კალათბურთი

13:09 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “თასი და ბეჭედი საქართველოში ჩამოვა”

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ “კლივლენდის” 129:120 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რთული სეზონის ასეთი დასასრულით ძალიან გახარებულია.

“სიტყვები არ მყოფნის, ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეა. მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედექით. რთული სეზონი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ, ამას ყოველთვის ვიტყვი. საქართველოში თასი და ბეჭედი ჩამოვა”- განაცხადა ფაჩულიამ.

სუპერფინალში “გოლდენ სტეიტმა” “კლივლენდი” 4:1 დაამარცხა.

0.119814