დიდი სლემმის 12-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის 1/32-ფინალში ადამ პავლაშეკი იოლად 6:2, 6:2, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.
მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩის მეტოქე ლატვილი ერნესტ გულბისი იქნება, რომელმაც ხუან მარტინ დელ პოტრო მოულოდნელად მარტივად 6:4, 6:4, 7:6 დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში სერბი ლატვიელს 6:1-ს უგებს.