ვიგოს "სელტას" აწ უკვე ყოფილი წევრი პაპ შეიხ დიოპი მომდევნო 5 წლის განმავლობაში "ლიონში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ესპანელებმა 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღეს და მომავალში ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონსაც აიღებენ.
დიოპი ესპანეთის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. ცენტრალურმა ნახევარმცველმა გასული სეზონი "სელტას" მთავარ გუნდში გაატარა და ლა ლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.