ფეხბურთი

12:04 | 16.06.2017 | ნანახია 0 - ჯერ

U21: მომავალი ვარსკვლავების ევროპის ჩემპიონატი

დღეს, პოლონეთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი დაიწყება. აღნიშნული ტურნირის მიმართ სპეციალისტები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. ამჟერადაც ასე იქნება, რადგან კონტინენტის ახალგაზრდულ პირველობაზე ბევრი ისეთი ფეხბურთელი ითამაშებს, რომელთაგანაც ხვალ და ზეგ უკვე დიდ ფეხბურთში ელიან გაბრწყინებას.

ტურნირი წინა წლებისგან განსხვავებით ახალი ფორმატით ჩატარდება და მასში 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სამ ოთხგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ქვეჯგუფის გამარჯვებულები ნახევარფინალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ, ხოლო მათ სამ მეორე ადგილოსანს შორის საუკეთესო დაემატება და თასისთვის ბრძოლას ოთხი გუნდი გააგრძელებს. აქვე გეტყვით, რომ ფინალური შეხვედრა 30 ივნისს შედგება.

საგულისხმოა, რომ პოლონეთში თითქმის ყველა ის ნაკრები მოხვდა, რომელთაგანაც განსაკუთრებულს უნდა ველოდეთ. მაგალითად აქაა მოქმედი ჩემპიონი შვედეთის ნაკრები - სკანდინავიელებმა 2015 წელს სენსაციურად მოიგეს ევროპის ჩემპიონატი. მაშინ ფინალში წააგო პორტუგალიამ, რომელიც ახლაც ითამაშებს და ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს პოლონეთში წაყვანილი: ჟოაო კანსელო რუბენ ნევეში, დიოგო ჟოტა, რენატუ სანჩესი...

გერმანიის ნაკრებშია სერჟ გნაბრი „ბაიერნის“ ახალწვეული და ბუნდესლიგის გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები - მაქსიმილიან ფილიპი, მაჰმუდ დაუდი. აქვეა იტალიის ნაკრებიც - ჯანლუიჯი დონარუმა, ფედერიკო ბერნარდესკი, რობერტო გალიარდინი, დანიელე რუგანი, მატია კალდარა და სხვები დაიცავენ „აძურინის“ ღირსებას, რომელსაც სხვათა შორის, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ (ხუთჯერ) აქვს მოგებული. და მაინც, ტურნირის მთავარ ფავორტად ესპანეთი მიიჩნევა და სავსებით ლოგიკურადაც: დენის სუარესი, ხოსე გაია, ინიაკი უილიამსი, მარკო ასენსიო, ჟერარ დეულოფეუ, საულ ნიგეზი - ყველა ამ ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში ვიხილავთ. არ დავივიწყოთ ინგლისის საკმაოდ საინტერესო გუნდიც.

მოკლედ, პოლონეთში ორი კვირის განმავლობაში მეტად საინტერესო გათამაშება გველოდება, სადაც მომავალი ვარსკვლავები გააგორებენ ბურთს.

დღეს, A ჯგუფის შეხვედრები გაიმართება. ტურნირი ჩემპიონ შვედეთისა და ინგლისის დაპირისპირებით გაიხსნება, ხოლო შემდეგ მასპინძელი პოლონეთი სლოვაკეთს ეთამაშება.

იქამდე კი, წარმოგიდგენთ ყველა, 12-ვე ნაკრების სრულს შემადგენლობას ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატისთვის.

A ჯგუფი

ინგლისი

მეკარეები: 1 ჯორდან პიკფორდი 13 ანგუს განი 21 ჯონათან მიჩელი

მცველები: 2 მეისონ ჰოლგეითი 3 ბენ ჩილველი 5 კალუმ ჩემბერსი 6 ჯეკ სტეფენსი 12 მეტ ტარგეტი 16 რობ ჰოლდინგი 17 კორტნი ჰაუსი 18 დომინიკ იორფა 23 ალფი მევსონი

ნახევარმცველები: 4 ნათანიელ ჩალობა 7 დემარაი გრეი 8 ჯეიმს უორდ-პროუსი

10 ლევის ბაკერი 11 ნათან რედმონდი 15. ჯონ სფიფტი 19 ვილ ჰიუზი 20 ჯეკ გრეალიში

თავდამსხმელები: ტემი აბრაჰამი 14 ჯეიკობ მერფი 22 კოლი ვუდროუ

პოლონეთი

მეკარეები: 1 ბართლომეი დრაგოვსკი 12 იაკუბ ვრაბელი 22 მაქსიმილიან შტრიეკი

მცველები: 2 პაველ იაროსჟინსკი 4 ტომასჟ კეზიორა 5 იგორ ლასიჩკი 6 იან ბედნარეკი 15. იაროსლავ იაჩი 23 პრჟემისლავ სჟიმინსკი

ნახევარმცველები: 3 კრისტიან ბილიკი 7 კაროლ ლინეტი 8 რადოსლავ მურავსკი 10 პატრიკ ლიპსკი 11 პრჟემისლავ ფრანკოვსკი 13 ლუკაშ მონეტა 14 დავიდ კოვნაცკი 17 პაველ დავიდოვიჩზი 18 იაროსლავ ნიეზგოდა 19 ბარტოჟ კაპუცკა 20 იაროსლავ კუბიცკი

თავდამსხმელები: 9 მარიუშ სტეპინსკი 16 კრისჟტოფ პიატეკი 21 ადამ ბუკსა

სლოვაკეთი

მეკარეები: 1 ადრიან ჩოვანი 12 მარეკ როდაკი 23 ადამ იაკუბეჩი

მცველები: 2 ბრანისლავ ნინაჩი 3 მილან სკრინიარი 4 მარტინ ვალიენტი 5 ტომაშ ჰუკი 13 ლუბომირ სატკა 14 რობერტ მაზანი 16 ლუკაშ სკოვაისა 19 დენის ვავრო

ნახევარმცველები: 6 სტანისლავ ლობოტკა 7 იაროსლავ მიჰალიკი 8 მარტინ ჩრიენი 10 ალბერტ რუსნაკი 11 ნიკოლას სპალეკი 17 ლუკაშ ჰარასლინი 20 მიროსლავ კაჩერი 21 მატუშ ბერო 22 ლასლო ბენეში

თავდამსხმელები: 9 ტომაშ ვესტენიცკი 15 ადამ ჟრელაკი 18 პავოლ საფრანკო

შვედეთი

მეკარეები: 1 ტიმ ერლანდსონი 12 ანტონ კაიტოფტი 23 პონტუს დალბერგი

მცველები: 2 ლინუს ვალკვისტი 3 იაკობ ლარსონი 4 იოაკიმ ნილსონი 13 ისაკ სევანკამბო 14 ფილიპ დაგერსტალი 15 ფრანც ბრორსონი

ნახევარმცველები: 7 ალექსანდერ ფრანსონი 8 კრისტოფერ ოლსონი 9 მუარემ ტანკოვჩი 16 მეკლერ ჰალბერგი 17 კერიმ მრაბტი 19 ნიკლას ელიასონი 22 ამინ აფანე

თავდამსხმელები: 10 კარლოს სტრანდბერგი 11 გუსტავ ენგვალი 19 პაველ ჩიბიჩკი 21 ჟოელ ასორო

B ჯგუფი

მაკედონია

მეკარეები: 1 იგორ ალეკსოვსკი 12 დამიან სისკოვსკი 13 ფილიპ ილიჩი

მცველები: 3 იოვან პოპზლატანოვი 4 ვისარ მუსლიუ 5 გიოკო ჟაიკოვი 6 ალექსა ამანოვიჩი 14 დარკო ველკოვსკი 15 ეგზონ ბეიტულაი 19 ბეშირ დემირი 21 მევლან მურატი

ნახევარმცველები: 2 ელიიფ ელმასი 7 ენის ბარდი 8 ბობან ნიკოლოვი 10 დავიდ ბაბუნსკი 11 დანიელ ავრამოვსკი 17 კირე მარკოვსკი 20 ტიჰომირ კოსტადინოვი 22 ნიკოლა გიორგიევი

თავდამსხმელები: 9 მარიან რადესკი 16 პეტარ პეტკოვსკი 18 ვიქტორ ანგელოვი 23 ფილიპ პივკოვსკი

პორტუგალია

მეკარეები: 1 ბრუნო ვარელა 12 მიგელ სილვა 22 ჟოელ პერეირა

მცველები: 2 ჟოაო კანსელო 3 ედგარ იე 4 ტობიას ფიგუერეირო 5 რუბენ სემედუ 14 რობოჩო 15 ფერნანდო

ნახევარმცველები: 6 რუბენ ნევეში 7 დანიელ პოდენსე 8 ფრანსისკო გერალდეში 10 ბრუნო ფერნანდეში 13 კევინ როდრიგეში 16 რენატუ სანჩესი 17 ფრანსისკო რამოსი 20 ბრუმა 23 ჟოაო კარვალიო

თავდამსხმელები: 9 გონსალო პასიენსია 11 იური მედეიროში 19 გონსალო გედეში 19 დიოგო ჟოტა 21 რიკარდო ჰორტა

სერბეთი

მეკარეები: 1 ფილიპ მანოილოვიჩი 12 ჯორჯე ნიკოლიჩი 23 ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი

მცველები: 2 მილან გაიჩი 3 ნემანია ანტონოვი 4 ნიკოლა მილენკოვიჩი 5 მილოშ ველიკოვიჩი 6 რადოვან პანკოვი 13 მიროსლავ ბოგოსავაცი 14 ვუკაშინ იოვანოვიჩი 15 ალექსანდრ ფილიპოვიჩი

ნახევარმცველები: 8 ნემანია მაკსიმოვიჩი 10 მიიატ გაჩინოვიჩი 16 მარკო გრუიჩი 17 ანდრია ჟივკოვიჩი 18 დეიან მელეგი 19 საშა ლუკიჩი 20 მიჰაილო რისტიჩი 22 სრდან პლავშიჩი

თავდამსხმელები: 7 ოგნიენ ოჟეგოვიჩი 9 უროშ ჯურჯევიჩი 11 ალექსანდრ ჩავრიჩი 21 ნემანია რადონჩიჩი

ესპანეთი

მეკარეები: 1 კაპა არიზაბალაგა 13 რუბენ ბლანკო 16 პაუ

მცველები: 2 ექტორ ბელერინი 3 ხოსე გაია 4 ხორხე მერე 5 ხესუს ვალეხო 17 ალვარო ოდრიოზოლა 19 ჯონი 21 ალექს გრიმალდო 23 დიეგო გონსალესი

ნახევარმცველები: 6 დანი სებალიოსი 7 ჟერარ დეულოფეუ 8 საულ ნიგეზი 10 დენის სუარესი 11 მარკო ასენსიო 14 მიკელ მერინო 18 მიკელ ოიარზაბალი 20 კარლოს სოლერი 22 მარკოს ლორენტე

თავდამსხმელები: 9 ბორხა მაიორალი 12 სანდრო რამირესი 15 ინიაკი უილიამსი

C ჯგუფი

ჩეხეთი

მეკარეები: 1 ლუდეკ ვეიმოლა 16 ლუკაშ ზიმა 23 პატრიკ მაჩეი

მცველები: 2 სტეფან შიმიჩი 3 ალეშ მატეუ 6 მიხაელ ლუფტნერი 15 პატრიციო სტრონატი 19 მილან ჰაველი 21 დანიელ ჰოლზერი 22 ფილიპ კაშა

ნახევარმცველები: 4 მიხაელ საჩეკი 5 ტომაშ სუჩეკი 8 ანტონინ ბარაკი 10 მიხაელ ტრავნიკი 11 იაკუბ იანკტო 12 მიხაელ ჰუბინეკი 13 იაკუბ ნეჩასი 17 ვაცლავ ჩერნი 18 პეტრ შევჩიკი20 მარტინ ჰაშეკი

თავდამსხმელები: 7 ლუკაშ იულიში 9 ტომაშ ჩორი 14 პატრიკ შიკი

დანია

მეკარეები: იეპე ჰოიბერგი 16 ტომაშ ჰაგელსკიაერი 22 დანიელ ივერსენი

მცველები: 2 ფრედრიკ ჰოლსტი 3 ანდრეას მაქსო 4 პატრიკ ბანგაარდი 5 იაკობ ბლაბიერგი 12 რასმუს ნისენი 13 იოახიმ ანდერსენი 15 მადს პედერსენი 20 იაკობ რასმუსენი 6 კრისტიან ნორგაარდი

ნახევარმცველები: 7 ენდრიუ ჰიულსაგერი 8 ლასე ვიგენ კრისტენსენი 14 კასპერ ნილსენი 17 მატიას იენსენი 18 ემილიანო ჰანსენი 19 ფრედრიკ ბორსტინგი 23 მიკელ დოილუნდი

თავდამსხმელები: 9 მარკუს ინგვარტსენი 10 ლუკას ანდერსენი 11 კენეტ ზოჰორე 21 კასპერ იუნკერი

გერმანია

მეკარეები: 1 მარვინ შვაბი 12 იანიკ პოლერსბეკი 23 ოდისეას ვლაჩოდიმოსი

მცველები: 2 ჟერემი ტოლიანი 3 იანიკ გერჰარდტი 4 ვალდემარ ანტონი 5 ნიკლას შტარკი 6 გიდეონ იუნგი 14 ლუკას კლოიტნერი 15 მარკ-ოლივერ კემპფი 16 ტილო კეჰრერი

ნახევარმცველები: 7 მაქს მეიერი 8 მაჰმუდ დაუდი 10 მაქსიმილიან არნოლდი 11 სერჟ გნაბრი 17 მიტჩელ ვეიზერი 18 ნადიმ ამირი 20 ლევინ ოზტუნალი 21 დომინიკ კორი

თავდამსხმელები: 9 დავი სელკე 13 ფელიქს პლატე 19 იანიკ ჰაბერერი 22 მაქსიმილიან ფილიპი

იტალია

მეკარეები: 1 ჯანლუიჯი დონარუმა 17 ალესიო კრანიო 19 სიმონე სკუფეტი

მცველები: 2 დავიდე კალაბრია 3 ანტონიო ბარეკა 4 დანიელე რუგანი 12 ანდრეა კონტი 13 მატია კალდარა 14 დავიდე ბირასკი 22 ალექს ფერარი 23 ჯუზეპე პეცელა

ნახევარმცველები: 5 დანილო კატალდი 6 ლორენცო პელეგრინი 8 ალბერტო გრასი 15 მარკო ბენასი 18 რობერტო გალიარდინი 21 მანუელ ლოკატელი

თავდამსხმელები: 7 დომენიკო ბერარდი 9 ალბერტო ჩერი 10 ფედერიკო ბერნარდესკი 11 ანდრეა პეტანია 16 ლუკა გარიტანო 20 ფედერიკო კიეზა


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.06649