საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალია. რეზი დავითაძის (85 კგ) მიერ ატაცში მოპოვებულ მცირე ოქროს და ორჭიდის ჯამში აღებულ ბრინჯაოს, დღეს თავისი წილი მედლები დავით ხეცურიანმა (105 კგ) მიამატა.
პირველ მოძრაობაში – ატაცში ხეცურიანმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა, 173-კილოგრამიანი შტანგის აწევით. აკვრაში კი მან მონაგარს 195 კილოგრამი მიამატა და ორჭიდის ჯამში 368 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა. დავით ხეცურიანი მსოფლიოს ჩემპიონს – ირანელ რეზა ბეირალვანდს მხოლოდ 1 კილოგრამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედალს კი სომეხი შამველ გასპარიანი დაეუფლა, 365 კილოგრამით.
105 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით კონკურენციაში ირაკლი ჩხეიძეც ჩაება. 161-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, 195 კილოგრამი აჰკრა და ორჭიდში 356 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა.
ხვალ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები მძიმე წონაში (+105 კგ) გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრებს კი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე წარმოადგენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გილოცავ დავით, შემდგომ წარმატებებს გისურვებ.
ძალიან სასიხარულო ამბავიაა
ნელნელა ვიკავებთ ადგილს მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებშიი და ეს არის სწორი კურსის შედეგი რასაც ჩვენი ფედერაცია და სამწვრთნელო შტაბი აკეთებს.
მაგრად დაეტყო კახიაშვილის და ასანიძის ხელი ჩვენს ბიჭებს
100% -ით გეთანხმები.
ოლიმპიადაზე იმაზე გაცილებით მეტს ველოდები რაც რიოში იყოო
ლაშასგან თავისთავად იმას ველით რაც გააკეთა რიოში და ვფიქრობ რო 3-4 კაცი კიდევ გვეყოლება ისეთი ვინც მედალზე გაიწევს
წარმატებები
ვულოცავ დავითს.
ვულოცავ ხეცურიანს ვერცხლს. წარმატებები სხვებს.