ესპანური საგადასახადო სამსახურის მიერ გადასახადებისგან თავის არიდებაში ბრალდებულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა რადამელ ფალკაომ სასამართლო დავებს თანხის გადახდა არჩია.
L"Equipe-ს ინფორმაციით, “მონაკოს” კოლუმბიელმა ფორვარდმა მისთვის უსიამოვნო სიტუაციის მოსაგვარებლად 8,2 მილიონი ევრო გადაიხადა.
ესპანეთის საგადასახადო სამსახური ფალკაოს 2012-2013 წლებში, როცა ის მადრიდის “ატლეტიკოში” თამაშობდა, 4,4 მილიონი ევროს დაფარვაში ადანაშაულებდა. ახლა კი ფეხბურთელის მიერ გადახდილ თანხაში პროცენტებიცაა გათვალისწინებული.
ბოლო პერიოდში მსგავსი პრობლემა ესპანეთში არაერთ ფეხბურთელს შეექმნა, მათ შორის ლიონელ მესის, ნეიმარს და კრიშტიანუ რონალდუს.