ფეხბურთი

11:44 | 16.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოკომოტივი - ტორპედო: სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 11 აგვისტოს 85-ე წუთზე შეწყვეტილი "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩისას მომხდარი ინციდენტები განიხილა.

კომიტეტმა ორივე კლუბის წარმომადგენლებს მოუსმინა, განიხილა ოფიციალურ პირთა მოხსენებითი ბარათები და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: ორივე კლუბი დაჯარიმებულია 20 000-20 000 ლარით. მომდევნო საშინაო მატჩს თბილისის "ლოკომოტივიც" და ქუთაისის "ტორპედოც" უმაყურებლოდ ჩაატარებს. ასევე კლუბებს სეზონის ბოლომდე მიეცათ პირობითი სასჯელი - მსგავსი ქმედების გამეორების შემთხვევაში 3 ქულის დაკლებით.

და ერთიც: მეოთხე წრეში "ტორპედო"-"ლოკომოტივი" უმაყურებლოდ ჩატარდება.

შეგახსენებთ, 11 აგვისტოს, მატჩის შეწყვეტის მომენტში, "ლოკომოტივი" "ტორპედოს" 2:0 ამარცხებდა, დარჩენილი დრო გუნდებმა 14 აგვისტოს ითამაშეს და ანგარიში აღარ შეცვლილა.

erovnuliliga.ge

0.113804