ფეხბურთი

1:55 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაური: "ავსტრიაში მოსაგებად ჩამოვედით"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური ავსტრიასთან მატჩის წინ იმედიანადაა განწყობილი. როგორც “ვარდარის” ფეხბურთელმა აღნიშნა, ავსტრიას მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, მაგრამ საქართველოს ნაკრები ვენაში 3 ქულისთვისაა ჩასული.

“ირლანდიასთან კარგი თამაში ვაჩვენეთ და ჩემი აზრით, ვიმსახურებდით გამარჯვებას. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ფრეს დავჯერდით. ავსტრიასთან შეხვედრას რაც შეეხება, მეტოქეს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, მაგრამ საქართველოს ნაკრები აქ მოსაგებადაა ჩამოსული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ”, - უთხრა ჯიღაურმა სფფ-ის პრესსამსახურს.

საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზეა დაგეგმილი.

0.115219