია შენ უფრო მეტი გეკუთვნის და იმსახურებ.
გეთანხმები
ზაზა დიდი მადლობა ყველაფრისთვის ! ჯერჯერობით ვერ გაფასებთ სათანადოდ ! წარმატებები კარიერაში და უკვე სხვა ამპლუით გელით ქართულ კალათბურთში !
მადლობა ზაზა ყველაფრისათვის! წარმატებები სამომავლოდ.
თანდათან მოვიდა თაობათა ცვლის დრო. ამ თაობის წვლილი ქართული კალათბურთის განვითარებაში ფასდაუდებელია. ფაქტობრივად, ეს ნაკრები ჩვენს თვალწინ წამოიზარდა და იქცა ანგარიშგასაწევ გუნდად. 2004 წლიდან დაიწყო ამ გუნდის შენება. ახლაც კარგად მახსოვს B დივიზიონის პირველი შეხვედრა ფინეთთან. 3 სეზონი დაგვჭირდა რომ გადმოვსულიყავით. შემდეგ იყო ოთხი ევრობასკეტი და ძალიან ბევრი ემოცია. იმედია, ახალი თაობები ღირსეულად ჩაანაცვლებენ ვეტერანებს და ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო მოძლიერდება.
მადლობა კაპიტანო
ამ ტაობის წასვლით კალათბურთცი დამთავრდება საქართველოში, კალათბურთის ფედერაციას არაფერი გაუკეთებია კალთბურთის გასავიტარებლად, კალათბურთსი სკოლებს ისეთი ფასები უდევთ მარტო ფულიანი ხალხი შვილებ თუ შეძლებენ ვარჯიშს ამ სახცეობაში, რომელთაქ მიზანი მხოლოდ გართობა იქნება და არა პროფესიონალლად გახდომა,
მეორე ნაწილში არ შეგედავები.. პირველ ნაწილს რაც შეეხება პირიქით, მგონია, რომ უკეთესი თაობა მოდის..
1. ამ გუნდის ლიდერი წლების განმავლობაში იქნება შენგელია, რომელიც არ არის ცენტრი და პირველი არა ცენტრია, რომელმაც ნბა ში ითამაშა და მომავალში აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს..
2. ძალიან პერსპექტიულია ბურჯანაძე, რომელიც ევროპის საუკეთესო ლიგაში თამაშობს და დრაფტზეც დადგება უახლოეს მომავალში..
3. ძალიან მაგარი ბიჭია სანაძე..
4. შერმადინი ჯერჯერობით იქნება და ძირითადი ცენტრის ადგილს დაიკავებს.. მის შესაძლებლობებზე აღარაფერს დავწერ..
5. ბითაძე საკმაოდ პერსპექტიულია.. უკვე გამოდის ახალგაზრდულ ევროლიგაზე და ასე თუ გააგრძელა ნამდვილად შეუძლია გრანდში მოხვედრა..
6. საჭიროების შემთხვევაში გვეყოლება ლეგიონერი (ჯერჯერობით დიქსონიც "ქაჩავს")
7. აუცილებლად გამოჩნდება 1-2 ახალგაზრდა, რომელსაც დღეს ყურადღებას არ ვაქცევთ..
ასე რომ, მგონია უფრო დიდი მომავალი გვაქვს მინიმუმ უახლოეს წლებში..
2004 წლიდან ვიკა,ბუ,მანუ,ზაზა,ცქიტიშვილი ერთად მოდიან. აქედან ცქიტიშვილი დიდი ხანია უკვე აღარ თამაშOბს ნაკრებში, ზაზა წელს წავიდა, მანუ,ვიკა და ბუ 31 არიან. მალე წავლენ. სრულდება ალბათ ამ უნიჭიერესი თაობის დროც. თუმცა 4 ევრობასკეტი გვაჩუქეს. თუ ვინმეს გეცოტავებათ, გაიხსენეთ რა ჭაობიდან ამოგვათრიეს, მართალია ამისთვის 2011 წლამდე მოგვიწია ლოდინი, მაგრამ მაინც. მხოლოდ მადლობის ღირსნი არ არიან, უფრო მეტიც!!! ვწუხვარ მაგრამ მომავალი მაშინებს. ამ 14 წელში მხოლოდ შენგელია, შერმადინი და ბურჯანაძე წამოვიდა. მეშინია სომხეთის დონეზე არ დავეშვათ ამ თაობის წასვლის მერე!!!
ნუ გეშინია))) შენგელია, შერმადინით მასე რატომ უნდა დავეცეთ? ბითაძე ზაზაზე ნაკლები არ გვეზდება, აი ნახავთ მალე!!
Tu tramva gqonda naxevarze mets ras gatamashebdnen gamoeyvanat pormashi myopi shermadini mase mainc ar gadagatenodnen tavze burts vigac sirmanjo centrebi. Tavi gaimasxarave. Madloba yvelapristvis da carmatebebi
დიდი მადლობა შენ კაპიტანო! თავდადებისათვის და იმ სიხარულისათვის რაც ამ წლების მანძილზე მოგვანიჭე! წარმატებების გისურვებ პირად ცხოვრებაში.